თავი 2

3.4K 168 10
                                    

ჯიმინ pov

ისეთი თვალებით უყურებს ამ იდიოტებს შიშისგან დანაც კი მოიქნიეს მისი მიმართულებით,
მაგრამ როგორც ჩანს ,
ეს ბიჭი სუსტი სულაც არ არის,
პირიქით ძალიან მოხერხებულია .
5-წუთიც კი არ დასჭირვებია ამ იდიოტების ერთმანეთზე მისაწვენად,
როცა საქმეს მორჩა შემომხედა და ცოტა არ იყოს შიში დაეტყო, ჩემსკენ მოიწია და მკითხა:

-ჰეი კარგად ხარ?

ხმას ვერ ვცემდი და გულის მხარეს მწარედ ვიჭერდი ხელს დიდი ხანი არ დასჭირვებია იმის ცოდნას თუ რამჭირდა
მაშინვე მიხვდა...

-სასწრაფოდ საავადმყოვოში მივდივართ!

ხელი მომხვია უფროსწორად ზურგზე შემისვა და რაც ძალა ჰქონდა სირბილით გაიქცა.

ძალიან მიკვირდა ასეთ მდგომარეობაში ასეთი სისწრაფით სირბილი როგორ შეეძლო ,
მაგრამ ახლა ის უფრო მაწუხებდა თუ რა დამემართებოდა და......
ირგვლივ ყველაფერი გაშავდა.

ჯიმ-pov.

ოხ ,ჯანდაბა, გონება დაკარგა რაც შეიძლება მალე უნდა მივიდე საავადმყოფოში თორემ ცუდად იქნება საქმე .

მანქანასთან მივირბინე ჩავსვი და მანქანას რაც კი სისწრაფე ქონდა იმით მივდიოდი ...უფროსწორად მივქროდი,
ძლივს მივაღწიე საავადმყოფომდე,
პოლიციაც კი ამედევნა,
მაგრამ ეხლა მაგის თავი არ მქონდა.
ეხლა ის უფრო მადარდებდა თუ რა დაემართებოდა ამ ბიჭს!

ყვირილით შევვარდი საავადმყოფოში და დახმარებას ვითხოვდი!

ჩემს ხმაზე ყველა ექიმი მომცვივდა ვინც კი მანდ იყო.

ბიჭი პალატაში შეარბენინეს მე კი თავისთავად არ შემიშვეს.

სანამ ექიმები პალატაში ყურყუტებდნენ ,მანამდე პოლიციაც მომვარდა😤.

-თქვენ დაარღვიეთ საგზაო წესები, არდასაშვები სიჩქარით მიდიოდით ...
მიდიოდით რა მიქროდით!

-ვიცი ბატონო! მზად ვარ ჯარიმა გადავიხადო!

-ჯარიმა საკმარისი არ არის , მანქანა და მართვის მოწმობაც უნდა ჩამოგართვათ 😈 .

პოლიციელმა გახარებული სახით ჩაიცინა ,როგორც ჩანს ,
მისთვის ყველზე იღბლიანი შანსი ვიყავი პრემიის მისაღებად.

-აჰ.... კარგი. აი მანქნის გასაღები და მართვის მოწმობა.

-წამომყევი ჯარიმის ქვითარი აიღე!

-კარგი მოვდივარ.

გავყევი პოლიციელს ,ჯარიმაც დამაწებეს, მანქანა და მართვის მოწმობაც ამახიეს,
მოკლედ,
მარტო სახლი და ეგაა რა!

დავბრუნდი , ისევ იმ პალატასთან და ველოდი როდის გამოვიდოდნენ ექიმები.

დიდი მადლობა ყველას💗💗 ვინც ამ ფიკს კითხულობს 💗
მიყვარხართ 😘😘😘💗💗💗

„ჩემი შეყვარებული ჩემი ბოსია"( დასრულებულია)Where stories live. Discover now