ბარიდან გამოსული ქაი ნელა მიაბიჯებდა ღამის სიჩუმეში. წვიმისგან დასველებულ ქვაფენილზე ლამპიონების შუქი ირეკლებოდა.
ბიჭი ნელა მოაბიჯებდა და არემარეს თვალს ავლებდა, გარშემო არავინ იყო, მხოლოდ მთვარე დაჰყურებდა ზემოდან, მედგრად და ამაყად. კაშკაშა მთვარის შუქზე მიმავალი ათას რამეს გაივლებდა გულში. ხან წარსულზე ჩაფიქრდებდა, ხან მის ახლანდელ ცხოვრებაზე, დრო და დრო მის დაზე ფიქრიც გაიტაცებდა ხოლმე და თვალებში ენით აღუწერელი სევდა ესახებოდა. "რა უცნაურია ცხოვრებაო" გაიფიქრა ქაიმ " ადამიანებს ტკივილი ეჯავრებათ ყველაზე მეტად, იმას კი ვერ ხვდებიან რომ სწორედ ამ ტკივილით საზრდოობენ, განა შეუძლია ადამიანს მთელი ცხოვრება მხოლოდ ბედნერებაში გაატაროს? ნუთუ არ მობეზრდება სამუდამო ბედნიერება და ლხინი?!
რამდენიც არ უნდა ვიძახოთ ადამიანებმა რომ გვძაგს ტკივილი, ფაქტი ფაქტად დარჩება, ჩვენ მის გარეშე სიცოცხლე მოგვბეზრდება. ხანდახან ესეც ხომ საჭიროა არა?! ასეთია ადამიანის ბუნება. " გაყინული ხელები დაიორთქლა და გზა განაგრძო.
ალბათ გააგრძელებდა კიდეც გონებაში ამაზე მსჯელობას რომ არა სილუეტი რომელიც მან ბნელში შენიშნა.
ჩრდილი მისი მიმართულებით მოდიოდა. გააკვირვა ასე გვიან, სეულის ბნელ ქუჩაში გოგონას ხილვამ.
სანამ გოგონა ჩაუვლიდა ქაიმ ნაბიჯი მარცხნივ გადადგა და გოგოს წინ გადაეღობა. უცნობს წარბიც არ შეუხრია, ქაისთვის სახეშიც კი არ შეუხედავს. მისი თაფლისფერი თვალები, შორს ბნელში იყურებოდა, თითქოს აქ არც კი ყოფილიყო. შეწითლებული სქელი ბაგეები ოდნავ უთრთოდა, წამით შეიძლება გეფიქრა რაღაცას ჩურჩულებსო...
რამდენიმე წამიანი სიჩუმე ბიჭის ხავერდივით ხმამ დაარღვია.
- სად მიდიხარ ? - გოგონას მიშტერებულმა მხოლოდ ახლაღა შენიშნა როგორი გაფითრებული იყო ის. პასუხის მოლოდინში ვარიანტებს ადგენდა, თუ რა შეიძლება გადახდენოდა ამ უცნობს თავს ასე "გაველურებით" რომ აცეცებდა თვალებს უსასრულობაში.
YOU ARE READING
..............
Romanceადამიანებს ჰგონიათ რომ ტკივილი ანადგურებთ, იმას კი ვერ ხვდებიან რომ რეალურად სწორედ ამ ტკივილით საზრდოობენ
