თუმცა რა მაცინებდა..
ახლა მე თვითონ ვიყავი დასაცინი...

გავედი თუ არა გავიზმორე.
ჩემმა ხერხემალმა ისეთი ხმები გამოსცა, მეგონა თავიდან ასაწყობი ვიყავი, თუმცა სასიამოვნო იყო.

დივანზე მოწყვეტით დავეხეთქე.
ვინაიდან და რადგანაც, არავის ეღვიძა ტელეფონი ავიღე და სოციალური ქსელების სქორლვა დავიწყე.

მალევე მომწყინდა ესეც, ამიტომ ახლა სამზარეულოში გადავინაცვლე.
ჩაის გაკეთება გადავწყვიტე.
დასამშვიდებელი არაფერი მქონდა, მაგრამ მაინც..

უკვე 5 წუთია ჩაის ვეძებ, არცერთ კარადაში არ არის.
ყავა კი ქონია კარგად მომარაგებული, ბებიაჩემივით.

ბოლო კარადასღა ვნახულობ, როცა მხარზე თბილი ტუჩების შეხებას ვგრძნობ.
სწრაფად ვტრიალდები.
დანიელია.
თუმცა აბა სხვა ვინ უნდა ყოფილიყო...

გაღიმებული მიყურებდა.
-რას აკეთებ, მომშორდი!-მკაცრად გავხედე-და საერთოდ, რა შიშველი დადიხარ ჩაიცვი რამე!-მზერა ავარიდე.

-რაიყო იბნევი?-დამცინავად შემათვალიერა.

არაა.. საერთოდ არა..როგორ გეკადება

-რაებს ბოდავ, რატომ უნდა დავიბნე..
მგონი შენს თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა გაქ

ჰო, როგორ არა გვჯერა ეველინა, გვჯერა..

-რას ეძებდი?

-ჩაის, მარა ვერ ვიპოვე

-ჩაის?-წარბებ შეჭმუხნულმა გამომხედა.

-ჰო, რაიყო ჩაის არ კადრულობს ბატონი დანიელი?-დაჯღანვით ვკითხე-და სად გაქ?

-სუპერმარკეტში

თვალები დავუბრიალე.
-სერიოზულად მაღიზიანებ!

-ჰოო?..გუშინ რაღაც არ გეტყობოდა გაღიზიანება-ალმაცურად გამომხედა და თვალი ჩამიკრა.

რას გულისხმობს?
რამე მოხდა?
დაბნეულად გავხედე.

-მოიცა.. არ გახსოვს?-წარბები ზემოთ აქაჩა და ტუჩებზე დამხედა.

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Where stories live. Discover now