მინდოდა ყველა შესაძლო ადგილი მენახა, სადაც კი შესაძლებელი იყო, რომ ისინი ყოფილიყვნენ და გავაკეთებდი კიდეც ნაილს რომ არ მოეწერა.

,,ვიცით ლიზა სადაცაა!"

Liza's POV

მე და ნატალი ერთმანეთს შეშინებულები ვუყურებთ! ხელები შიშისგან გამიოფლიანდა და ცოტაღა აკლდა ყინულად ქცევას. ნატალი კი მაგრად ჩამჭიდებოდა. თითქოს რაღაცისგან მიცავდა.

რას ნიშნავს-,,ახლა კი დროა დაგემშვიდობოთ"?!

პულსმა მაქსიმუმს მიაღწია. მკერდზე კი მწარე ტკივილს ვგრძნიბდი!

-შენ, მილერ. იცი სადაც უნდა წაიყვანო.-თქვა და ჯიბიდან რაღაც სითხით სავსე ნევსი ამოიღო. ოღონდ ეს არა!-ბოლომდე, ვენაში. ოღონდ მხოლოდ მას! ჩვენს პატარა ლილიანას.-ამ წამს ჩემში ბედნიერების ნაპერწკალი გაჩნდა, რადგან იმედი მომეცა, რომ ნატალის არაფერი დაუშავდებოდა.
-და ეს?-ჰკითხა მილერმა ნატალიზე. თვალებმოჭუტულმა თავი გვერდზე გადააგდო და ისე მოგვაშტერდა
-რაც გინდა ის უქენი! ახლა კი სწრაფად მოიშორე!
-ახლავე.-ბოხი ხმით დასჭექა ჯეკმა.
-მშვიდობით.-თქვა მორგანმა. კმაყოფილი სახით ბოლოჯერღა ამათვარიელა და გაუჩინარდა.

მაიკმა და კიდევ ერთმა ბიჭმა თვალები აგვიხვიეს და აი... ისევ სიბნელე.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერაფერს ვგრძნობდი. შემდეგ კი მივხვდი როგორ "ჩაგვყრეს სადღაც"! ეს "სადღაც" კი მანქანაა.

არანაირი ხმა არ მესმოდა... მხოლო სადღაც მივჯანჯღარებდით.

მხოლოდ ახლაღა დავფიქრდი, რომ რამდენიმე წუთში აქ აღარ ვიქნებოდი.

იცით, იმის ცოდნა, რომ შეიძლება მალე წახვიდე, რთული არაა. ჩემთვის.

უბრალოდ არსებობს რაღაცეები, რაც მინდა სიკვდილამდე გავაკეთო. უფრო სწორად გამეკეთებინა. ჯანდაბა! ამაზე კი გული ნამდვილად მწყდება. ბევრი ოცნება მაქვს, რომლების ახდენასაც ვაპირებდი... თუმცა ახლა გვიანია.

𝑬𝑳𝑬𝑽𝑬𝑵 𝑫𝑹𝑬𝑨𝑴𝑺Where stories live. Discover now