7

2.9K 207 27
                                    

ჟურნალებს ვათვალიერებდი, როდესაც კარზე ვიღაცამ მოულოდნელად ზარი დარეკა. წამოვდექი მის გასაღებად და ნარის გავძახე, რომ თავისი საქმე გაეგრძელებინა. კარი გავაღე თუ არა, მაშინვე მომღიმარი ბიჭი დამხვდა წინ, რომელსაც ხელში ყვავილების თაიგული ეჭირა.
ღმერთო ჩემო, მისი ღიმილი. სტუმარი სახლში შემოვიპატიჟე.

-მობრძანდი, იმდენი დრო გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან. მართლა მიხარია შენი კიდევ ერთხველ ნახვა.*გავუგრძელე საუბარი, მას შემდეგ რაც სახლში შემოვიდა*

-პირველ რიგში, მინდა ეს ყვავილები ულამაზეს ქალბატონს გადავცე*თქვა თუ არა მაშინვე გამომიწოდა თაიგული*

-უდიდესი მადლობა, არ იყო საჭირო. * თაიგული იქვე მდგარ ვაზაში ჩავდე*დალევ რამეს?

-ყავა

-ნარი თუ შეიძლება ერთი ყავა და  ერთიც ჩაი.*გავძახე სამზარეულოში მყოფს*

-ჰესუ შენ  ჩაი არ გიყვარდა, ახლა რა შეიცვალა ისეთი  ყავა რომ დაივიწყე?

-ორსულად ვარ, ამიტომ კოფეინს ვერიდები, მეშინია ბავშვს არაფერი ავნოს.*ვთქვი ცოტა მორცხვად, თითქოს და ვინმე გამკიცხავდა იმის გამო, რაც ვთქვი*

-რააა ორსულად ხაარ? ჯონგუკისგან? ამას ახლა რატომ ვიგებ, უნდა გეთქვა მაინც. საწყენია რომ ურთიერთობა გავწყვიტეთ... მაგრამ მიხარია თუ ბედნიერი ხარ

-ვფიქრობ ეს კითხვები ლოგიკას მოკლებულია, თუმცა მინდა გითხრა რომ მართლა ბედნიერი ვარ.*ვუთხარი მტკიცე ხმით სრული სიცრუე, ისე რომ ცოტაც და ამას მეც დავიჯერებდი*

საკმაოდ ბევრი ვისაუბრე მასთან, ისე თითქოს დიდი ხნის უნახავი საუკეთესო მეგობრები შევხვდით ერთმანეთს და ძველი ამბები გავიხსენეთ. არც ერთი ვიმჩნევდით იმ უხერხულობას, რასაც ვგრძნობდით. განა რამე დანაშაული მიგვიძღვის? არა, უბრალოდ უცნაურია ადამიანთან, რომელთანაც რამოდენიმე წლის წინ ურთიერთობა გქონდა და მას მერე  აღარ გინახავს, საუკეთესო მეგობარივით ელაპარაკო, მაგრამ განა ასე არააა, ჩვენ ერთმანეთზე იმაზე მეტი ვიცოდით ვიდრე საკუთარ თავებზე, ამიტომაცაა რომ მასთან საუბარი თითქოსდა მამშვიდებს. მას ამ რეალობიდან გამოვყავარ, რომლის ნაწილიც გავხდი. მეცინება, შეიძლება ეს ყველაფერი სრული სისულელე იყოს, თუმცა მასთან თავს უკვე კომფორტულად ვგრძნობ და ის ფაქტი რომ მას "გიჟი" უწოდეს სრული სიცრუეა.

დიდი შეცდომაWhere stories live. Discover now