-დაკარგული ნაპოვნია!-ხმამაღლა შეჰყვირა დემეტრემ.

-გამოძიება დასრულებულია.. გოგონა ცოცხალი და სახსალამათი დააბრუნეს!-აჰყვა ანდრიაც.

-ვერ ხართ თქვენ მატორზე!-საფეთქელთან საჩვენებელი თითი დავატრიალე.

-ვაა ეს უკვე იპოვეთ?-სამზარეულოდან გამოსულმა გაბეიელმა თვალი ჩამიკრა.
თვალები ავატრიალე.

სახლში სრული აჟიოტაჟი იყო, ზოგი საიდან გამოჩნდებოდა, ზოგიც საიდან.
ახლა ნუცამ და სესომ ჩამოირბინეს კიბეებიდან.

-ნუცი, როგორ ხარ?-თბილად გავუღიმე.

-შენი დის ხელში როგორ ვიქნები, გამაგიჟა ვიღაც ჩვენი სკოლელი მოს...-სესილიმ მუჯლუნგი მიჰკრა და თვალებით ანიშნა ვერ გადამირჩებიო.

-რაო?-იოანემ გამოყო თავი სამზარეულოდან.

-ოო, არაფერი.. შენ კიდე რა გატლიკინებს!-მხარზე უჩქმიტა ნუცას.

-ვინმესთვის თავი მაქვს გასახეთქი?-წარბაწეული შემოვიდა იოანე.
ვიფიქრე ახლა ჭკუის დარიგებას დაუწყებს თქო, თუმცა როცა შეუმჩმევლად ჩაეღიმა ამოვისუნთე, მასთან მივედი და ჩავეხუტე.
მანაც მომხვია მისი განიერი მკლავები.

მთელი საღამო სიცილ-კისკისში გავატარეთ.
დემეტრე თათიას არ შორდებოდა.
ეს ორი უეჭველი რაღაცას მალავს!
მია უხმოდ იჯდა მუსიკების მოსმენით იყო გართული.
დანარჩენები სესილის და ნუცას აწვალებდნენ.
მე ემილი და ლიზა კი უნივერსიტეტის ამბებზე ვლაპარაკობდით.
თურმე ლუკა ბათუმში გადასულა საცხოვრებლად და იქ დაუწყია სწავლა.

-ხალხო! ამ ზაფხულს რას აკეთებთ? სადმე აპირებთ დასვენებას?-ყაყანი დანიმ გაგვაწყვეტინა.
ზოგი ქობულეთში აპირებდა წასვლას, ზოგი ურეკში, ზოგი სოფელში.

-აუუ.. არ გინდათ სადმე ერთხელ ერთად დავისვენოთ ერთი კვირით? რასიტყვით?

-ხო მაგრამ სად?

-ჩემთან წამოდით, ბათუმში.. ჩემს მშობლებს და სანდროს გაუხარდებათ..-გვითხრა დემეტრემ.

ყველა დავთანხმდით.
სესილიმ აქ მარტო არ დამტოვოთ მე და ნუცაც წაყგვიყვანეთო.

-აბა რას ვიზამთ, პირადად შენი მძღოლი მე ვიქნები..-გაბრიელმა ეშმაკურად გაუღიმა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.

-აგჰჰ..დამშვიდდი სესილი, დამშვიდდი..-თავისი თავის დამშვიდება დაიწყო ნუცას დაავლო ხელი და თავის ოთახში აათრია.

მალე ყველანი წავიდნენ.
ირაკლი და ნინაც მოვიდნენ, ვივახშმეთ და დასაძინებლად წავედით.

***

დილა ჩვეულებრივად დაიწყო.
ისევ ადგომა, მოწესრიგება, საუზმობა და უნივერსიტეტში წასვლა.

დაგვიანებით შევედი ლექციაზე.
რათქმაუნდა..

ლექტორმა, რაღაც გაცვლითი პროგრამა ახსენა.

-რაზე ლაპარაკობს?-ჩამს კურსელს ვკითხე.

-გაცვლით პროგრამაზე, სადაც სტუდენტი ერთი წლით გაემგზავრება საზღვარგარეთ და იქ მიიღებს განათლებას

ნუთუ შეიძლება ის ერთი სტუდენტი მე ვიყო?

ლექცია დასრულდა თუ არა ლექტორთან მივედი და ყველაფერი გავარკვიე.

სახლში მივედი თუ არა ლეპტოპი ავიღე ხელში.
და როგორც ლექტორმა მითხრა მონაცემები გავაგზავნე და დაველოდე.
ვფიქრობ ეს ჩემთვის კარგი შანსი იქნება.
თუმცა ამაზე ფიქრი ადრეა..
ძალიან ადრე..
90%-ია იმის შანსი, რომ უარყოფითი პასუხი მოვიდეს.

ამაზე დიდხანს აღარ მიფიქრია დასვენება გადავწყვიტე.
იმედი არც კი მქონდა, რომ დადებითი მოვიდოდა.
მაგრამ ვცადოთ..

ვიცი, რომ პატარაა, ძალიან პატარა
მაგრამ მომიტევეთ,
გამოცდები დამეწყო და საერთოდ არ მაქვს დრო...

ბანალურია მაგრამ შემიფასეთ მაინც.

Love, Anano<3

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Where stories live. Discover now