10 წუთი ვნებივრობდი, სანამ მაღვიძარამ არ დარეკა.
-შენიი..

ზლოზინით ავდექი, თავი მოვიწესრიგე და გავვარდი უნივერსიტეტში.
ხო მართლა, იმ დღის შემდეგ, რაც შეტევა დამემართა ლუკა აღარ მინახავს და მშვიდად ვარ.

***

დასრულდა ლექციები, როგორც იქნა.
ნახევარი დღე უხასიეთოდ გავატარე.

ბავშვებმა მომწერეს წამო პარკში გავდივართ გამოდიო, მაგრამ ახლა არაფერის თავი მქონდა.
მხოლოდ დაწოლა და დაძინება მინდოდა.
სამსახურშიც არ ვაპირებდი ასეთი ხასიათით დღეს წასვლას.

მივედი თუ არა ვჭამე და ჩემს ოთახში ავბარგდი.
თუმცა ვერ დავიძინე, ამიტომ ლეპტოპი ავიღე და 'გრეის ანატომია' ჩავრთე უკვე მესამეჯერ ვუყურებ.
საყვარელი პერსონაჟები კი ქრისტინა იანგი და ალექსია, დარწმუნებული ვარ არასოდეს შემეცვლება აზრი ამასთან დაკავშირებით.

***

ღამის ორ საათამდე ასე გაუნძრევლად ვიწექი და ვუყურებდი.
ბოლოს კი თვალები მეტკინა და დაძინება გადავწყვიტე.

შხაპი მივიღე, პიჟამაში შევიმოსე და თბილ საწოლში შევგორდი.
თვალები დავხუჭე, თუმცა ვინ გაცდის.
ნეტა ღამის 2 საათზე ვინ რამ შეაწუხა?
1ზარი...2ზარი...3..4 და გაწყდა.

გადავბრუნდი.
ისევ ზარი...

-ღმერთო გთხოვ მოთმინება მომეცი-ავიღე ეს წყეული ტელეფონი.
დანიელია.

-რა გინდა?-რაც შეიძლება უხეშად ვცადე მეთქვა.

-რა უნდა მინდოდეს? უბრალოდ დაგირეკე..

-და საერთოდ იცი რომელი საათია?

-კი ორი ხდება

-დანიელ! მერე არ იცი ამ დროს ადამიანები რას აკეთებენ?

-ახლა არ მომატყუო და არ მითხრა, რომ მეორმოცე სიზმარს ხედავდი ვიცი არ გეძინა

-მერე შენ რა?

-ჩამო

ამას ხოარ უჟრიალებს ცოტა თავში?

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Where stories live. Discover now