ნაწილი 14

33 2 1
                                    

ავტორი:

ამ სიტყვების შემდეგ ლევანმა ამოისუნთქა. თითქოს დიდი ტვირთი მოეაშვა გულიდან. მაგრამ აბა ნატალიასთვის გეკითხათ? ისეთი გაოცებული იყო. ძალიან დიდი ხანი ცდილობს ამ უბრალო სიტყვის გადახარშვას. ლევანიც რომ დაფიქრდა ,მიხვდა რომ სწორედ არ მოიქცა. გოგო ისედაც ცუდადაა, ამდენი სანერვიულო აქვს და ახლა კოტაშვილი აკლია სანერვიულოდ. ჯობდა მოეცადა, მაგრამ ახლა სიტყვებს უკან ხომ ვერ წაიღებს. დადუმებული უყურებდა ნატას ,რომელიც საერთოდ არც კი მოძრაობს. მომენტში სუნთქვაც კი შეწყვიტა. და სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ ანა და აკაკი. ორივემ შეამჩნიეს,რომ რაღაც ისე ვერ იყო,მაგრამ დაძაბულობას მიათვალეს. ოთხივე ერთად წავიდნენ გოგოების უბნისკენ. ანას ეგონა, ნატა დარდობს და იმიტომაა ასეო, მაგრამ ახლა ნატას, აღარც ნაძირალა სულხანი ახსოვდა და არც მისი მოლაპარაკე ლეკვები. ახლა ერთადერთი ფიქრი მის თავში ლევან კოტაშვილი იყო. ლევანი კი ძალიან დაძაბული იყო. თითქოს დანაღმულ მიწაზე დადიოდა. ბიჭებმა გოგოები დატოვეს და თვითონაც დაადგნენ გზას. დღეს ფეხით იყვნენ და გზა აშკარად გრძელი ელოდათ.

აკაკი:რა მოხდა? უცნაური მეჩვენები.

ლევანი: ის მოხდა, რომ იდიოტი ვარ. ნატას ყველაფერი მივახალე, რასაც კი ვფიქრობ. ახლა ამის დრო ნამდვილად არ იყო.

აკაკი: არაუშავრა, სპეციალურად ხომ არ გინდოდა არა? რამე გითხრა? ან ამაზე ილაპარაკეთ?

ლევანი: არა, საერთოდ არაფერი. ჩუმად ვიყავით და თქვენც მოხვედით.

აკაკი:ცუდ დროს მოვსულვართ.

ლევანი: არა.მართლა არაა ეგრე. პორიქთ, თქვენ რომ არა, არ ვიცი ჩვენი საუბარი ,უფროსწორედ ჩემი აღიარება რითი დამთავრდებოდა.

აკაკი: ახლა მართლა არაა ამისთვის კარგი დრო. ამდენი პრობლემაა ნატას გარშემო. ძალიან მეცოდება.

ლევანი: ვიცი და ისიც ვიცი, რომ იდიოტი ვარ, მაგრამ წამომცდა. ახლა არ ვიცი რა იქნება. საერთოდ რა უნდა გავაკეთო? თავი უნდა ავარიდო?

წითლის ეპოქაOnde histórias criam vida. Descubra agora