•2•

10 2 0
                                    

გათენდა. მართალია პახმელიაზე მყოფ ჯონგუკს რომელმაც მთელი ღამე კლუბში და გოგონებთან ფლირტში გაატარა არაფრის თავი არ ჰქონდა, მითუმეტეს ადგომის, მაგრამ მაინც წამოდგა, დაახლოებით ნახევარ საათში მოწესრიგდა და იგივე კაფეში წავიდა სადაც გუშინ საღამოს იმყოფებოდა. იგივე ადგილას დაჯდა და საბედნიეროდდ ისევ ის გოგო მივიდა მასთან რომელიც გუშინ.
-გამარჯობა სერ.. რა მოგართვათ?
-თქვენი თავი.
-გასაგებია ანუ ყავა..

უხერხულად ჩაიცინა გოგონამ, ჯონმა კი მხოლოდ თვალები აატრიალა და თავი დაუქნია. მალევე მოუტანა გოგონამ ჯონს ყავა.
-შენი სახელი?

იკითხა ჯონგუკმა.

-ნაბი სერ..
-სასიამოვნოა ნაბი, მე ჯონგუკი ვარ შეგიძლია ჯონი დამიძახო.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა..
-ამ საღამოს გცალია?
-დ..დიახ..
-მშვენიერია. ჩემთან ერთად პაემანზე წასვლაზე რააზრის ხარ?
-არვიცი.. უნდა მოვიფიქრო.
-გთხოვ, ძალიან გავნაწყენდები..
-კარგით.. 8ზე მიმთავრდება სამსახური შეგიძლიათ 9ზე მომაკითხოთ.. აი ჩემი ტელეფონის ნომერიც.

მათ ნომრები გაცვალეს.

-კარგით მისამართს მოგწერთ.. მადლობა.
-არაფრის ლამაზო.

გოგონაც წავიდა გახარებული, რაიცოდა იმ საწყალმა თუ რა ელოდა წინ.. ჯონმა კმაყოფილად ჩაიღიმა და ყავის სმას შეუდგა.

მალევე დადგა საღამოც. ცხრას 10 წუთი ეკლდა, ჯონი უკვე გამოწყობილიყო და წასასვლელად ემზადებოდა, ჩაჯდა თავის შავ, გაკრიალებულ მანქანაში და გოგონას სახლისკენ აიღო გეზი, მალევე მივიდა რადგან არცისე შორს აღმოჩნდა ნაბის სახლი. გოგონა უკვე გარეთ იდგა და იცდიდა, ჯონგუკი გადმოვიდა მანქანიდან, არავინ იცის საიდან თუმცა მან ჯენტლმენობა გამოიჩინა და გოგონას კარი გაუღო, ისიც ჩაჯდა, ჯონმაც დაიკავა თავისი ადგილი და ამჟამად უკვე რესტორნისკენ აიღო გეზი

-შეიძლება რაღაც გკითხოთ?..

მოკრძალებულად იკითხა გოგონამ.

-რათქმაუნდა და ფორმალობა არაა საჭირო.
-ასე უცებ რატომ გადაწყვიტეთ ჩემი პაემანზე დაპატიჟება?..სულ რაღაც ორჯერ მნახეთ..
-და შენ ასე უცებ რატომ დამთანხმდი, შენც ხომ სულ რაღაც ორჯერ მნახე?
-მე..ამმ...

ჯონს ჩაეცინა, კი იცოდა რომ ვერცერთი სულიერი ვერ უძლებდა მის სიმპატიურობას თუმცა ამის კიდევ ერთხელ გაანალიზება მაგრად გაუსწორდა.
გოგონა დაიმორცხვა, სულ წითელი ჰქონდა ლოყები. სულ მალე რესტორანსაც მიუახლოვდნენ, ჯონმა მანქანა დააპარკინგა, გადმოვიდა და გოგონას კარი გაუღო, ისიც გადმოვიდა და ერთად, ხელ ჩაკიდებულები შევიდნენ.

-მოგწონს?
-ძალიან.. ლამაზი და განსხვავებული ადგილია, გემოვნება ნამდვილად გქონია.

ჯონმა ისევ ჩაიცინა და გოგონა მაგიდასთან მიიპატიჟა, ორივენი დასხდნენ და მალევე შეუკვეთეს რაღაც-რაღაცეები.

-აბა.. რასმეტყვი შენზე?

იკითხა გოგონამ.

-საინტერესო არაფერია ჩემს შესახებ, ჯობს შენზე ვილაპარაკოთ.

მოკლედ მოჭრა ჯონმა.

-მაგრამ ჩემზე საკმაოდ საინტერესო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ..
-ჰო? და რატომ?
-არვიცი.. სხვებს არ გავხარ, თითქოს განსხვავებული ხარ.
-ოჰოო. მადლობა, ალბად. შენზე რას მეტყვი ქალბატონო?
-მე? რავიცი.. მქვია ნაბი, ვარ 21 წლის, დედ-მამა აღარ მყავს, ასევე მყავს ძმაც.. კიდევ რამე?
-ძმა რამდენი წლის გყავს?
-26..
-სახელი?

გოგონა დადუმდა.. მალე ოფიციანტი მოვიდა და გოგონამაც ამაზე გადაიტანა ყურადღება.

-შეკვეთა მოიტანეს! მმ.. რაკარგი სუნი აქვს..

ჯონი დაეჭვდა თუმცა გოგონას არაფერი აგრძნობინა, ჭამას შეუდგა და თან ფიქრობდა, რატომ არ გაანდო გოგონამ მისი ძმის სახელი? ვინმე ისეთი ტიპია? ოხხ..

Killer Where stories live. Discover now