14

129 9 1
                                    

-მამა, მამა გეხვეწები კიდევ მოგვიყევი მე და იუნგის, მამიკოს როგორ შეხვდი? - ჭყიოდა პატარა ალფა და საწოლზე ხტუნაობას განაგრძობდა.

-უკვე ძილის დროა ჰოსოკ თუ მალე არ დაიძინებ მამიკო სამივეს დაგვსჯის და ხვალისთვის ტორტს აღარ გამოგვიცხობს!

ალფამ ხუთიოდე წლის მოხტუნავე პატარა დაიჭირა და მისი ძმის გვერდით დააწვინა ლოგინში.

საბანი ორივეს გაუსწორა, შუბლზე აკოცა, ჯერ ომეგას შემდეგ ალფას და ოთახიდან გავიდა.

-იუნგი შენ მაინც მომიყევი როგორ იპოვა მამამ მამიკო, შენ ხომ იქ იყავი და ყველაფერი ნახე. - პატარა ალფას თვალები მომენტალურად აუწყლიანდა და ქვედა ტუჩი საწყლად გადმოაბრუნა. იცის როგორ შეაცოდოს უფროს ძმას თავი, რომ მან დაუყოვნებლივ შეასრულებინოს მის მიერ წამოყენებული ნებისმიერი პირობა.

-კარგი პატარავ მოგიყვები, ერთხელ, წყაროსთან ქაღალდის ნავებით ვთამაშობდი.......

----------------

თითის წვერებზე აწეული აფლა ფრთხილი ნაბიჯებით უახლოვდებოდა სამზარეულოში მოფუსფუსე მეუღლეს.

-ბუუუ! - დაიძახა და გაღიმებული სახით მიაჩერდა მეუღლის ვითომ შეშინებულ სახეს, ომეგა დოინჯ შემორტყმული და მოჩვენებითი, გაბრაზებული სახით შეხედა ალფას.

-ქუქი კარგი რა! როდის უნდა გაიზარდო? შენ მე ვერასდროს მომეპარები! შენს სუნს კილომეტრიდან ვცნობთ მეც და შენი შვილიც! - ომეგა საკუთარ გამობერილ მუცელს შეეხო და ხელის გული ნაზად გადაიტარა ზედ.

-პატარა ჯიმინი უკვე ცნობს მამამისის სურნელს? - გაიღიმა ალფამ და ომეგის წინ მუხლებზე დამდგარმა ცხვირის წვერით, წრეების ხაზვა დაიწყო გამობერილ მუცელზე.
შემდეგ კი წამოდგა, არც თუ მსუბუქი ომეგა ხელში აიტაცა და კიბეებისკენ აჩქარებული ნაბიჯებით დაიძრა.

-წამოდი პრინცესა თე, თორმეტ საათს გადასცდა, ბავშვები დავაძინა უკვე დროა შენი დაბადების დღის საჩუქარი გავხსნათ!

ჩემი პრინციWhere stories live. Discover now