ნაწილი I

Start from the beginning
                                    

- დაბრძანდით, ბატონო კიმ.- ოთახის შუაში მდგომი დიდი მაგიდისკენ მიუთითა ფანატიკოსმა იტალიელმა მიმტანმა.

-წითელი, წყვილი, პასს, -თქვა ოფიციალური ტონით ახალგაზრდამ.
ერთ-ერთ იტალიელ მოთამაშეს პირიდან შეშფოთების გამომხატველი ხმა აღმოხდა.

- ეს რაუნდიც წავაგეთ.

კმაყოფილმა ბატონმა კიმმა ჩაიღიმა და ოთახი დატოვა. გამოსვლისას  კუთვნილი ქუდი დაიხურა და შენობასთან მდგომ შავი ფერის მანქანაში ჩაჯდა.
მძღოლის სავარძელზე მისი მდივანი, ჯანგ ჰოსოკი იჯდა.

- ბატონო კიმ, მამათქვენმა კომპანიაში მისვლა გთხოვათ.

- მაშინ არ მივიდეთ.

- კიდევ ისიც გადმოგცათ, რომ მისვლა თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო.

ჰოსოკმა უხმოდ დაძრა მანქანა და კომპანიისკენ გაემართა. თვალუწვდენელ ცათამბჯენთან მალევე მივიდნენ. ბატონმა კიმმა მის მდივანთან და რამდენიმე ხელქვეითთან ერთად წითელი ხალიჩა გაიარა და ლიფტში შევიდა.

მყუდრო კაბინეტში მჯდომ, საშუალო ასაკის მამაკაცს, რომელიც ბატონ კიმს ძალიან ჰგავდა, ხელში ალკოჰოლის ჭიქა ეჭირა და სიგარეტს ეწეოდა.

- გისმენ.- მობეზრებული ხმით უთხრა მამამისს ახალგაზრდა ბატონმა.

- მამაშენი ვარ.

- გისმენ, მამა. - ეს უკანასკნელი სიტყვა განსაკუთრებულად გამოკვეთა.

- შენთვის ,,კარგი" ამბავი მაქვს.

- რა ამბავი?

- დედაშენი ჩამოდის.

- კარგია. შემიძლია წავიდე?

- მას სტუმრად საუკეთესო მეგობარი მოჰყვება.

- ჩემი რა მიდის.- დიალოგის მალევე დასრულებისკენ მიისწრაფვოდა.

- თეჰიონ, ისინი შენს სახლში გაჩერდებიან.

ამის ხსენებაზე თეჰიონს თვალები გაუფართოვდა. ეს ამბავი ნამდვილად არ ესიამოვნა.

𝙁𝙖𝙡𝙡𝙚𝙣/დაცემულიWhere stories live. Discover now