Hero X Hero hunter

54 3 0
                                    

                          *****

ქალაქის ყველაზე მაღალ შენობაზე ვიმყოფებოდი და ქუჩებს გავსცქეროდი. ვაკვირდებოდი, გამოჩნდებოდნენ თუ არა მონსტრები/კრიმინალები, რათა ისინი გამენეიტრალებინა, როგორც სხვა გმირებს...დიახ, როგორც სხვა გმირებს... მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. "S class hero, Green Lantern", ასე მომმართავენ; ალბათ იმიტომ, რომ მუდამ მწვანე გრძელ მოსასხამს ვატარებ, რომელიც ფარავს ჩემს სახესა და სხეულს, თითქოს ადამიანი კიარა, რაღაც კვამლი ვიყო. გმირად ყოფნა ყოველთვის მინდოდა, რათა სხვები დამეცვა... ეხლა გმირი ვარ, თანაც უმაღლესი რანკის, მაგრამ რაღაც მაკლია... რა არის ეს დანაკლისი?... არ ვიცი... ალბათ, მარტოობა... ყველასათვის მისტიურ, "Green Lantern"-ს ხალხი იცნობს როგორც ძლიერ მაგიკოსს, რომელიც ქმნის უსაზღვრო ილუზიებს და ერთი ერთზე ამარცხებს მოწინააღმდეგეს...
                         ***
უცაბედად, ერთ უცნაურ სილუეტს მოვკარი თვალი. ჩი მაგიის მეშვეობით, ტელეპორტაციით აღმოვჩნდი მის უკან... ის მაღალი, ვერცხლისფერთმიანი ადამიანი აღმოჩნდა, თუმცა მისგან ძლიერ აურას ვგრძნობდი. ის ის იყო, რომ ხმა უნდა ამომეღო, როცა იგი ელვის სისწრაფით თავს დამესხა. საბედნიეროდ, მისი შეტევა ავიცილე, მოგეხსენებათ მაგიკოსი ვარ, ამიტომ magic tricks  ჩემზე უკეთ არავის გაეგება.
-"როგორ ფიქრობ, რას აკეთებ?" ვკითხე და როცა შევხედე, უბრალოდ დავმუნჯდი... ჩემ წინ იდგა გაროუ, ცნობილი როგორც გმირებზე მონადირე. ვერ დაგიმალავთ და მისით ძლიერ მოვიხიბლე, თუმცა იგი ვერ შეამჩნევდა ჩემ შეწითლებულ ლოყებს, რადგან მოსასხამი ჩემს სხეულს მთლიანად ფარავდა.
-"მორიგი სუსტი გმირი. მშვენიერია, დავტკბები შენი გატეხვით"...
ჩემსკენ დაიძრა, თუმცა მე უბრალოდ გაშეშებული ვიდექი. რა თქმა უნდა, მინდოდა მისთვის წინააღმდეგობა გამეწია, მაგრამ ვერა... სხეული არ მემორჩილებოდა, სვეტივით ვიდექი. გაროუმ თვალით შემათვალიერა, მასაც კი უკვირდა, თუ რატომ ვიდექი გაშეშებული.
-"შენ რა, ისეთი იდიოტი ხარ, რომ ვერც კი ხვდები რა გააკეთო? შენ რა გმირი ხარ??"
მისი სიტყვები გონებაში ისე ვიგრძენი, როგორც დანა ზურგში...
-"მე...მე ..."
-"რა შენ? კატამ ენა წაგართვა?" თქვა სიცილით და ელვის სისწრაფით ზიანი მომაყენა მუცლის არეში. როცა მოვფხიზლდი, ძირს ვეგდე, სისხლს ვახველებდი, ის კი იდგა და დამცინოდა, თუ როგორი სუსტი ვიყავი. მე არც კი შემიტევია საპასუხოდ, მსწრაფველ შევქმენი პორტალი და გავუჩინარდი. გაროუ ადგილზე გაიყინა, რადგან არ ელოდა ჩემ ასეთ გაუჩინარებას. რამდენიმე წუთის შემდეგ, მან გადაწყვიტა მოვეძებნე და გაეგო თუ ვინ ან რა ვიყავი.
                         ***
იმ დღეს S კლასის გმირთა კრებაზე ვიყავი. ქალაქის ცენტრში გამგზავნეს მისიაზე. ისევ და ისევ მონსტრები... ტელეპორტაციით უმალვე ადგილზე გავჩნდი თუმცა... უკვე ვიღაცას გაენადგურებინა ისინი. ვიგრძენი, როგორ მომხვია ხელი ვიღაცამ უკნიდან და ჩამჩურჩულა:
-"შშშ, თვალები დახუჭე და ხმა არ ამოიღო..."
ხმა მეცნო, მაგრამ ვერ ვიაზრებდი თუ ვინ იყო. შემატრიალა სახით მისკენ. მოსასხამი გადაწია... თვალების კონტაქტი დავამყარეთ... ალბათ, თითქმის ერთი წუთი თვალებში მიყურებდა, შემდეგ კი სიტყვის უთქმელად მისი ტუჩები ჩემსას შეეხო. ხელები მომხვია და ასე, ვითომც არაფერი, შუა ქალაქში მკოცნიდა. ვეცადე, რომ მოვშორებოდი, მაგრამ ზედმეტად ძლიერ ვყავდი ჩაჭიდული მკლავებში...
-"რას აკეთებ??"...
-"შენ რა,ვერ ხვდები?"
-"მაგრამ მე არ-..." სიტყვა გამაწყვეტინა:
-"შშშ, მოეშვი..."
რამდენიმე წამი ასე ვიდექით, შემდეგ კი ტბის პირას წამიყვანა, სადაც არავინ არ იყო. ჩამოვსხედით. გამომიტყდა, რომ პირველივე ნახვისას რაღაც განსხვავებული იგრძნო ჩემს მიმართ... მინიმუმ 2 საათი ვსაუბრობდით...მთელი ეს დრო მას ჩემი ხელი ეჭირა , შემდეგ, ვითომ პატარა თოჯინა ვყოფილიყავი კალთაში ჩამისვა, ლოყაზე და შუბლზე მკოცნიდა და თან მკერდზე მეფერებოდა. ვიცოდი, რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ სიმპათიები მის მიმართ პირველივე ნახვისას მქონდა. ის ისე ნაზად და ფრთხილად მეპყრობოდა, თითქოს უკვე დიდი ხანია , რაც ერთად ვართ...არადა მხოლოდ დღეს შევხვდით ერთმანეთს... ვერ ვუარყოფ, მომწონს ის ისეთი, როგორიც არის. მართალია მე გმირი ვარ, ის კი ჩემი მოწინააღმდეგე, მაგრამ ვერ ვეწინააღმდეგები იმ გრძნობას რაც მის მიმართ მაქვს... ალბათ, ისიც ჩემსავით ფიქრობს. უკვე ღამეა, მე კვლავ მის კალთაში ვზივარ, იგი თავის ხელს კვლავ ჩემ მკერდზე ათამაშებს, თან კისერზე მკოცნის. მე პატარა კნუტივით გატრუნული ვარ მის კალთაში, მაგრამ უეცრად ვიგრძენი მისი ხელი ნელ-ნელა, როგორ ეხებოდა ჩემს თეძოს. თვალებში ჩამხედა და მითხრა...

(To be continued)

Hero X Hero hunter Where stories live. Discover now