თავი IX

48 4 0
                                    

...

დღეს ბათუმში იმ ბიჭთან ერთად მივდივარ, ვინც სამი თვის წინ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,ვინც ჩემს გულში დაიდო ბინა,ვინც ჩემი ფიქრები დაიპყრო და მთავარ პერსონაჟად იქცა.
მე და ვაჩე ერთმანეთს სადგურში უნდა შევხვდეთ.ჩვენი მატარებელი გამთენიის 08:00 საათზე გადის.გვინდოდა ისეთ დროს წავსულიყავით,რომ დილით უკვე ბათუმში ვყოფილიყავით.
ჩანთის ჩალაგება მუსიკის გარეშე არ გამოვა,თან ჩემები მარიგებენ როგორ უნდა მოვიქცე.რა საყვარელები არიან.
სადგურამდე ბიძაჩემს მივყავარ და ჯერ მხოლოდ გამთენიის 03:00 საათია.რა საშინლად იწელება დრო.ჩემი გოგოების ნახვა ძალიან მეჩქარება.ერთი სული მაქვს როდის ვნახავ და ჩავეხუტები ორივეს.

* * *
სადგურში მისვლისას მისკენ წავედი
-ყოველთვის ჩემზე ადრე როგორ მოდიხარ?
-უბრალოდ არ მიყვარს ვინმეს რომ ვალოდინებ
-რა საყვარელი ხარ
უეცრად კი მისი ხელები წელზე ვიგრძენი.ყველანაირმა გრძნობამ შერეულად დაიწყეს მათი საქმის გაკეთება.
უკვე ჩასხდომის დრო იყო.
გამცილებელი, რომელიც ბილეთებს ამოწმებდა, ღიმილით გამოგვხედა და მოურიდებლად გვითხრა
-ბედნიერებას გისურვებთ
ვერაფერი ვეღარ ვთქვი, უბრალოდ სწრაფად გავეშურე ჩემი ადგილისკენ.

* * *
სადგურში ადრე გადავწყვიტე მისვლა,არ მინდა რომ მარიამს ვალოდინო.
მალევე მარიამიც შევნიშნე.
-ყოველთვის ჩემზე ადრე როგორ მოდიხარ?
-უბრალოდ არ მიყვარს ვინმეს რომ ვალოდინებ
-რა საყვარელი ხარ
ერთი,რაც იმ წამს გავაკეთე ჩახუტება იყო.ისეთი თბილი და საყვარელია.
მატარებელში სანამ ავიდოდით გამცილებელმა ღიმილით ბედნიერება გვისურვა.ალბათ შეყვარებულები ვეგონეთ.მარიამი უთქმელად ავიდა.მე მადლობა გადავუხადე და ადგილისკენ წავედი.

* * *
თვალები რომ გავახილე უკვე ბათუმში ვიყავით,მაინც ჩამეძინა და თან მის მხარზე,თვითონაც ჩასძინებია.ისე საყვარელად ეძინა,რომ მისი გაღვიძება არ მინდოდა,მაგრამ სხვა გზა არ იყო,აქ ხომ არ დავტოვებდი.
გავიღიმე და როცა უკვე უნდა გამეღვიძებინა,თვალები თვითონვე გაახილა.
-ახლა უნდა გამეღვიძებინე.
ჩასვლის დროა
-ისე ვარ მიჩვეული თვითონვე მეღვიძება ბათუმში შესვლისას.
ჩანთები ავიღეთ და მატარებლიდან ჩავედით.
ჩასვლისას პირველი,ვინც დავინახე გოგოები იყვნენ.სიხარულისგან ჩანთა იქვე დავაგდე და მათკენ გავიქეცი.
-შენ ჩანთან ვის უტოვებდი იქ? აჰა გამომართვი
-უი მადლობა.
გოგოებო გაიცანით ეს ვაჩეა.
ვაჩე ესენი ჩემი დაქალები მარიამი და ქეთი
-სასიამივნოა
-ჩვენთვისაც
საიდანღაც ბიჭების ხმა შემომესმა,რომლებიც ვაჩესკენ მოდიოდნენ
-გეღირსა ჩამოსვლა?
-მოგენატრე მათე?
-კი,ძალზედ.
ბიჭებო გაიცანით ეს მარიამია.ესენი კი მისი დაქალები არიან მარიამი და ქეთი.
გოგოებო ესენი კი ჩემი ძმაკაცები არიან მათე და დემეტრე
-სასიამოვნოა
-ჩვენთვისაც
სანამ დემეტრე გვეცნობოდა მე და ქეთის,მანამდე მარიამის და მათეს თვალები ერთმანეთთან გადაიკვეთნენ.მათი თვალები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ.
აქ რაღაც ხდება და ეს ყველაფერი ქეთის ჩუმად ვანიშნე...
მალევე დავემშვიდობეთ ერთმანეთს,როდესაც დემეტრემ ხმამაღლა შემოგვძახა
-საღამოს შევიკრიბოთ გინდათ?
ეს წინადადება ყველას მოგვეწონა და სიამოვნებით დავთანხმდით.

* * *
სახლში მისვლისას,ეგრევე მარიამს დავუწყე საუბარი
-ის თვალების კონტაქტი რას ნიშნავს?
-ხო ეგ მეც უნდა მეკითხა_
ქეთიც დამეთანხმა
-რას უნდა ნიშნავდეს,არაფერს
-მარიამმ ნუ ცდილობ.გიცნობთ და ეგ მომენტი არაფერს საერთოდ არ ნიშნავდა
-არაფერი უბრალოდ მისი თვალები ისეთი არაამქვეყნიური იყო.
-ვიღაცას სიყვარულის ჭია შეეპარა გულში
-ოო გეყოთ რაა

* * *
-მათე რაო მოგეწონა მარიამი?
-ვინ მარიამი?
-სადგურში რომ გოგო გაგაცანი მარიამის დაქალიათქო
-რატომაც არა კარგი გოგოა
-ისე თვალების კონტაქტი მეც შევნიშნე_
დემეტრეც აგვყვა საუბარში...
-ხოდა მიდი ახლა შენ იცი
-ახლა შენ რომ იცი მასე ნერვები არ მოიშალო
-როგორც იტყვი ბატონი დემე

ფერადი გოგონა Where stories live. Discover now