1.

550 12 4
                                    

ჩემი ცხოვრება როგორც ყველა სტუდენტის ისეთია,ვცხოვრობ საქართველოში,და ვარ სტუდენტი,მინდა გამომძიებელი გამოვიდე,ბავშობიდან მიზიდავს მსგავსი პროფესია.
მყავს საყვარელი ოჯახი,დედა,მამა და უფროსი ძმა.რაც შემეხება მე,მე ვარ ნინი 20 წლის,უნივერსიტეტში საკმაოდ წარმატებული სტუდენტი ვარ,არ მყავს ბევრი მეგობარი და ეს არც მაწუხებს,ვინებიც მყავს საკმაოდ მყოფნიან.
სულ ეს არის!
________________
დილით ძალიან ადრე ავდექი,რადგან ჩემი ფანჯრის წინ დიდი ხეა სადაც ყოველ დილით ჩიტების შემაწუხებელი ჯღავილი ისმის.თავი მოვიწესრიგე და მისაღებ ოთახში გავედი,სადაც ჩემი უფროსი ძმა ლუკა იყო.
მე-დილამშვიდობის
ლუკა-ასე ადრე რატომ ადექი?უნივერსიტეტი 11 იწყება.
მე-ჩიტებმა არ დამაძინეს
ლუკა-არაუშავს რაც ადრე მიხვალ მით უკეთესი,დედა და მამა საახალწლო საყიდლებზე წავიდნენ და გვაინ დაბრუნდებიან
მე-ამ დილაადრიან სად წავიდნენ,მაგრამ დედას ამბავი რომ ვიცი,ისიც მიკვირს დილის 6 საათზე რომ არ წავიდნენ.
ლუკა-მე სამსახურში მივდივარ,კარადაში fრია წუხელ მოგიტანე მაგრამ გეძინა.
მე-საუკეთესო ხარ-ლუკას ლოყაზე ვაკოცე,მან გამიღიმა და სახლიდან გავიდა,მე ლუკას ნაყიდი fრი ვჭამე და უნივერსიტეტისკენ წავედი.

____________
ნია-ნინიი,გულმა გიგრძნო,რომ მეც ადრე მოვდიოდი?
მე-არა,უბრალოდ ადრე გამეღვიძა
ნია-გასაგებია,რაიყო რა სახე გაქვს?
მე-მეძინება,მეეჭვება დღეს ლექციებზე ყურადღებით ვიყო-ეს ვთქვი და წინა ტუჩი წინ გადმოვწიე
ნია-მაგაზე არ იდარდო,წამო ახლა ყავა დავლიოთ და გამოფხიზლდები-კაფეტერიაში ყავა ვიყიდეთ და სკამზე ჩამოვჯექით,ლექციებამდე ერთი საათია დარჩენილი.ამ დროის განმავლობაში ნიამ იმედნი ილაპარაკა,ტვინის ყოველივე უჯერედი გამეთიშა მაგრამ ლექციებზე აუცილებლად ყურადღებით ვიქნები.

სამი საათის შემდეგ...

ლექტორი-თავისუფლები ხართ,იცოდეთ დავალებები ზედმიწევნით შეასრულეთ!-ლექტორმა ჩანთა აიღო და აუდიტორია დატოვა,ჯერ სკამიდან ამდგარი არ ვიყავი ჩემთან ლიკა მოვარდა
ლიკა-ნინიიი,არ ადგე!ახლა ყველაზე შოკ ამბავს გაიგებ!
მე-რა ხდება?
ლიკა-მზად ხარ შოკისთვის?
მე-ამოღერღე!
ლიკა-ხომ იცი ჩვენი კურსელი ელენე
მე-კიი,ყველაზე ,,ცნობილი" გოგონა მთელს უნივერსიტეტში
ლიკა-მაცადე!ხო და მის ძმას დაუნახიხარ გუშინ,და მოსწონებიხარ.
მე-სიყვარულისთვის არ მცალია,თანაც დარწმუნებული ვარ უბრალო ჭორია
ლიკა-ჩემი ყურით მოვისმინე!მის შესახებ ყველაფერი გავარკვიე!სახელი ნიკა,გვარი აღარ მახსოვს,შენზე 5 წლით დიდია,და მაფიოზია,საკმაოდ წარმატებული,მას არც პოლიციის და არც სახელმწიფოსი არ ეშინია.
მე-მაფიოზიღა მეკლდა ჩემს ულამაზეს ცხოვრებაში.
ლიკა-მშვენიერი ბიჭია გარეგნობით,მაღალი სიმპატიური,გრძელი ლამაზი თმა აქვს.
მე-მგონი შენც მოგეწონა
ლიკა-არაა,მე ჩემი გიორგი მირჩევნია,მაგრამ კარგს იზამ შანს ხელიდან თუ არ გაუშვებ
მე-ჩემმა ოჯახმა რომ გაიგოს,რომ მაფიოზს ვხვდები,მომკლავენ!თან არც ვაპირებ თქო!ახლა კი მოეშვი მაგ ნიკაზე საუბარს!თავი ამხადე უკვე-ეს ვთქვი და აუდიტორიიდან გამოვედი,კარებში კი ნია შემეჩეხა.
ნია-სად გეჩქარება?
მე-პაპაჩემის პაპასთან!გამატარე!-ჩემი კარადა გამოვაღე და წიგნები შევალაგე.
______________

ჩემი პირველი ქართული ფიკია და არ ვიცი როგორ გამომივა,იმედს ვიტოვებ მოგეწონებათ,მეორე ფართზე ვეცდები მალე ვიმუშავო 🫶🏻💗
jeon_____lalisa

ბოლოს მაინც შემიყვარებ!Where stories live. Discover now