თავი მეორე

342 25 5
                                    

დილით ვიღვიძებ და მაშინვე მახსენდება ფრაზა:

- ნებით თუ ძალით, მიზანს მაინც მივაღწევ.

ლუის სიტყვების გახსენებისას, სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის. ფეხზე ვდგები და სააბაზანოში შევდივარ. თავის მოწესრიგების შემდეგ კი ოთახში ვბრუნდები და ტანსაცმელს ვიცვამ. ჩანთას ვიღებ და კიბეზე ჩავრბივარ. უეცრად ლუი მახსენდება და გუშინდელი ღამე. აქეთ-იქით ვიხედები. ლუი არაა. ალბათ უკვე წავიდა. შვებისგან ამოვისუნთქე.

ჩანთას დივანზე ვდებ და სამზარეულოში შევდივარ. მაშინვე ვხედავ ლუის. ხმაურზე გამომხედა და ოდნავ გიღიმა.

მთელი სხეული შიშმა მოიცვა. ხელები ამიკანკალდა და თითები გამეყინა. გულისცემა ამიჩქარდა.

ვიცი, რომ აქაურობას უნდა გავეცალო, სანამ ჩემთან მოსულა. უკან რამდენიმე ნაბიჯს ისე ვდგამ, ლუის შეშინებულ მზერას არ ვაშორებ.

უკან სწრაფად ვტრიალდები და მივდივარ. უეცრად ვგრძნობ, რომ ლუი მაჯაში ხელს მავლებს. ვჩერდები და მისკენ ნელა ვტრიალდები. ისევ ისე უცნაურად მიღიმის, როგორც წეღან. მის ხელს ვებღაუჭები, რომ მოვიშორო, მაგრამ ის არ მიშვებს.

- საუზმე მიირთვი და მერე წადი _ საკმაოდ მშვიდად ამბობს.

- არ... არ მინდა.

- ლილი _ იცინის _ ამის გამო შეიძლება ერთ დღესაც მკაცრად დაგსაჯო.

- რა? ლუ... ლუი, გამიშვი.

ისევ იცინის და ხელს მიშვებს. როცა გავიფიქრე, რომ წასვლა შემეძლო, სწორედ მაშინ მხვევს წელზე ხელს და სხეულზე ისეთი სიძლიერით მიკრავს, რომ განძრევას ვერ ვახერხებ.

- ლუ... ლუი...

- სერიოზულად? _ იღიმის _ ისე საყვარლად ამბობ ჩემს სახელს... არა, შენს გაშვებას არ ვაპირებ _ სახეზე თითებით ნაზად მეფერება.

ვერაფერს ვაკეთებ. ხმის ამოღების მეშინია. ლუი იხრება და ლოყაზე მკოცნის. შემდეგ კი მის ტუჩებს ჩემსასთან ძალიან ახლოს ვგრძნობ, რის გამოც ხელს ვკრავ და სამზარეულოდან გამოვრბივარ. ჩანთას ვიღებ და სახლს ვტოვებ.

Let Me Down SlowlyWhere stories live. Discover now