სინამდვილეში კი, ჩემი ფსიქიატრიულში განწესება და წამლებით გამოჭყიპვა გადაწყვიტეს.

მერჩივნა ისევ ციხის ბინძურ კედლებში დამელია სული, ვიდრე ამ თეთრ და გამაგიჟებელ ინტერიერში ამომეყო თავი.

ფეხებს რაც შემიძლია ძლიერად ვიქნევ და დაცვას, რომელიც ჩემს შიგნით შეთრევას ცდილობს, წინააღმდეგობას ვუწევ.

-გამიშვით, მე გიჟი არ ვარ! - ვყვირი და ექთნების გაკვირვებულ, ამავე დროს ცინიკურსა და შეშინებულ მზერებს ვაწყდები.

ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც სახეზე დიდი ასოებით, შიში აწერია, მეორეს ეჩურჩულება. თუმცა, ამას ჩურჩულსაც ვერ დავარქმევდი.

- თურმე მდიდარი ოჯახის წევრებისათვის ყელი გამოუჭრია და მათ ცხედრებთან ერთად, სახლიც დაუწვავს. - მასთან ახლოს ყოფნის საშუალება რომ მქონოდა, აუცილებლად მივახრჩობდი და იმ შიშის გრძნობას, რომელიც სახეზე აშკარად აწერია, გავუასმაგებდი.

- მეცოდება.. რადგან ვიცი, რომ მის შემთხვევაში ყველა წამალი უძლურია. - ახლა უკვე სხვებიც აყვნენ უაზრო საუბარში და მინდება თითოეულს კისერი მოვუგრიხო.

- წამოგვყევი,სწრაფად! - მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი ძალით ვეწინააღმდეგები, მაინც ახერხებენ ჩემს ელევატორში შეთრევას.

ღილაკს სწრაფად აჭერენ თითს და ელევატორიც სწრაფად იძვრის ადგილიდან.

წინააღმდეგობის უნარს ვკარგავ და სხეულს ვადუნებ.

მზერას ელევატორს ვავლებ, რომელზეც მკვეთრად შეიმჩნევა მრავალი ნაკაწრი, რომელიც ალბათ ამ ნაგებობაში გამომწყვდეული ადამიანების დამსახურებაა.

რა თქმა უნდა, რომელ მათგანს არ მოუნდება ამ ადგილიდან გაქცევა?

სულ რაღაც წუთებია გასული მას შემდეგ, რაც ამ დაწესებულებაში შემოვდგი ფეხი და უკვე სახლში მინდა.

სახლში, რომელიც სულ მთლად ცივი და მარტოსულია.

მინდა ისევ შიმშილისა და მარტოობის გრძნობას განვიცდიდე, ჩემსავე გაყინულ სახლში.

Boy in my black dreams.Where stories live. Discover now