თავი 6

119 10 0
                                    

ანდრია:
გიჟია ეს გოგო! ჯერ მაცდუნა და მერე გაიქცა. მას ადვილი სათამაშო ვგონივარ? გამწარებულმა ჩავიცინე. ცხოვრება ამირია, ჭორები გამივრცელა და ახლა მოდის და მაცდუნებს?, რატომ არ შემიძლია მასზე გაბრაზება? როცა ჩემთან არის რატომ ვერ ვბრაზდები?. ოჰ, დავიღალე, ძალიან მაცდური ეშმაკია. კარზე ზარის ხმა გაისმა, მივედი და გავაღე, ჩემი ძმაკაცები იყვნენ და შემოვუშვი ბინაში.
- სერიოზული საქმე გვაქვს - თქვა სანიმ, თვალები ავატრიალე და ჩამოვჯექი.
- ახლა რაღა მოხდა?.
- გახსოვს პოლიტიკოსის გოგო?, რომ აცდუნე და ლოგინში შეიტყუე, მისი გრძნობების თამაშის გამო მამამისმა შენი ბინის მისამართი იპოვა - მითხრა გაბრიელმა.
- აუ მას ისევ შერჩა გრძნობები ჩემს მიმართ? მეგონა ეგეც ერთი ღამისთვის იყო ჩემთან - დაღლილმა ამოვიხვნეშე.
- ბიჭო, მამაშენმა თქვა ბინას გავყიდიო დღესვეო და სხვაგან გადავიდესო, სახლში დიდხანს ვერ დაიმალებაო, და ვერც ამ ბინაში ვერ დაიმალება დიდხანსო. - მითხრა იოანემ.
- სახლში დამალვა არც მე მსიამოვნებდა - ვთქვი ნაგლური ტონით.
- დღეს შენ ქორწილს განხილავდნენ და ჩაიშალა - მითხრა მოულოდნელად სანდრომ.
- ჰა როგორ? - წამოვიძახე გახარებულმა.
- ჭორები დადის, რომ ვიღაც გოგო დაორსულე და ამის გამო შენზე უარი თქვა მაგ ბიზნესმენის გოგომ. - მითხრა იოანემ.
- ძალიანაც კარგი - კმაყოფილებისგან ჩამეღიმა.
- მართლა ვინ დაორსულე? - მკითხა გაბრიელმა.
- არავინ - ჩავიცინე.
- ანუ უბრალოდ ცრუ ჭორები იყო? - მკითხა სანიმ და მე თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
- როგორ გავრცელე ჭორი? - დაინტერესდა გაბრიელი.
- მე არ გამივრცელებია.
- აბა ვინ? ვიცნობთ? - მკითხა იოანემ.
- არა, ლივია ჰქვია, გიჟი გოგოა.
- აა ის ლივია? - გაეცინა სანდროს.
- მისი მადლობელი ვარ - უნებურად გამეღიმა.
- მოკლედ მამაშენმა თქვა, რომ დღესვე გადავიდეს სხვა ბინაში, გამომართვი ეს ფურცელი ბინის მისამართი წერია - მომაწოდა იოანემ და მეც დავხედე მისამართს.
- მადლობთ ბიჭებო.
- მაინც ლევანთან ფრთხილად იყავი, თავისი ქალიშვილი ძალიან უყვარს და მას თუ ვინმე რამეს დაუშავებს ცოცხალს არ ტოვებს - მითხრა გაბრიელმა.
- ფეხები არავის მოსჭამოს.
- ჩვენ გაგაფრთხილეთ და ახლა მივდივართ - მითხრა სანიმ.
ბიჭებს დავემშვიდობე და დავიწყე გადაბარგება, ყველაფერი მოვაწესრიგე და ჩემი კომფორტული ბინა დავაცარიელე. სატვირთოს მძღოლს დავუკავშირდი, ვინც დამეხმარებოდა ამდენი ნივთების სხვა ბინაში გადატანაში. მალევე მოვაგვარე ნივთების გადატანის პრობლემა და ჩემ ახალ ბინაში გადავიტანე, ჩემი ახალი ბინა საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა ძველთან შედარებით. ტანსაცმელები კარადაში დავალაგე და საჭირო ნივთები, საჭირო ადგილას დავდე. ბინის დეკორაციას, რომ მოვრჩი, შხაპის მისაღებად შევედი. შხაპის მიღებისაც ლივიაზე დავფიქრდი, მას მადლობა აუცილებლად უნდა გადავუხადო, სადმე თუ შემხვდება. ცხოვრებას მირთულებს და მირევს, მაგრამ ზოგი რამ ჩემს სასარგებლოდ წავიდა. აბაზანოდან გამოვედი და ტანი გავიმშრალე, სპორტულები ჩავიცვი და მარკეტში წასვლა გადავწყვიტე. ბინა, რომ დავტოვე , მოულოდნელად ჩემს წინ მყოფი კარი გაიღო. ბინიდან ლივია გამოვიდა, ძალიან ჩაფიქრებული იყო და ვერც შემამჩნია. როგორც ჩანს ჩემს გვერდზე ცხოვრობს, ძალიანაც კარგი მადლობას გადავუხდი.
- ჰეი - ლივიამ ამოიხედა ჩემსკენ და თვალები გაუდიდდა.
- შენ...მომყვებოდი? - გაკვირვებულმა მკითხა.
- არა - ვუთხარი და გავუღიმე.
- აბა აქ რა გინდა?.
- გადმოვედი.
- ჩემს გამო?.
- შენს თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა გქონია.
- ვიცი.
- მოკლედ მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ ჭორები გამივრცელე - ლივიამ გაკვირვებული შემომხედა.
- რავი წეღან მეჩხუბებოდი მაგის გამო.
- ჩემს სასარგებლოდ წავიდა ეს ჭორები.
- უცნაური ხარ - მითხრა ლივიამ და დამაიგნორა.
- სად მიდიხარ?.
- კაცებში - მიპასუხა, რაზეც გამოვშტერდი.


მწარე წარსულიWhere stories live. Discover now