ჯონგუკმა თავი დაუქნია ინტერესიანი თვალებით მომზერალ პატარას და მზერა ისევ სახლსკენ მიმართა, რომელიც ერთ დროს მისი საიმედო თავშესაფარის ადგილზე წამოჭიმულიყო.

სახლი მის წინამორბედს არაფრით გავდა, ის მასზე დიდი და ლამაზი იყო,
რომელიც შორიდან დანახვითაც კი დაიპყრობდა დამნახველის გულს.

ამ ღვთისგან მივიწყებულ, სიშავეში ჩაკარგულ ადგილას თეთრი მარგალიტივით ბრწყინავდა ახალი ნაგებობა.

ჯონგუკი არ ცდებოდა.

აღთქმული მიწის დანიშნულებას ითავსებდა ეს ადგილი.

მისი მშენებლობა მხოლოდ ორი კვირის წინ დამთავრდა, მისი ახალ მოსახლე მაშინვე გადმოვიდა საცხოვრებლად და პირველივე დღეს უამრავი ბედისგან მივიწყებული ადამიანების ცხოვრება შეცვალა.

აქ ყოველთვის, ყველა ვიზიტორს შეეძლოთ ეპოვა თავისი წილი სითბო და ნუგეში, ახალი ტანსაცმელი და თბილი საჭმელი.

ბავშვებისა და მოხუცებისთვის საყვარელ ადგილად ქცეულიყო.

მისი დიასახლისი ყველას დიდი სიყვარულით ეპყრობოდა, თავს ყოველთვის მათ ტოლ-სწორად თვლიდა, მერე რა რომ მათ მასსავით არ გაუმართლათ და შეძლებულ ოჯახში არ დაიბადნენ.
ყველას უნდა ქონოდა ცხოვრების გამოსწორების შანსი.

ომეგა და მამამისი ყველას ეხმარებოდნენ რითიც შეეძლოთ,
ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყეს პატარებისთვის და საერთო საცხოვრებელი მოხუცებულთათვის.

გზას აცდენილი ახალგაზრდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრები და პროფესიული სასწავლებლები მოიძიეს და ყველა სურვილის მიხედვით გადაანაწილეს.

იუნგი, როგორც სახლის ხშირი სტუმარი და გაშინაურებული წევრი, წინ გაიქცა და ყოველგავრი ზედმეტი ზარზეიმის და დაკაკუნების გარეშე შეაღო შესასვლელი კარი, თან ხელი დაუქნია ალფას შეპატიჟების ნიშნად.

ჩემი პრინციTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon