გავბრაზდი აღარაფერი მითქვამს, ეგრევე ზემოთ ავედი, სანამ ოთახში შევიდოდი, ლისას და სუჰოს ხმა გავიგე..

ლს: თუ არ დამიდგება? თუ ბაესავით კომექცევა? თუ მის მსგავსად ზურგს შემაქცევს?
სჰ: არაფერი არ მოხდება დამშვიდდი, გინდა მოუყვე ჯონქუქს?

ვერ მივხვდი რაზე ამბობენ, ნუთუ იმაზე რაც ბაემ მითხრა? ვერ მოვითმინე და ვიკითხე...

მე: რა უნდა მომიყვე?
ორივემ შემომხედა, ლისას ჩაცრემლიანებულ თვალებში, შიში იკითხებოდა
სჰ: ლისა მე გავალ, დამიჯერე უთხარი ყველაფერი- ბოლო სიტყვები ჩუმად უთხრა მე რომ არ გამეგო, მაგრამ გავიგე.
მე: ლისა, რა უნდა მითხრა?
ლს: ჯონქუქ მე...-და ისევ ტირილი დაიწყო, ვერ მოვითმინე ახლოს მივედი და ჩავეხუტე.
მე: დამშვიდდი, შეგიძლია ყველაფერი მითხრა, არაფრის შეგეშინდეს, რაც არუნდა მოხდეს შენს გვერდით ვიქნები.
ლისამ ხელები მომხვია და უფრო ხმამაღლა დაიწყო ტირილი.
მე: მოდი დავსხდეთ.
დავსვი ლოგინზე, მეც მის გვერდით დავჯექი, მისი ხელები ისევ მე მეკვა.-მომიყევი, გპირდები ყველაფერს გავიგებ.
ლს: უნივერსიტეტში, პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც ბაე გავიცანი, დავვახლოვდით და საუკეთესო მეგობრები გავხდით, მას ძმა ყავდა, რამდენიმე დღე ბაესთან ერთად იყო ხოლმე, ის ჩვენზე დიდი იყო, მალე მის მიმართ სიმპატიები გამიჩნდა, შემიყვარდა ჯონქუქ, გესმის პირველად ვიღაც შემიყვარდა_ამის თქმაზე, ისევ ცრემლები გადმოუვიდა, მე კიდევ გული დამწყდა, თურმე მის ცხოვრებაში სხვა ყოფილა-მისმა ძმამ მითხრა, რომ მეც მომწონხსრო, ორი დღის შემდეგ ურთიერთობას ოფიციალური სახე მივეცით და გავხდით შეყვარებულები-ამოისუნთქა, ვხვდებოდი რომ ნელნელა უჭირდა ამის მოყოლა-რამდენიმე კვირა ერთად ვიყავით, ყველამ იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ, უნივერსიტეტდი ყველაზე კარგი წყვილი ვიყავით, მაგრამ-ხმა უწყდებოდა-მაგრამ, ერთ დღეს როდესაც აღარ დაურეკია, მასთან მივედი, სახლში კი ბიჭებთან იყო, ყველა მთვრალი იყო...და, მე რომ დამინახეს წავიდნენ, ისიც ნასვამი იყო, მეუბნებოდა ისეთ ამაზრზენ სიტყვებს, რომ ძალიან გამიკვირდა, მისგანე ეს სიტყვები, მიახლოვდებოდა, მეხებოდა ისე რომ ეს მე არ მსიამოვნებდა, ბოლოს კი ყველაფერი გააკეთა რაც მას უნდოდა, მასთან შედარებით, ძალიან სუსტი ვიყავი, ვერ ვეწინააღმდეგებოდი_ეს რომ გავიგე, ბრაზი სევდა ერთდროულად მომაწვა, ძარღვებში სისხლი გამეყინა, მინდოდა რომ ბაეს ძმა მომეკლა_ეს რომ მოხდა, ერთი კვირა სახლიდან არ გავდიოდი, შევძელი და სუჰოს მოვუყევი, ისე გაბრაზდა, ჯერ ასეთი სუჰო, არ მინახავს, რამდენიმე დღის შემდეგ უნივერსიტეტში დავბრუნდი, ბაეს ვეძებდი რომ მისთვის მეთქვა ყველაფერი. მან,ყველაფრის მოყოლის შემდეგ, გამარტყა და მითხრა, რომ საშინელი მატყუარა ვიყავი, მან მითხრა რომ ჩემი ნებით ჩავუგორდი ლოგინში,მის ძმას, და ახლა მინდოდა, სხვანაირად გაეგო ყველას, თურმე მე მდომებია, რომ მისი ძმისთვის სახელი გამეფიჭებინა, და მე მე_ ვეღარ გააგრძელა მოყოლა, რადგან მივხვდი ამას რა შედეგიც შეიძლება მოჰყოლოდა-მე სუიციდის მცდელობა მქონდა, რადგან მეგიბარი, რომელიც ძალიან მიყვარდა და ვიცოდი, დამეხმარებოდა არაფერში დამხმარებია, პირიქით, მან მე დამადანაშაულა. ამის შემდეგ გამოჩნდა, ჯენი, რომელმაც მდგომარეობიდან გამომიყვანა, სულ სამსახურზე გადამქონდა ყორადღება, ბებო ცუდად გახდა, ვეღარ მუშაობდა, ამიტომ მე გავაგრძელე, ეს დამეხმსრა ყვრლაფრის დავიწყებაში, მაგრამ როდესაც ბაი რომ დავინახე, ყველა ტკივილი მაშინვე განმიახლდა, ჯონქუქ არ დამტოვო გთხოვ, ეს ჩემი ბრალი არ ყოფილა, გეფიცები, არაფერი მიქნია, გთხოვ არ დამტოვო, ამდენს ვეღარ გადავიტან, ყველა მთოვებს, თითქმის აღარავინ დამრჩა, შენც არ დამტოვო გთხოვ&ტიროდა და მეცედრებოდა, ვხვდებოდი რომ პანიკებში იყო, სხვა ვერაფერი ვერ გავაკეთე და ეგრევე მის ბაგეებს დავეწაფე...ის გაჩუმდა, მისი ტუჩების გემოს, მისი ცრემლის მლაშე გემოც ემატებოდა, მალევე გავწყვიტე კოცნა მის შუბლს ჩენი შუბლი შევახე და ვუთხარი.
მე: მჯერა შენი, გპირდები, ყველას ვაზღვევინებ იმისთვის რაც დაგიშავა, შენს გვერდით ვიქნები სულ ყოველთვის._ლისამ ისე მომეხვია, თითქოს ჩემ თავს ვინმე ართმევდა, თავზე ვაკოცე და ვეფერებოდი...მალევე დაეძინა, დავაწვინე და მის სახეს დავუწყე ყურება, რომელიც ტირილისგან დასიებული ჰქონდა, გავბრაზდი, ძალიან გავბრაზდი, არა ლისაზე არამდე ბაეზე და მის ძმაზე. მალევე ოთახიდან გამოვედი და სუჰოსთან მივედი.
მე: სუჰო, უნდა გავიდე, ლისას ყურადღება მიაქციე, თავს არაფერი დაუშავოს, მალე დავბრუნდები.
სჰ: მოგიყვა ყველაფერი? _მე პასუხის ნაცვლად თავი დავუქნიე_ გთხოვ არ ატკინო, ბევრი გადაიტანა.
მე: დაწყნარდი სუჰო, შენი და ყველაზე მეტად მიყვარს.

რაც გამოჩნდი!(დასრულებული)Where stories live. Discover now