-10-🇰🇷😡😏

122 10 0
                                    

ელისაბედი

ხმაურმა გამაღვიძა. რა ხდება? საათს დავხედე. ჯერ ხომ ოთხი საათიც კი არ არის. ვიღაცეები ყვირიან. შველას ითხოვენ. არც კი მახსოვს როგორ ავდექი საწოლიდან. მაშინვე გარეთ გავედი. ქვევით ჩამოვედი, მინდა გავარკვიო რა ხდება. ადამიანების ყვირილს მიჩვეული ვარ, იმას თუ გავითვალისწინებთ სადაც და ვისთანაც ვმუშაობ, ეს ჩვეულებრივი ამბავი არის ჩემთვის. ვხედავ კარები ღია არის. გარეთ გავედი. მთავარ შემოსასვლელთან მანქანები იწვის. დაცვის წევრებს ცეცხლმაქრი უჭირავთ, მაგრამ ადგილიდან არავინ იძვრის. რას ელოდებიან? მათკენ წავედი რა დროსაც გავიგონე ვიღაცის ყვირილი. მანქანაში ადამიანი ზის, უფრო სწორედ ადამიანები. პირდაპირ მათკენ წავედი, არც კი შემიმჩნევია, რომ იქ ბატონი მინი და ბატონი კიმ თეჰიონი იყვნენ.

ბატონი მინი

ეს ნაბი***ები ჩემთვის იარაღის მოპარვას აპირებდნენ. ჩემთვის? მინ იუნგისთვის? ახლა კარგად ისწავლაინ ჭკუა... ელისაბედ? აქ რას აკეთებს? თან ასეთ ფორმაში. ახლა ხომ უნდა ეძინოს. მანქანას უახლოვდება, ფეხს მაღლა სწევს და ფანჯარას ამსხვრევს. მანქანის კარებს აღებს და ის ნაბ****ები მანქანიდან ერთმანეთს ასწრებენ გადმოსვალ, რომ არ დაიწვან. ამის დედ**. რას აკეთებ ელისაბედ.

თავი მაღლა ასწია. ყველას შეხედა და როდესაც მე დამინახა ჩემსკენ წამოვიდა. ღმერთო ჩემო, ამ ღამის პერანგში ისე გამოიყურება, რომ... მოულოდნელად ჰალსტუხს ხელი დაავლო და მოქაჩა.

ელისაბედი - ბატონო მინ ჩემს მოთმინებას ცდით? ცოცხლად დაწვა? სერიოზულად? ჯერ დილის ოთხი საათიც არ არის. გაგიკვირდებათ, მაგრამ აქ არის ადამიანი, რომელსაც დასვენება სჭირდება და სრული სიწყნარე. გასაგებია?!

ბატონი მინი

ისეთი გაბრაზებულია ვერაფერს ვერ ვეუბნები, თან ასეთ ფორმაში. მართლაც ჩემი გაგიჟება უნდა. ხელს მიშვებს და სახლში შედის. გაოგნებული ვარ. თეჰიონი ისე მიყურებს...

??? - გთხოვთ ბატონო მინ, ძალიან გთხოვთ გვაპატიეთ. ეს აღარ მოხდება. გთხოვთ ბატონო მინ...

ბატონი მინი (დაიხარა და ტუჩებზე ხელი დაადო) - ხომ გაიგონე ქალბატონმა რაც თქვა? სიმშვიდე სჭირდება (სიცილს ვერ იკავებდა). თეჰიონ! აქედან მოაშორე ესენი, თქვენ კიდევ ყველაფერი მოაწესრიგეთ, ოღონდ ჩუმად, ქალბატონს ხელი არ შეუშალოთ.

ავტორი

იუნგიც სახლში შევიდა. გეზი პირდაპირ ელისაბედის ოთახისკენ აიღო. სახელური ჩამოსწია, მაგრამ კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა, რაზეც გაეღიმა.

ბატონი მინი

კარები ჩაკეტე? რატომ? გამეღიმა. ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე ჩამოვჯექი. იმ მომენტზე ვფიქრობდი როცა მანქანასთან მივიდა. ასეთ ფორმაში არასდროს არ მყავდა ნანახი. მის სხეულზე ნაიარევები შევნიშნე. მაფიის სამყაროში ეს გასაკვირი არც არის, მაგრამ მას იმაზე მეტი ნაიარევი აქვს ვიდრე მე. ეს როგორ მოახერხა? და მისი ღამის პერანგი, ის ხომ ზედმეტად გამომწვევი იყო. ასე გარეთ როგორ გამოვიდა? ჩემს გარდა ხომ იქ კიდევ იყვნენ მამაკაცები. მათ წინა ასე როგორ დადგა? მოიცადე, ახლა რას ვაკეთებ? ვეჭვიანობ? ვისზე? ელისაბედზე? სისულელეა, სრული სისულელე. მეე? გამორიცხულია...

პოლიციელი და მაფიის ბოსი (დასრულებული)Where stories live. Discover now