თავი II

88 7 0
                                    

დილის 08:00 საათია და ნახევარ საათში სკოლაში უნდა ვიყო.ფარდები გადავწიე იმ იმედით რომ ფანჯარაში მზის სხივები შემოვარდებოდნენ,მაგრამ არსად ჩანს,ღრუბლებშია დამალული და არ უნდა გამოჩენა, თითქოს ვიღაცას ემალება.
დილით არასდროს ვსაუზმობ უბრალოდ ვემზადები,ვიცმევ და მივდივარ.
ჩემი სახლიდან სკოლა ორი წუთის სავალზეა.დრო საშინლად იწელება,თითქოს არ უნდა ამ დღის დამთავრება.ერთი სული მაქვს სახლში მივიდე.
რამოდენიმე დღეში ჩემი ბებიის დაბადების დღეა.ჩემი მთელი სამყარო და ჩემი ბავშვობა მას უკავშირდება.
წუთები და წამები იწელება. ფიქრებში გართულს უცებ კორიდორიდან ზარის ხმა შემომესმა.ბოლო გაკვეთილიც დასრულდა.ახლა სახლში წასვლის დროა.
სკოლიდან გამოსვლისას კატოს ხმა მეწევა...
-მარიამ მითხარი რომ დღეს გცალია
-იმედებს გიცრუებ
-კარგი ხო
დღეს ჩემი დეიდაშვილი და ბიძაშვილი უნდა ვნახო.მიყვარს მათთან ერთად ყოფნა,მათთან ერთად სიგიჟეების გაკეთება.
მეტროთი უნდა წავიდე,თითქოს და არაფერი,მაგრამ მიყვარს ამ ტრანსპორტით მგზავრობა. იშვიათია ჩემი მეტროში დაჯდომა,ფანჯარასთან მიყვარს დგომა და გარეთ ყურება.მარტო კი არასდროს არ ვარ.ალბათ იფიქრებთ რომელიმე ნაცნობთან ერთად მიდისო,მაგრამ ეს ესე არ არის,ჩემს გვერდით მუსიკაა, ჩემი ერთგული მეგობარი.
ჩანთაში საჭირო ნივთებს ვალაგებდი, დღეს სახლში არ ვაპირებდი მოსვლას და უცებ უკნიდან უსაყვარლესი ხმა შემომესმა,ეს კი ჩემი პატარა და იყო:
-მიდიხარ?
-კი,ლიზ
-კარგიი
-მალე მოდი იცოდე
-არის ქალბატონო
ჩამეხუტა და მაკოცა შემდეგ კი ღიმილით ოთახიდან გავიდა.
ჩემი ენერგიის წყარო,ჩემი პატარა ანგელოზის ერთი კოცნა და ჩახუტებაა.სულ ვფიქრობ ცხრა წლის წინ მის გარეშე ჩემი ცხოვრება როგორ მიდიოდა, მაგრამ მთავარი ისაა რომ ახლა ჩემს გვერდითაა.ის შეგრძნება,როცა პირველად ხელში ავიყვანე სასწაული იყო.მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი რომ უფროსი და გავხდი.
უკვე ჩემი წასვლის დროც მოსულა.ვიღებ ზურგჩანთას, ვემშვიდობები ჩემებს ღიმილით და გავდივარ სახლიდან.

ფერადი გოგონა Donde viven las historias. Descúbrelo ahora