Him.

14 2 2
                                    

მარტო, ცარიელ ოთახში ვზივარ, გარშემო არაფერია, ცარიელი, თეთრი კედლები, საწოლი, სადაც წესით კომფორტულად უნდა ვგრძნობდე თავს, მაგრამ აღარ შემიძლია უკვე აქ გაჩერება. ყველაფერი მაგიჟებს. ადამიანები მაგიჟებენ. მათ ჩემი მზის სხივი წამართვეს და მე აქ ჩამკეტეს.
მეუბნებიან გიჟი ხარ, რაღაც გჭირს, უნდა გიმკურნალოთო, მაგრამ ვფიცავ, სრულიად ჯანმრთელი ვარ. მე მხოლოდ მასთან ერთად ბედნიერად ცხოვრება მინდოდა. ახლა კი ვზივარ სადღაც საგიჟეთში, რომელიც არც ვიცი სად არის, ვინ მომიყვანა ან საერთოდ რომ მკურნალობენ, რის საწინააღმდეგო წამლებს მაძლევენ, მე ხომ სრულიად ჯანმრთელი ვარ. სრულიად ჯანმრთელი.
ვდგები, კარს ვეჯაჯგურები, ვყვირი, იქნებ ვინმე მოვიდეს და მიშველოს, იქნებ ვინმეს გავაგონო ხმა... და აი, დეჟა ვუც მაქვს... ეს მომენტი, ზუსტად ეს მომენტი ცხოვრების უკვე გავლილი მაქვს. თან არა ერთხელ. ვიცი, რომ სადღაც აქ არის, ისიც ჩემთან ერთად არის, მარტო არ დამტოვებდა, მას ხომ ასე ძალიან ვუყვარდი.
კარს უეცრად ქალი აღებს, მუდარის თვალებით ვუყურებ და ვეხვეწები რომ გამიშვას, ან სულ ხუთი წუთით მაინც დამანახოს ჩემი მზის სხივი, ჩემი ნათელი წერტილი თვალით. პასუხსაც არ მიბრუნებს, აბს მაწვდის და მაიძულებს რომ დავლიო. ვითენთები, პირდაპირ იატაკზე ვვარდები, ვერაფერს ვგრძნობ, ვერაფერს ვხედავ, ვერაფერს ვხედავ გარდა მისი სახისა.
ის მოვიდა, ის ჩემთან არის, მოვიდა, ვიცოდი, ვიცოდი, რომ მარტო არ დამტოვებდა. მისი ულამაზესი, გულის ფორმის ღიმილით მიღიმის. ღმერთო, რა ბედნიერი ვარ. სულ დავლევ ამ წამალს თუ ასე მკაფიოდ დავინახავ ხოლმე მის სახეს.
მინდა შევეხო, მინდა ავდგე და ძლიერად ჩავეხუტო, ვუთხრა, რომ მიყვარს და მენატრებოდა, ვთხოვო, რომ წამიყვანოს თავისთან ან ის დარჩეს ჩემთან, ვფიცავ, მზად ვარ აქ ვიყო მთელი ცხოვრება გამოკეტილი თუ ისიც ჩემ გვერდით იქნება. მისი სურნელი, ღმერთო, როგორ თაბრუს მახვევს, მისი გახუნებული წითელი ფერი, ჟოლოსფერში რომ გადადის, როგორ უხდება. მახსოვს, ერთად შევიღებეთ, მან მე პიტნისფერი ამირჩია, მე ჟოლოსფერი, და არა წითელი. ვიცოდი, რომ ძალიან მოუხდებოდა. არ შევმცდარვარ.
ის ხმას არ იღებს, მხოლოდ კარებთან დგას და მიღიმის. თავს ძალას ვატან, ვცდილობ ავდგე, მივიდე და ჩავეხუტე, მაგრამ ფეხები მეკვეცება, ვერ ვდგები, ვერ მივდივარ მასთან, ის ჩემ წინ დგას, შანსი მაქვს რომ ჩავეხუტო და მოვეალერსო, მაგრამ არ შემიძლია. ეს კიდევ უფრო დიდი ტანჯვა ყოფილა. წინ გიდგას შენი ცხოვრების სიყვარული და ვერ ეხები. ვთხოვ, რომ ის მოვიდეს ჩემთან და დამეხმაროს, თუმცა ადგილიდან არ იძვრის. რაღაცებს მეუბნება, სიტყვებს ვერ ვარჩევ, არ მესმის გარკვევით.
ღმერთო, რატომ მტანჯავ ასე? რას ვითხოვ ასეთს? მისი შეხება მინდა, ან მინიმუმ ხმა მაინც გავიგო და გავიაზრო რას მეუბნება და გამოიცანით ამ ყველაფრის შემდეგ რას შვრება.
მიდის.
არაფერს მეუბნება.
არ მეხუტება.
არ ცდილობს ჩემთან საუბარს.
არ ცდილობს ჩემ დახმარებას.
მიდის.
და ჩემი გულიც თან მიაქვს.

- იუნგი, იუნგი, გაიღვიძე, გამოფხიზლდი.

- მია, პულსი არ ესინჯება. - დამწუხრებითა და ჩურჩულით ამბობს მეორე ექთანი, თითქოს მათ გარდა ვინმე იყოს ოთახში.

- შეატყობინეთ ჰოსოკს მისი გარდაცვალების შესახებ.

- ისე, რა უცნაურია, თავად მოიყვანა აქ, ეგონა კარგად იქნებოდა. ეს კი ორმაგად გიჟდებოდა და გიჟდებოდა, სულ ის აგონდებოდა, საბოლოოდ კი, მის გარეშე დაასრულა მარტო სიცოცხლე. - ამბობს ექთანი და ოთახს ტოვებს.

იუნგის ცივი სხეული კი იატაკზე დევს, საცრემლედან თითქოს ცრემლი გზის გაკვლევას ცდილობდაო, მაგრამ ვერ მოასწრო. როგორც ჰოსოკთან ერთად ვერ გაიკვლია გზა, როგორც ისინი გეგმავდნენ, ისე ცრემლს შეუცვალა გეგმები. სამწუხაროდ.

𝙂𝙝𝙤𝙨𝙩Where stories live. Discover now