5 თავი

Começar do início
                                    

თვალები ავატრიალე.
დანიმ ჩაიცინა.
ნერვებს მაწიწკნის, მისი საქციელები უკვე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა ჩვენი პირველი შეხვედრიდან, ერთი წლის შემდეგ.
ან ამ ჩემმა იდიოტმა ძმამ რას მოიყვანა აქ.
ვერ დაყენდა თავის ადგილას?

-კარგი მაშინ გავემზადები და 10 წუთში აქ ვარ - ვუთხარი და როცა მისგან თანხმობა მივიღე, ზემოდ ავვარდი.

10 წუთიც არ დამჭირდა, ზუსტად 8 წუთში ვიყავი ქვემოთ.
შავი სპორტული ორეული მეცვა, ზემოდან კი დუტის ჟილეტი.

ტელეფონი და ყურსასმენი ავიღე და კიკვიძის პარკისკენ გავეშურეთ.

***

ჩემს სკოლას ჩავუარე, და ცოტა არ იყოს ნოსტალგია ვიგრძენი არსაიდან...
ჩემი სკოლა.
სკოლა, რომელიც ასე საშინლად არ მიყვარდა, თუმცა თან მიყვარდა.
მასწავლებლები ყოველთვის ამბობდნენ, "სკოლა ჩვენი მეორე სახლია", "ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახი ვართ", " უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი როგორც ოჯახის წევრებს" და ბლა ბლა ბლა...
უამრავი სისულელე...
არა, ჩვენ არ ვართ ერთი ოჯახი, და არც სკოლა არის ჩვენი სახლი.
და თუ ისინი ასე თვლიან, მათ არ იციან სიტყვა ოჯახის მნიშვნელობა.
ოჯახი?
ეს სიტყვა 5 ასოსგან შედგება და ერთგულებას, პატივისცემას, ნდობასა და სიყვარულს ნიშნავს.
რაც სკოლაში არ არის....

მოვეშვი ფიქრს და გზა განვაგრძე.

***

სახლში დაახლოებით 1 საათში დავბრუნდით.

როგორც კი ოთახში ავედი,
სააბაზანოში შევქანდი.
ოფლიანი ტანსაცმელი სასწრაფოდ მოვაშორე სხეულს და საშხაპეში შევედი.
მთელი 40 წუთი იქ ვიყავი, თან 'Wicked Game' ს ვღიღინებდი.
ცხელი წყალი ნეტარებაა.

ბოლოს, როდესაც უკვე ჩემი სხეული დაჭმუჭვნას იწყებდა ონკანი ჩავკეტე და პირსახოც შემოხვეული ოთახში გავედი.
კარადასთან მივედი ტანსაცმლის ასარჩევად, კარი გამოვაღე და სარკეში დანახულმა სულ გამომაშტერა.

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Onde histórias criam vida. Descubra agora