1. დასაწყისი

197 22 6
                                        

გათენდა.
თბილმა სიომ მიძინებული კედლები გამოაფხიზლა თითქოს მათ კიდევ ერთი მოახლოვებული მტანჯველი დღის დადგომა ამცნო. ზარმაცად მაგრამ სხარტად გაახილა თვალი ჯონინმა იქაურობას თვალი მოავლო ნაზად ჩაიღიმა და წამოდგა. უნდოდა კიდევ დიდხანს ყოფილიყო საწოლში, კიდევ დიდხანს ეფიქრა მის ცხოვრებაზე მაგრამ მას ამისთვის დრო არ ჰქონდა, ის სკოლაში უნდა წასულიყო. კორეის პრესტიჟული სკოლის მოსწავლე კიმ ჯონინი. ალბათ იღბალის ბრალია ღარიბი ოჯახის წევრი, ასეთ პრესტიჟულ სკოლაში, რომ მოხვდა. ერთის მხრივ კარგია მაგრამ ჯონინის თვალსაზრისით ეს სკოლა შეწამლულ ვაშლს ჰგავს. აი ისეთ ვაშლს გარედან თვალისმომჭრელად, რომ გამოიყურება მაგრამ როგორც კი მის გემოს იგემებ ხვდები, რომ ტიპური გამოუსადეგარი ნაგავია, რომელიც მხოლოდ ქიმიკატების შედეგად ბრწყინავს. ალბათ ჯონინისთვის ამ სკოლაში სიარული ტანჯვაა, არა იმიტომ რომ ის შეწამლულ ვაშლს ჰგავს, არამედ აუარებელი ტკივილის მომტანია ეს მისთვის,რადგან ამ სკოლაში ფულიანი მამის შვილები სწავლობენ, მათ ყველაფერი აქვთ რასაც მოისურვებენ, და თუ ამას ფულით ვერ მიიღებენ ძალადობაზე გადადიან. სასაცილოა არა? რატომ დადის იმ სკოლაში თუ მას გამუდმებით ამცირებენ? ხშირად მასზე ხელიც კი აუწევიათ. ალბათ ამის მიზეზი ისევ და ისევ დედამისია. რომელიც ბედნიერია იმით რომ მისი შვილი ასეთ პრესტიჟულ სკოლაში მოხდა, მაგრამ მან არაფერი იცის სკოლის შიგნით რა ხდება, არც ის იცის მის შვილს რამდენის მოთმენა უწევს მხოლოდ მისი გულის გასახარებლად. მგონი, იმაზე მეტო ვთქვი ვიდრე უნდა მეთქვა. ახლა კი მე დაგტოვებთ და გზას თვითონ ჯონინს დავუთმობ.

                                * * *
 გათენდა. თბილი სიო ჩემს  სხეულს დაეუფლა თითქოს მაგრძნობინა რომ გათენდა და ადგომის დრო იყო. ზანტად წამოვდექი და ოთახი მოვათვალიერე არაფერი შეცვლილა. ან რა უნდა შეცვლილიყო?! ფიქრს მოვრჩი ფეხზე წამოვდექი და აბაზანაში შევედი. სარკეში ვიყურები, ვგრძნობ ცივი და თბილი ჰაერის ნაზავს რომელიც ჩემს სხეულს ნაზად ეხება, ონკანს ვუშვებ და ხელ პირს ვიბან მალევე ვიცმევ და სულ რაღაც 20 წუთში სკოლის წინ ვიდექი. ვიდექი, და მოველოდი მომავალ დამცირებას რომლის შესაჩერებლად არაფერი შემეძლო. სეჰუნი, რომ შესაძლოა არც აქამდე მეცხოვრა და სუიციდი მეცადა. დიახ, სეჰუნი ჩემი ერთადერთი მეგობარი. სიმართლე, რომ ვთქვა არც კი ვიცი რატომ მოუნდა ჩემთან მეგობრობა. ის მაღალი ფენის წარმომადგენელია, სიმპატიური, არასდროს მეგონა, რომ ჩემსა და მას შორის რაიმე ურთიერთობა იქნებოდა. სულ ცოტა ხანში სეჰუნი  ჩემს გვერდით იდგა.
-აბა თავს როგორ გრძნობ? -ინტერესით მკითხა სეჰუნმა და ნაზად გაიღიმა
-ნორმალურად, შენ? -გავუღიმე და სკოლს ეზოში შევედი.
- ნორმალურად. - ჩაახველა და განაგრძო - დღეს რა გეგმები გაქვს?
- ჰმმ, სიმართლე რო ვთქვა არ დავფიქრებულვარ -გავიცინე და სიარული განვაგრძე.
- მაშინ იქნებ საღამოს კლუბში წავსულიყავით -ბოხი ხმთ მკითხა და თმები გვერდზე გადაიყარა
- სეჰუნნ... იცი -ლაპარაკი გამაწვეტინა სეჰუნმა
- მე გადავიხდი ყველაფერს დამშვიდდი. -თქვა და მხარზე ხელი დამადო.
-არაა საჭირო, ისედაც ბევრჯერ შეგაწუხე -გავწითლდი, და  ვცადე ეს სეჰუნს არ შეემჩნია მაგრამ როგორც ჩანს ეს მაინც შეამჩნია.
-რას ნიშნავს 'ბევრჯერ შეგაწუხე' ჯონინ, მე შენზე ზრუნვით არ ვწუხდები -გაიცინა და ჩამეხუტა. ეს ჩახუტება იმდენად მოულოდნელი იყო ძვლივს მოვახერხე გაოცების დამალვა ხელი ნაზად მოვხვიე და გავიღიმე.
- მეორედ ასეთი რამ აღარ თქვა -გაიცინა და მომშორდა. ზარი დაირეკა. ყველა კლასისკენ მირბოდა მე კი ნელი ნაბიჯებით მივდიოდი. გზაში 'სატანსუ'ს მეგობრები და თვითონ 'სატანსუ' შემეჩეხა. 'სატანსუ'ს ტყუილად არ ეძახიან, ის ცნობილია როგორც სკოლის მთავარი დამნაშავე. სკოლაში თუ რამე ცუდი ხდება ყოველთვის ამ ხუთეულს უკავშირდება.

-გაკვეთილზე რატომ არ ხარ? - ბოხმა ხმამ ფიქრებიდან გამომიყვანა. პასუხი არ გამიცია და ჩემი გზა განვაგრძე, როდესაც მაღალი სხეული ჩემსკენ წამოვიდა, მღელვარება დავმალე და გზა განვაგრძე. მომიახლოვდა და მხარში წამავლო ხელი შემდეგ კი ბოხი ხმით განაგრძო - გაკვეთილზე რატომ არ ხართქო -უკვე ტონის აწევით დაიწყო ლაპარაკი
- არ ვაპირებ გიპასუხო, ახლა კი გაოწიე კლასში მაგვიანდება -ვთქვი ჩანიოლმა კი ხელი ასწია უნდა დაერტყა მაგრამ შედარებით დაბალმა შავგრემანმა შეაჩერა. შემომხედა და ახლა უკვე ის მოიწევდა ჩემსკენ რაც უფრო ახლოს მოდიოდა მეც უკან მივდიოდი სანამ საბოლოოდ კედელს არ მივეჯახე. ის გაჩერებას არ აპირებდა სულ უფრო ახლოს და ახლოს მოიწევდა იმდენად ახლოს იყო მის გულის ცემასაც ვგრძნობდი, ავფოროაქდი ჩემმა გულმა  უფრო სწრაფად დაიწყო ცემა სუნთქვა მეკვროდა. მას საუბარი რომ არ დაეწყო ალბათ მოვკვდებოდი. - დროზე დაბრუნდი შენს საკლასო ოთახში და გიხაროდეს რომ გადარჩი მეორედ მოწყალებას აღარ მიიღებ ლაწირაკო -თქვა და უკან დაიწია ვიგრძენი შვება და მივხვდი რომ ჩემი წასვლის დრო იყო. კედელს მოვშორდი და აჩქარებული ნაბიჯებით დავტოვე იქაურობა.

HISTORYHistorias para obsesionarse. Descúbrelo ahora