1

428 42 68
                                    

დარწმუნებული ვარ, თქვენც შეიშლებოდით ჭკუიდან, ჩემს ადგილას რომ იყოთ.

თქვენც დაგეკარგებათ ცხოვრების გაგრძელების სურვილი, ჩემს მსგავსად, რომ დაგაჩოქონ და გაიძულონ აღიაროთ ის, რაც სინამდვილეში არ გაგიკეთებიათ.

ყველაფერი ხუთი დღის წინ, აწ უკვე - წყეულ დღეს მოხდა.

ჩემს მეზობლად მცხოვრებ ოჯახის წევრებს, რომლებიც წლების განმავლობაში აღუწერლად მაღიზიანებდნენ, თითოეულს ყელი გამოჭრეს და შემდეგ, მთელი სახლი ცეცხლის ალში მოაქციეს. სანამ ხის სახლს ნაცარტუტად აქცევდნენ, სახლიდან ძვირფასეულობა გაზიდეს.

წლების მანძილზე მათთან ცუდი ურთიერთობა მაკავშირებდა. სწორედ ამიტომ, პირველ ეჭვმიტანილად სამეზობლომ, მე დამასახელა.

თითოეულს ჩვენებაში უხსენებია, რომ მარტოსული და ჩხუბისთავი ადამიანი ვარ. კონფლიქტებს თავს არასდროს ვარიდებდი და სულ ცუდ საქმეებში ვეხვეოდი.

ვიდეოკამერებს თურმე დაუფიქსირებიათ, თუ როგორ შევედი ბენზინგასამართ სადგურში და შევიძინე ნავთი, რომელიც სინამდვილეში, არა სახლის ალში გასახვევად, არამედ კოცონის დასანთებად მჭირდებოდა.

ბანაკში სწრაფად უნდა მიმეტანა ნავთი, რათა ცეცხლის დანთება და მის გარშემო თბილი პლედებით დასხდომა, ბანაკის ერთ-ერთი ხიბლი იყო.

მხოლოდ იმის იმედი მქონდა, რომ ბანაკში მყოფი ხალხი მხარს დამიჭერდა და ჩვენებას ჩემს სასარგებლოდ მისცემდა. თუმცა, ეს იმედის ნაპერწკალი მაშინ ჩავაქრე ჩემს გულში, როდესაც ყველა ადგილიდან დატყდა და ფეხებზე დამიკიდეს.

რა თქმა უნდა, ვის სჭირდება ზედმეტი პრობლემა? ამ კითხვაზე პასუხი ცხადია - არავის.

სასამართლოს განაჩენი კი.. ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო.

ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფრის მერე, ან სამუდამო პატიმრობას მომისჯიდნენ და ციხის ოთხ კედელს შორის ამომალპობდნენ.. ან, სასიკვდილო განაჩენს გამომიტანდნენ.

Boy in my black dreams.Where stories live. Discover now