- აღიარე, რომ კიმ თეჰიონი ხარ. -
ვიგრძენი სახეში, როგორ ძლიერად მომხვდა. თვალებში დამიბნელდა და თავი ქვემოთ ჩავწიე. ცხვირიდან წამოსული სისხლი ჩემს სახეზე გზას იკვალავდა.
- არვიცი ვისზე ლაპარაკობთ. -ვპასუხობ ენის ბორძიკით.
- ვერ გაგვასულელებ ვიცით, რომ შენ ხარ. - მომიახლოვდა ერთ-ერთი და სისხლიანი ხელი ჰუდზე შემახოცა.
- აშკარად ვიღაცაში გეშლებით.
- მტკიცებულებები საპირისპიროს გვეუბნებიან.
- მერწმუნეთ მე ის არ ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ. -სიტყვებს თავს ძლივს ვუყრიდი იმდენად მტკიოდა ყველაფერი.
ნაცრისფერ ოთახში ვიჯექი ოთხკედელშუა მდგარ მაგიდასთან, ხელბორკილებით. თავზე ხელებს ვიჭერდი, რომ ტკივილი შემეჩერებინა. ორი მაღალი, ძვირადღირებულ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი ოთახში ჩემთან ერთად იყო. ერთ-ერთი მათგანი ჩემს წინ იჯდა და ფოლდერს ფურცლავდა. მეორე ხელებგადაჯვარედინებული იდგა და თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა. დიდი შუშის უკან მდგარი აგენტები მეორე მხრიდან მისმენდნენ და მაკვირდებოდნენ. ასეთ სიტუაციაში პირველად ვარ, მაგრამ ვიცი თავი როგორ დავიძვრინო.
სწორად ფიქრობთ, მე კიმ თეჰიონი ვარ. ცნობილი, როგორც V. მე ძებნილი ვარ, მსოფლიო მასშტაბით. ინტერპოლი, CIA, FBI ყველა მე მეძებს. მათთვის გემრიელი ლუკმა ვარ, გეტყოდით ყველგან ჩემი ფოტოებიათქო, მაგრამ მოგატყუებთ. აზრზეც არ არიან რა მქვია, რა ფერის თმა მაქვს, რამდენი წლის ვარ. სხვა დანარჩენზე ხო ზედმეტია საუბარი. ეს ფაქტი თავს ამაყად მაგრძნობინებს, მაგრამ ვიცი ეგ ბედნიერი დღეც დადგება, როდესაც ნაცრისფერ ოთახში ხელებშეკრული ვიჯდები, სამართალდამცავების პირდაპირ.
ახლა კი, ვეცდები ვრცლად მოგიყვეთ ჩემს შესახებ.
თეჰიონი 19 წლის. დავიბადე კანადაში, მშობლები ადრეულ ასაკში დავკარგე, ამიტომ ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი. ყოველთვის მაინტერესებდა ბნელი კომპიუტერული ქსელები. ბავშვთა სახლში რესურსები არ მქონდა, რომ ბევრი რამ მესწავლა, მხოლოდ ხალხის ანგარიშებს ვტეხდი, IP მისამართს ვცვლიდი და ათიოდე დოლარს ვიპარავდი. ეს ყველაფერი 13 წლის ასაკში. შემდეგ მოპარული ფულით ახალი ლეპტოპი შევიძინე და ჩემი შესაძლებლობებიც გავაუმჯობესე. ბანკის ანგარიშებიდან გავლენიანი ხალხის ფინანსებამდე (პოლიტიკოსების, ბანკირების, ბიზნესმენების და ა.შ) გზა ადვილი არ იყო. ყოველთვის სიფრთხილეს ვიჩენდი. როცა სრულწლოვანი გავხდი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე დავიწყე გადასვლა, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ნათქვამია. ერთ ადგილზე 3თვეზე მეტ ხანს არ ვჩერდებოდი. ბოლოს ჰონგ-კონგიდან სეულში გადავედი.
იქ მოხდა ყველაფერი...
