თავი 12

328 29 1
                                    

  გზაში ნერვიულად ტუჩის შიგნითა კუთხეს იჭამდა ხატია.ეშინოდა იმ ვარიანტის,რომელიც მილიონჯერ წარმოიდგინა თავში. მისი ნერვიულობა არც ერთს არ გამოპარვია. მანქანა სახლთან მისრიალდა და ნერვიულობამაც იმატა.მამა და ძმა პირველები გადავიდნენ.ხატია გადასვლას აჭიანურებდა. ჩანმა მის ხელს ხელი ჩაჭიდა და მომღიმარი სახით შეხედა.
-ნუ გეშინია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოვეწონო-ხელებში მოქცეული ხელი ტუჩებთან მიიტანა და ეამბორა. -ან კი როგორ შეიძლება არ მოვეწონო-გოგონას გასამხიარულებლად თქვა და წარბები შეათამაშა.ხატიამაც ტუჩის კუთხის ჭამას თავი დაანება, მანაც გაუღიმა და გადასასვლელად მოემზადა.
სახლის კარებთან ნერვიულობამ თავი ისევ იჩინა.კარები შეაღო და მის იქეთ მომღიმარი თვალცრემლიანი დედა შემოეგება.
-დე...-ღიმილიანი და ცრემლიანი თვალებით გაიქცა მისკენ.ქალმა ხელები გაშალა და შვილი გულში ჩაიკრა.ამ სცენას ყველა ღიმილით შეჰყურებდა.
-ჩემი პატარა გოგონა-ქალი თმებზე ხელს უსვამდა და გულში იხუტებდა.
-დე...ეს მისი მეგობარია,რომელზეც ვილაპარაკეთ-ლაშამ ჩანიოლზე მიუთითა, რომელიც მორცხვად მომღიმარი შეყურებდა ამ თბილ შეხვედრის სცენას.ქალმა შვილი მკერდიდან მოიცილა.ხელებით ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები შეიმშრალა.ჩანი მიხვდა,რომ მასზე საუბრობდნენ. სწრაფად მოიხარა და დაზეპირებული სიტყვები გაიმეორა,რომელიც ასე გულმოდგინეთ შეისწავლა.
-გამარჯობა დედა.მე ჩანიოლი ვარ.-თავი დახარა ქალის წინაშე.ქალს ტუჩის კუთხეში ოდნავ შეუმჩნევლად ჩაეღიმა და ბიჭს ხელი გაუწოდა.ჩანმა მორცხვი ღიმილი აიკრა და ხელი ჩამოართვა. გოგონა დედის ასეთ ქცევას ეჭვის თვალით უყურებდა. თვალებს ვერ უჯერებდა ნუთუ დედამისმა ასე თბილად მიიღო.
-ნამგზავრებს მოგშივდებოდათ.სუფრა გაშლილია.აქეთ წამოდით-ქალმა ხელი სასადილო ოთახისკენ გაიშვირა.ხატია ძმას გაოცებული უყურებდა, ლაშამ კი ორივეს მომღიმარი სახით ანიშნა სუფრისკენ წასულიყვნენ.
-ჩვენთან ასეთი წესია სტუმარს მოსვლისთანავე სუფრას ვუშლით.-ღიმილით უხსნიდა ჩანს.სუფრას როგორც ყოველთვის თავში მამა დაუჯდა.ჩანს კაცის მაცრი სახე აშინებდა,ახლა მიხვდა ვის გავდა გაბრაზებული ხატია და ამ ფიქრზე ჩაეღიმა. დედა ისეთივე ლამაზი იყო როგორც წარმოედგინა. ქალის მიმართ სითბო ჩაეღვარა სხეულში. ძმა კი მართალია მასთან შედარებით პატარა იყო,თუმცა როგორც ნამდვილი კაცი ისე იქცეოდა.ჩანს მისი დისდამი დამოკიდებულება და თვითონ ლაშა ძალიან მოეწონა. საერთო ენაც ადვილად გამონახეს. ისეთი ადამიანი, როგორებიც ეს ორი იყო ძნელი წარმოსადგენი იყო საერთო ენა არ გამოენახათ.ვახშმობამ იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე ვინმე მოელოდა.დიასახლისი ცდილობდა სტუმრისთვის ყველაფერი შეეთავაზებინა,ისიც მორჩილად მიყვებოდა დედის სიტყვებს.
-***
ვახშამი ახალი დამთავრებული ქონდათ.სახლში ხატიას დაბრუნებით გახარებული და და სიძე შემოვიდნენ.ორივე გულში იხუტებდა მონატრებულ გოგონას.ხატიამ მზერა დის გამობერილ მუცელზე გადაიტანა და ფერება დაუწყო.
-ჩემი პატარა.დეიდას ცხოვრება როდის დაიბადება რომ გააბრაზოს დეიდა ხოლმე-ოთახში ყველას სახეზე ღიმილი დათამაშებდა გოგონას მოფერებაზე.დამ მზერა ჩანიოლზე გადაიტანა,რომელიც მისასალმებლად სავარძლიდან წამომდგარიყო.
-დაი -გადაულაპარაკა დას ისე ბიჭისთვის თვალი არ მოუშორებია -ეს ბიჭი შენ რომ გიყვარდა იმას გავს.-თან გულმოდგინედ ათვალიერებდა ჩანს.
-კი არ გავს ისაა-სიცილით უთხრა ლაშამ.
-ე.ი მაინც აზიელი ქვისლი მეყოლება-სიძემ ხელი გაკრა და მომღიმარმა წარბი შეათამაშა.შემდეგ ბიჭს ხელი ჩამოართვა. ფიქრიაც არ ჩამორჩა ქმარს.ხატია თითოეულ მათ სიტყვას უთარგმნიდა,ზოგს ისედაც ხვდებოდა ჩანი.
-****
დამღლელი მგზავრობის და ყველას გაცნობის შემდეგ ჩანს თავისი ოთახი უჩვენეს ლაშასთან ერთად.ოდნავ გულის წყვეტა იგრძნო.არ უნდოდა გოგონა ერთი წუთითაც კი მოეშორებინა გვერდიდან, თუმცა რადგან ასე გადაწყვიტეს მორჩილად უკვე დამეგობრებულ ლაშას გაყვა და თავისი საწოლი და ოთახი უჩვენა.
ხატია სამზარეულოში მოფუსფუსე დედასთან შევიდა. ქალს უკნიდან მიეპარა ხელები წელზე შემოხვია და კისერში აკოცა.
-მადლობა დე..-ნიკაპი მხარზე დაადო. ქალმა საქმე შეწყვიტა და შვილს შეხედა.
-მე აზრი ჯერ ისევ არ შემიცვლია-შეჰყურებდა შვილს თვალებში.
-ჯერ..-სცადა მხიარულება შეენარჩუნებინა გოგონას. -ვიმედოვნებ,რომ შეიცვლი.დეე შეეცადე გაიცნო და მიხვდე რამდენად კარგია. -გოგონას თვალებში დიდი თხოვნა იკითხებოდა.
-ხომ იცი როგორი დამოკიდებულება მაქვს უცხოელ სიძეზე.მე შვილი დასაკარგად არ გამიჩენია.ახლავე გეტყვი მომწონს პიროვნულად,მაგრამ არა სასიძოდ.-ისევ შეტრიალდა ქალი საქმის გასაგრძელებლად.უკან კი ხატია ცდილობდა ცრემლების შეკავებას.
-შენ არც მე მოგწონდი სიძედ -სამზარეულოში მხიარულად ირაკლი და ფიქრია შემოვიდნენ.-მაგრამ ახლა საკუთარ შვილზე მეტად მე გიყვარვარ-შეიფერა ბიჭმა და მეუღლეს ენა გამოუყო.
-აბა კი -ენის გამოყოფით დაუბრუნა პასუხი ქმარს და მოზრდილი პიცის ნაჭერი მოკბიჩა.პაწია კი ცელქად მოძრაობდა მუცელში.სამზარეულოში ჩამოწოლილი დაძაბულობა უცებ გაანეიტრალეს.
-***
ჩანიოლი საწოლზე წამოწოლიყო,ხელები თავ ქვეშ ამოედო და ჭერს ჩაფიქრებული მიშტერებოდა,თან შიგადაშიგ ეცინებოდა.
-ლაშა-გადმობრუნდა ძმის მხარეს.
-რამე გჭირდება?-მზრუნველად კითხა ბიჭმა.
-ხატია,რომელ ოთახშია?-შეპარვით კითხა ბიჭს.
-ჩვენს გვერდით -ღიმილი მოეფინა სახეზე ლაშას.ხვდებოდა რამდენად უყვარდა მისი და,და არ სურდა მის გარეშე ცოტახნით ყოფნაც კი.ჩანი ფეხზე წამოდგა მხიარულად.
-ახლავე მოვალ-კარები გამოაღო და მარცხნივ გოგონას ოთახისკენ შებრუნდა. ფრთხილად მიაკაკუნა კარზე ისიც სწრაფადვე გაიღო.
-არ გძინავს?-ღიმილით შეჰყურებდა ჩანიოლს.
-არ მეძინებოდა. რაღაც დამავიწყდა და ვერ მოვისვენე.
-რა დაგავიწყდა? რამე გჭირდება?
-კი შენ-უღიმოდა გოგონას.-მაგრამ რადგან მშობლებმა ასე ისურვეს მხოლოდ ღამე მშვიდობისას გისურვებ -ხელებში მისი თავი მოიქცია და შუბლზე მთელი გრძნობით აკოცა. სურნელი ღრმად შეისუნთქა.-ახლა კარგად დამეძინება-ბიჭმა ხელები გაშალა,ოთახისკენ შებრუნდა და შევიდა.
-გიჟი-სიცილით ჩაილაპარაკა და ისიც ოთახში შებრუნდა.
კუთხეს დედა მოფარებოდა და ამ ორს შეჰყურებდა. სახეზე ბიჭის თბილმა ქცევებმა თბილი ღიმილი გამოესახა. ორივე ოთახებში, რომ შეიკარგნენ მიხვდა რამდენად ბედნიერი იყო როცა ასეთი თბილი იყო ხატიას მიმართ ბიჭი.
-ყველაფერი კარგად იქნებოდა უცხოელი, რომ არ იყო-თქვა,მერე უცებ სახიდან ღიმილი გადაიყარა და ისიც შებრუნდა თავის ოთახში.
-****
ხატიას ჩამოსვლით ყველა გახაებული იყო.ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდებოდნენ ნაცნობები. ყველას აინტერესებდა როგორი იყო მის საოცნებო ქალაქში ცხოვრება. რამდენიმე ნაცნობის ნახვის შემდეგ გზას სახლისკენ გაუდგა.
-აღარ გამოვალ მაღაზიაში-ჩაიბიზღუნა შეკითხვებით შეწუხებულმა.
-ხატია -მოესმა მის ზურგს უკან არასასურველი ხმა.ხმის გაგებისას შეწუხებული სახე გაისწორა და ოდნავი ღიმილით შებრუნდა.
-ლევან-ძალით უღიმოდა ბიჭს.
-მიხარია, რომ ჩამოხვედი და გნახე-გოგონას დანახვაზე თვალები უბრწყინავდა ბიჭს."რა ცუდია,რომ მაგას მე ვერ ვიტყვი" გაიფიქრა გოგონამ.
-ლევან მეჩქარება. მეც გამიხარდა -მაინც იცრუა და შებრუნება უნდოდა,რომ ხელზე შეხება იგრძნო.
-ისევ გამირბიხარ. ვფიქრობდი წახვიდოდი ნახავდი,რომ მიუწვდომლი იყო შენთვის დაბრუნდებოდი და საბოლოოდ ჩემი გახდებოდი.-ხელს უფრო და უფრო უჭერდა ბიჭი.
-ლევან გამიშვი მტკივა.-კბილებში გამოცრა გოგონამ.
-რატომ ხარ ჩაციკლული მიუწვდომეზე-მბრწყინავე თვალები სიბრაზით აევსო.
-შენ თვითონ რატომ ხარ.რა ვერ გაიგე სხვა მიყვარს და რაც არ უნდა მიუწვდომელი იყოს ასე იქნება-ბრაზობდა გოგონა და თან მისი ხელებიდან თავის დახსნას ცდილობდა.
-გაუშვი!თორემ მოგამტვრევ-ლევანის ხელს ჩააფრინდა ვიღაც.გოგონამ ხელის პატრონს ახედა.ასეთი გაბრაზებული და თვალებში ცეცხლ წაკიდებული ჩანიოლი პირველად ნახა.
-ეს ვინაა და ვაფშე რა უნდა-არც ლევანი ცხრებოდა.
-ისაა ვისაც მიუწვდომელს ეძახი და გეუნება თუ ჩემს დას ხელს არ გაუშვებ ხელებს მოგამტვრევს.-წარბი წარბში გაუყარა ლაშამ.-არც მე დაგაკლებ-ორივე დაბნეულ ლევანს შეჰყურებდა მკვლელი მზერით. ხატიას მზერა კი ხან ერთზე იყო მიმართული, ხან მეორეზე და ხან მესამეზე.  

გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება.(სრულად)Where stories live. Discover now