პროლოგი

8.4K 270 26
                                    

სიყვარულზე ბევრი რამ დაწერილა და თქმულა და კიდეიტყვიან კიდევ...
ზოგი ამბობს,სიყვარული ისეთიგრძნობაა,რომლის გადმოცემასიტყვებითარ შეიძლება და უნდა იგრძნოო ... მართალია,
სიყვარული ნამდვილად ადამიანის გრძნობების შინაგანი გამოხატულებაა, თუმცა ამ გრძნობებზე შეძლების და გვარად საუბარი და გადმოცემა მაინც შესაძლებელია...

ყველა ადამიანს, განსაკუთრებით თინეიჯერობის ასაკში, სიყვარულის გრძნობისგანცდის უსაზღვრო სურვილი და მოთხოვნილება აქვს... ყველასჰყავს წარმოდგენილი თავისი პრინცი თუ პრინცესა როგორი უნდა იყოს.პირველ რიგში ვიზუალ მხარეს წარმოიდგენენ, და ძირითადად სულსა და შინაგან სამყაროზე ცოტას ფიქრობენ,ან ფიქრობენ და ძალიან ხშირად როდესაც ადამიანი ვიზუალურად მოეწონებათ, ბრმავდებიან და აღარც სურთს და ვეღარც მის ხასიათის ხედავენ.
ბევრჯერ მომწონებია ვიზუალის გამო ადამიანი (მაგრამ არასდროს შემყვარებია) და შემდეგ მიკითხავს ჩემი თავისთვის "ეს როგორ მომწონდა?"
მე ჯერ სიყვარულს მხოლოდ მამაჩემის, დედაჩემის, ჩემი პატარა დის და ძმის მიმართ განვიცდი!უი ხო სულ დამავიწყდა რა თქმა უნდა მეგობრის მიმართაც

მე ლიზა მქვია! შეიძლება ლიზიც,ლიზიკოც, ლიზუკაც ლიზარაზუც და ლიზიკუნა თუ კიდევ გამახსენდა რაიმე მამაჩემის დაძახებული სახელი აუცილებლად შეგატყობინებთ (ძალიან ჭკუა მხიარული მამა მყავს)
ახლა უკვე დიდი გოგო ვარ! უნივერსიტეტში ჩავაბარე და სკოლა წარმატებით დავამთავრე.
ძალიან მიხარია სკოლის დამთავრება რადგან ჩემი საშინელი კლასელების სახეებს ვეღარ დავინახავ.
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი წლები სკოლაში გავატარე, მართალია ამას არასდროს ვიმჩნევდი მაგრამ რაც მართალია მართალია!
ადამიანები რომლებიც ყველაზე დიდ ზიზღს იწვევდნენ ჩემში ჩემი კლასელები იყვნენ!
პატარაობიდანვე არავინ მემეგობრებოდა ყველა მრიყავდა და საშინლად მექცეოდა მაგრამ მე ფარ ხმალი არასდროს დამიყრია და ჩემი უტვინო კლასელებისთვის თავი არასოდეს ჩამიღუნავს,დაჩაგვრაზე ხო სიტყვა ზედმეტია.
ზოგჯერ აცრემლებული მივსულვარ სახლში და მიკითხავს დედაჩემისთვის:რამე მჭირს? მახინჯი ვარ?ან ცუდი სუნი ამდის?რატომ არავინ მემეგობრება?
ზოგჯერ ჩემში დამიწყია პრობლემის მოძებნა მაგრამ თურმე პრობლემა ჩემში კი არა მათში ყოფილა.
ალბათ დაახლოებით მე-5 კლასში მეგობრები შევიძინე. ხალხთან კარგი ურთიერთობა დავიწყე და უფრო კომუნიკაბელური გავხდი.
ზოგი რისთვის მემეგობრებოდა ზოგი რისთვისა! (უბრალოდ მეცინება) ზოგიერთი მხოლოდ იმიტომ მელაპარაკებოდა რომ ძალიან პოპულარობით გამორჩეული დეიდაშვილები მყავდა ზოგჯერ მათზე მეკითხებოდნენ და მერე მე თუ გავახსენდებოდი ალბათ მომიკითხავდნენ(ამაზრზენები)
ერთი გოგო ისეთი ყალბი იყო!გამოექანებოდა ჩამეხუტებოდა
და მერე მთელი დღე როგორც უცნობს ისე მიყურებდა!მის სიყალბეს მოახლოების წამიდანვე ვგრძნობდი!
მაგრამ ახლა სანერვიულო აღარ მაქვს რადგან სკოლა ფრიადებზე დავამთავრე და უნივერსიტეტშიც 100% გრანტი ავიღე!(ყოჩაღი ვარ რა)
მშობლებიც გავახარე და დედაჩემის იმედების ავასრულე! რადგან ის ყოველთვის და ყველაფერში მეხმარებოდა შესაძლებლობების მიუხედავად.
მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა რომ ახლა კორეაში წასვლას ვაპირებ.
19 წლის გოგო მარტო მივდივარ კორეაში!ჩემი ოცნება ხდება,არ მეგონა ეს თუ მოხდებოდა მაგრამ თურმე თუ ოცნებას მიზნად დაისახავ ყველაფერი აგიხდება...
__________________________😊😊
მოკლედ ახალი ვარ! პირველად ვწერ და ვცდილობ შეცდომები არ დავუშვათ მაგრამ აუცილებლად რაღაც შემეშლებოდა!
მოკლედ ძალიან მიხარია რომ გადავწყვიტე ამის დაწერა!თავი რამდენჯერმე შევაყოვნე მაგრამ გადავწყვიტე მეცადა!
ერთი vote ვიცი აქ მეტი არაფერი თუ კიდე რამეა გააკეთეთ!
나는 너를 사랑해.💜💛💚💝

სიყვარული არის..!( Complete✓)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz