თეჰიონი - ეს შენი კაბინეტის ნაწილია იდიოტო დაგავიწყდა?

ბატონი მინი - მერე?

თეჰიონი - მივხვდი, მივხვდი...( კარგ დროს მიხვდი ჩაილაპარაკა ნამჯუნმა). ახლავე ყველაფერს მოვაგვარებ, ნუ ღელავ და გავარდა.

ავტორი

იუნგი და ნამჯუნი საუბრობდენ, როდესაც არსაიდან ვიღაცეებს სავარძელი და მაგიდა შემოჰქონდათ და იუნგის გვერდითა ოთახში შეჰქონდათ.

ბატონი მინი - მხოლოდ სავარძელი და მაგიდა? გაკვირვებულმა გახედა თეჰიონს.

თეჰიონი - რატომ მარტო სავარძელი და მაგიდა და ხელი სანათისაკენ გაიშვირა.

შემდეგ იუნგის და ნამჯუნს მიუბრუნდა და მიხვდა, რომ გაურკვევლობაში იყვნენ.

ახლავე აგიხსნით. ავუხსენი, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა და კაბინეტი უნდა შეეცვალა. ვკითხე რა დასჭირდებოდა. მან ფურცელზე დამიწერა, რომ საჭიროა დიდი და კომფორტული მაგიდა, 2 ცალი ტყავის სავარძელი და სანათი. დანარჩენს მე მივხედავო. სულ ეს არის.

ავტორი

ამ დროს კარებზე დააკაკუნეს. ყველამ კარებს გახედა და ელისაბედი შემოვიდა. მოულოდნელად ყველა ფეხზე წამოდგა. მან თეჰონს ჰკითხა სად უნდა გადასულიყო და მანაც იუნგის გვერდითა ოთახზე მიუთითა. ელისაბედმა თავი ოდნავ დახარა და ოთახში შევიდა.

მინის კედლებიდან ყველაფერი კარგად ჩანდა, თუმცა ელისაბედისთვის სულ ერთი იყო. მან ქურთუკი გაიხადა და სავარძელზე გადაკიდა. კარებზე ისევ კაკუნია. ელისაბედმა ანიშნა, რომ შემოსულიყვნენ. მოიტანეს უამრავი ყუთი. ხელი მოაწერა, დაემშვიდობა და საქმეს შეუგდა.

ყველა გაკვირვებული უყურებდა. რაღაცას ხაზავდა. ვერავინ ვერ მიხვდა რა ხდებოდა. მან რაღაც დანადგარები ამოიღო ყუთებიდან და ოთახში ისე განალაგა, როგორც დახაზული ჰქონდა. კომპიუტერის უამრავი მონიტორი. ბოლოს ელექტრო პნევმატური ბურღი ამოიტანა და მონიტორებიც დაამაგრა. ყველაფერი ლეპტოპთან დააკავშირა და შეამოწმა რამდენად კარგად მუშობდა ყველაფერი. საქმესაც შეუდგა.

ბატონი მინი

როცა ვფიქრობ, რომ ვეღარ გამაოცებ სიტყვების უკან წაღებას მაიძულებ. აქ იმიტომ გადმოგიყვანე, რომ ჩემთან ახლოს ყოფილიყავი და შენი ყურებით დავმტკბარიყავი, მაგრამ შენ ეს მონიტორები ისე დააყენე შენი თმის დანახვაც მიჭირს.

თეჰიონს და ნამჯუნს დავემშვიდობე და მაგიდას მივუჯექი. მუშაობას შევუდექი. როცა საათს დავხედე, მივხვდი, რომ უკვე გვიანი იყო. მალე 11 საათი გახდება. არც კი დაგვისვენია ნორმალურად, ძალა გამომეცალა. თვალი ელისაბედისკენ გავაპარა. მას ჩასძინებია.

გადმოსაცმელი ავიღე და მასთან შევედი. მისი გაღვიძება არ მინდოდა, მაგრამ ხელში, რომ ამეყვანა და მერე გაღვიძებოდა, ღმერთმა იცის რას იზამდა. ქალბატონი მარბლისგან ყველაფერს უნდა ელოდე. გავაღვიძე და კომპანიიდან ერთად გამოვედით.

ელისაბედი - ხვალამდე ბატონო მინ.

ბატონი მინი - ხვალამდე... მოიც რა? სად მიდიხარ?

ელისაბედი - სასტუმროში. როგორც გავიგე აქვე ახლოს ერთი სასტუმროა. მე იქ ავიღებ ნომერს.

ბატონი მინი - ნომერს? სასტუმროში? ქალბატონო მარბლ, თქვენ ჩემი სტუმარი ბრძანდებით. ნება მომეცით ჩემთან სახლში გიმასპინძლოთ.

ელისაბედი - საჭირო არ არის ბატონო მინ.

ბატონი მინი - რას ბრძანებთ. გთხოვთ.

როგორც კი ორივე მანქანაში ჩავჯექით სახლისაკენ გავემართე. ახლა ცხელი შხაპი და ძილი გვიშველიდა ორივეს. დამღლელი დღეები იყო.

როგორც იქნა სახლში ვარ. ელისაბედს ოთახი ვაჩვენე. ვუთხარი, რომ მსახურს უთხრას რამე თუ დასჭირდება. დავემშვიდობე და ჩემს ოთახში შევედი. სააბაზანოში შესვლის შემდეგ მივხვდი, რომ ცხელი წყალი ის იყო რაც ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ყველა ფიქრი მოვიშორე. ცხელი წყალი, სიმშვიდე და ელისაბედი... ელისაბედი? ყველა ფიქრი მოიშორე არა იუნგი? ჰაჰაჰა... უნდა გეთქვა ყველა ერთის გარდაო.

აქ მაინც დამასვენე ელისაბედ. აქ მაინც დამტოვე მარტო.

ზზზზზზზზზზ.. ტელეფონიზე ზარია...

პოლიციელი და მაფიის ბოსი (დასრულებული)Where stories live. Discover now