2.

8 1 0
                                    

15 წუთის შემდეგ ჩავედი ქვემოთ, მათე მომშტერებოდა.

-ლიზა, ძალიან ლამაზად გამოიყურები
-მადლობა მათე.
-წავიდეთ?
-ხო წავიდეთ

მე და მათე ვსეირნობდით, და მოშორებით დავინახე საბა და გიორგი

-საბა, გიორგი!!! -გავსძახოდი მე.
-ლიზა, ფრთხილად მანქანა არ დაგეჯახოს!- მითხრა მათემ

საბამ და გიომ შეგვამჩნიეს და ჩვენსკენ წამოვიდნენ

-აბა როგორ ხართ?-იკითხა საბამ.
-კარგად საბა, შენ?- ვუპასუხე.
-მეც კარგად.
-წამო წავიდეთ პარკში გავერთოთ. - თქვა მათემ
-კარგი წავიდეთ. -დაეთანხმა გიო

პარკში რომ ვიყავით საბამ მკითხა:

-ლიზა, მართალია ნინის ცოტა ხანი ვიცნობ, ბოდიში რომ ამას ვახსენებ, მაგრამ შეგიძლია მიამბო როგორ გარდაიცვალა?

დიდხანს ვუყურებდი საბას, თვალიდან ცრემლი ჩამომივარდა. როცა რაიმეს თქმა დავაპირე, ყელში თითქოს რაღაცამ მომიჭირა, ვეღარ ვსაუბრობდი და ძირს დავეცი. მათემ დამიჭირა.

-მოდით ამ თემაზე აღარ ვისაუბროთ. ლიზა, კარგად ხარ? -მკითხა მათემ.
-ხო კარგად ვარ.

წამოვდექი და განვაგრძეთ გზა. გზაში ნაყინები ვჭამეთ, ვიხალისეთ, ძველი მოგონებები გავიხსენეთ და ერთი საინტერესო რამ მოხდა....
თურმე მათეს ვუყვარვარ, და ეს იმ დროს მითხრა, სანამ დავიშლებოდით, მე კი ვუთხარი დრო მომეცი თქო.
საღამოს 8 საათი იყო, როცა გიომ თქვა:

-ლიზა, მათე, მე და საბა წავალთ უკვე, თქვენ კი საყვარლებს მარტო დაგტოვებთ
-ჩუმად გიოო! თუ წასვლას აპირებთ წადით! -ვუთხარი მე.

გავბრუნდი და სახლში წასვლა დავაპირე. ბიჭებმა ბევრი იხალისეს ამაზე, შემდეგ გიო და საბაც შებრუნდნენ და წავიდნენ. მათე კი როგორღაც დამეწია

-ლიზა, გთხოვ ბევრი იფიქრე, გახდები ჩემი შეყვარებული?
-მათე, ჯერ არ შემიძლია თქო ამის თქმა, ხვალ მოგწერ.
-კარგი, სახლამდე მიგაცილებ.
-კარგი.

სახლამდე მომაცილა, დავემშვიდობე და შევვარდი სახლში, კარები ჩავკეტე და ჩავწექი ლოგინში. არც გამომიცვლია, არც ხელები დამიბანია და არც მიჭამია ისე დავწექი.
მთელი ღამე ვფიქრობდი რა უნდა მეპასუხა, დილით მივწერე, დავთანხმდი, რადგან მის მიმართ გრძნობები მქონდა ადრეც, მაგრამ არ გამოვხატავდი ამას. ამიტომ ახლა შეყვარებულები ვართ

შევცდი!Where stories live. Discover now