დასაწყისისთვის გთხოვთ, კარგად გაიაზროთ, რომ ახლა 2017 წელია და ივნისის ცხელი დღეები, სუნთქვის საშუალებას არ გაძლევთ. იმასაც გეტყვით, რომ ახლახანს 26 წლის გავხდი და მეც თითქოს უფრო გავიზარდე, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, რადგან თქვენთვის უფრო საინტერესო ამბავი მაქვს მოსათხრობი.
რამდენიმე დღის წინ, მე როგორც ისტორიკოსმა და გულმხურვალე მკვლევარმა გადავწყვიტე, ძველი ბიბლიოთეკის თითოეული მივიწყებული კუთხე შემესწავლა და რამოდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, რომელიც მინდა გითხრათ, რომ საოცრად დამღლელი იყო (თან დავისვარე კიდევაც), ერთი ბლოკნოტის პოვნით დასრულდა. ხელში ავიღე, ძალიან კარგად შევათვალიერე და გავწმინდე კიდეც.
ჩემი მონაპოვარი დღიური აღმოჩნდა, რომელიც 1964 წლით თარიღდებოდა. არეულმა ნაწერმა, მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება, გარკვეულ ადგილებში კი ფურცელი ამოხეულიც კი დამხვდა. რა თქმა უნდა ვიფიქრე, რომ ეს დღიური არავის არაფერში ჭირდებოდა, ამიტომ ხელი თამამად მოვკიდე და სახლში წამოვიღე (მართალია ბიბლიოთეკარი გავაფრთხილე, თუმცა დიდი ინტერესი არ გამოუჩენია). ახლა კი თქვენთან ერთად გადავშლი და წავიკითხავ ამ ნაწერს. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ შეიძლება არც არაფერი ეწეროს ისეთი, რაც ჩვენს ყურადღებას მიიპყრობს, მაგრამ მარტოც ნუ დამტოვებთ...
16:48
KAMU SEDANG MEMBACA
BRIARCLIFF 1964
Horor"- ღმერთო, გთხოვ დამეხმარე. - ღმერთს არასწორ ადგილას ეძებ... ის აქ არ არის."
