🧸

22 5 1
                                        

17.12.2024

ჩემი დაბადების დღის დილა იყო. ის დილა, რომელიც ყოველთვის პატარა სიხარულის მარცვლით იწყებოდა – იმედით, რომ დღე განსაკუთრებული იქნებოდა. მაგრამ ამჯერად, როცა თვალები გავახილე, წამით შევავლე თვალი ტელეფონის ეკრანს და თითქოს ჰაერი
მთლიანად გაქრა.

ყველა ფოტო, ყველა სიტყვა, ყველა პოსტი – ლიამის სახე ყველგან იყო. „გარდაიცვალა" – ერთი სიტყვა, რომელიც ეკრანიდან ჩემს გულში ჩასრიალდა, როგორც ცივი ლითონის დანა. ჯერ ვერ მივხვდი, ვერ აღვიქვი – ეს ხუმრობაა? შეცდომა?

გულისცემა იმდენად სწრაფი გახდა, თითქოს ჩემი სხეული განგაშის ზარს აწკრიალებდა. ჰაერი აღარ მყოფნიდა. თითქოს რაღაც უხილავი ხელები მეხვეოდა ყელში და ჟანგბადის მიღებას მიშლიდა. ვცდილობდი ღრმად ამოსუნთქვას, მაგრამ ჰაერი არ შედიოდა. მინდოდა, წავსულიყავი, გავქცეულიყავი – მაგრამ სად? საკუთარ სხეულში ვიყავი ჩაკეტილი, და ამ სხეულში ყველაფერი აფეთქებას ჰგავდა.

თავბრუ დამეხვა. ოთახი პატარა, ჩაკეტილი სივრცედ იქცა, სადაც ვეღარ ვსუნთქავდი. ჰაერი გაქრა. ფილტვებში სიცარიელე შემორჩა. ვგრძნობდი, როგორ იჭიმებოდა ყელი, თითქოს უხილავი ხელები უფრო და უფრო ძლიერ მიჭერდა.

„ვერ ვსუნთქავ!" ჩემ თავს ვეჩურჩულებოდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. სხეულმა ინსტიქტურად აირჩია სუნთქვის დავიწყება, და მე, თითქოს ვუყურებდი, როგორ ვიშლებოდი ნაწილებად. ხელები ამიკანკალდა. დამასხა ოფლმა – გამყინავმა.

ყრუდ მესმოდა ჩემი დის ხმა რომელიც დამშვიდებას მთხოვდა,თურმე ჩემი პანიკური ბგერები იმდენად მაღალი იყო,ღრმად ჩაძინებული ნუცა შიშით წამოვარდა.მისი შეუჩერებელი ძახილი რომ მესუნთქა,ჩემს თავში შორიდან ისმოდა.

ტირილი მინდა – მაგრამ ხმა არ ამომდის. ფილტვები ერთ წერტილად იქცა, ბურთად, რომელიც შეკუმშული იყო და არ იღებდა ჟანგბადს.

ვფიქრობდი, რომ მოვკვდებოდი. პანიკა იმდენად ძლიერად მაკავებდა, რომ წამით ისიც კი ვიგრძენი, რომ სუნთქვა აღარასდროს აღდგებოდა. „ასე დამთავრდა?" – გავიფიქრე.

დრო თითქოს გაჩერდა, მაგრამ ჩემს შიგნით დრო ასჯერ უფრო სწრაფად მიდიოდა. ვიჯექი იატაკზე, ხელებს ვუჭერდი თავს და მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა: „ლიამი აღარ არის".

არაფერი მახსოვს,როგორ შევძელი საბოლოოდ ჰაერი ჩემს ფილტვებში შემეშვა,ან როგორ შევძელი რომ გულს არ მივეცი გახეთქვის უფლება. მხოლოდ ის მახსოვს,რომ ვკვდებოდი და მინდოდა ვინმე დამხმარებოდა,ხელებს უაზროდ ვიწვდიდი,თითქოს მინდოდა რაღაცას ჩავჭიდებოდი, ჩემი პანიკური ხმა მე თვითონ მაშინებდა,თითქოს შიგნიდან ვიფლითებოდი.

ჩემი პანიკური აშლილობიდან ორი თვე გავიდა,ლიამი ორი თვის წინ გარდაიცვალა. ლიმა,ჩემი ანგელოზი...

He died...Stories to obsess over. Discover now