4. Another One

993 52 5
                                    

ყოველთვის, მაშინაც კი როცა წინა კოლეჯში ვსწავლობდი, კვირას საღამოს, კოლეჯის წინა დღეს, დავდიოდი სპორტ დარბაზში

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ყოველთვის, მაშინაც კი როცა წინა კოლეჯში ვსწავლობდი, კვირას საღამოს, კოლეჯის წინა დღეს, დავდიოდი სპორტ დარბაზში. ასე რომ, ამ წესის დარღვევას არც ახლა არ ვაპირებ და მიუხედავად იმისა რომ, დარბაზის გამოცვლა მომიწევს, მაინც წავალ.

საღამოს რვა საათი ხდებოდა, როდესაც მე და ზეინი ფილმს ვუყურებთ.
-ზეინ, სადმე ახლოს, სპორტ დარბაზი არის?
-ახლა? ამ დროს?
-აჰამ.
-კი, არის ერთი. გინდა წაგიყვანო?
-კი, როგორ არა, ჩავიცვამ და გამოვალ.
-კარგი მიდი, დაბლა ვიქნები მანქანასთან.

ჩემს გარდერობში მოიძებნება უამრავი სპორტული ტანსაცმელი, რა თქმა უნდა ძებნა არც დამიწყია და პირველი რაც მომხვდა ხელში ის ჩავიცვი. ზემოდან კი სპორტული შარვალი ამოვიცვი და მოსაცმელი ავიღე. ჩანთაში გამოსაცვლელები ჩავილაგე.
რომ ჩავედი ზეინს მანქანა კარებთან მოეყენებინა.
-რომ გამოხვალ დამირეკე.
-არ მინდა. თანაც არაა საჭირო, სუფთა ჰაერზე გავლა მინდა.
-კი მაგრამ მარტო და თან ამ დროს? არა.
-კარგი რა ზეინ, პატარა ბავშვი ხომ აღარ ვარ...
-ეგ ვის თვალში როგორ -ამბობს და დამცინავად მიყურებსს.-კარგი აღარ დაგაძალებ, მაგრამ, თუ რამე დაგჭირდა ნებისმიერ დროს დამირეკე. ტელეფონი სულ თან მაქვს.
-შენ და მარია შეთანხდით და ათი წლის ბავშვად შემრაცხეთ?
-არა, მე და მარია არა, უფრი მე და იზაბელი.
-ჰა ჰა, ეგ ხუმრობა იყო?
-და ჩემი რომელიმე სიტყვა ხუმრობას გავდა?!
-ნუ, ვფიქრობ, რომ კი.-ამის თქმაზე თავში ხელი მსუბუქად მხვდება.-ეეეი.
-ჩშშშ...-ხმამაღალი სიცილით მაფრთხილებს.
ორ სართულიანი, დიდი შენობა იყი. და რაც ყველაზე ხელსაყრელი. ძალინ, ძალიან ცოტა ხალხი.

𝑬𝑳𝑬𝑽𝑬𝑵 𝑫𝑹𝑬𝑨𝑴𝑺Where stories live. Discover now