3

109 8 0
                                    

ვიგრძენი ჩემს გვერდით ლოგინი შეუმჩნევლად ჩაიზნიქა.
ნაცნობი ტკბილი სურნელი ვიგრძენი, სიგიჟემდე რომ მენატრება.
ვიგრძენი თუმცა ყურადღება არ მივაქციე ყოველ ღამე სიზმარში ვხედავ, დიდი ხნის წინ გავაანალიზე რომ ეს მხოლოდ სიზმარია და მე მას ვეღარასოდეს შევხვდები.
გადავტრიალდი და ძილბურანში მყოფმა ვერ გავიაზრე ისე გადავხვიე ხელი ჩემს გვერდით მწოლიარე სხეულს.
სხეული შეირხა თუმცა არ მოვუცილებივარ.

ბავშობის ჩვევა დღემდე გამომყვა, მისი წასვლის შემდეგ მარტო ვეღარ ვიძინებ, გვერდით ყოველთვის მუთაქა მიდევს და მას ვეხუტები.

თვალები შეშინებულმა გავახილე, ისე სწრაფად წამოვდექი რომ თავბრუ დამეხვა და წამიერად თვალთ დამიბნელდა.
გაოცებისგან პირი დავაღე.
[ამის დედაც მთელი ეს დრო ამ ძუკ.....
უკაცრავად! ბატონ კიმს ვეხუტებოდი??? ] ალბათ ყველა ღამის კლუბი მოიარა და ყველა ალფას კისერზე ჩამოეკიდა სანამ სახლში მიბრძანებას ინებებდა,
[მოიცა....მასზე ალკოჰოლის სუნი არასოდეს შემინიშნავს, ალბათ რამე ჯადოქრობა იცის მის მოსაცილებლად! პატარა მჩხიბავი!!]

ალბათ პატარა ნაძირალამ ჩემი ლოგინიდან [გიჟივით] წამოხტომა იგრძნო, თვალები ნელა გაახილა, ნაზად გაიზმორა და ჩემსკენ დარცხვენილმა ამოიხედა
[მის ანკესზე აღარ წამოვეგები!
თავისი ლამაზი თვალების ფახულით ისევ ვერ გამაბრიყვებს!]

-ჯეონ, ბოდიში წუხანდელის გამო! მაპატიე რა...... აღარ განმეორდება გეფიცები!
ომეგის პატიოსან სიტყვას გაძლევ!
[პატიოსანს კი აბა რა!!!]

-საკმარისია ბატონო კიმ! თავს აღარ მოგატყუებინებთ!
დღესვე განვუცხადებ მამათქვენს თქვენს წუხანდელ საქციელზე! დაე მან დაგსაჯოთ შესაბამისად!

დავუყვირე და კარისკენ დავაპირე წასვლა რომ პატარა ნაძირალამ გადაიხარხარა, გაკვირვებული უფრო დაფეთებული] მოვტრიალდი მისკენ, საიდან ამოუვიდა ამ პატარა ომეგას ამხელა ხმა?მუცლით ლოგინზე გაწოლილიყო, ფეხებს ჰაერში ათამაშებდა და დიდი ინტერესით აკვირდებოდა ტელეფონში რაღაცას.

ჩემი პრინციOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz