8

148 13 3
                                    

ლისას პოვ:
ოთახში შევედი და ვცდილობდი, არეულ თავში ყველაფერი დამელაგებონა, ანუ ეს გახდება ჯონქუქის ცოლი? ჯანდაბა, კიდევკარგი მისი ძმა არ იყო მოსული, მან ჯონქუქს რამე რომ უთხრას? არაა, ამას ვერ იზავს, ვერ ეტყვის...პანიკაში ჩავვარდი, ამ დროს სუჰო შემოვიდა.

სჰ: ლისა, კარგად ხარ?
მე: სუჰო, მას...მას აქ რა უნდა? რამე, რომ უთხრას ჯონქუქს, რა ვქნა?-ვერც გავიაზრე ისე დაასველეს ცრემლებმა ჩემი სახე. სუჰომ ყველაფწრი იცის, გვერდით დამიდგა და მამხნევებდა, დანებების უფლება არ მომცა, მითხრა, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა, დღეს კი ის ჭრილობა ისევ განმიახლდა...სუჰომ ჩემი სახე თავის ხელებში მოიქცია და მითხრა..
სჰ: დამშვიდდი, გახსოვს რას დამპირდი? ჯონქუქს არაფერს არ ეტყვის, თუ ეტყვის ჯონქუქი შენ დაგიდგება გვერდში, არ შეგეშინდეს, კარგი?_მე მისმა სიტყვებმა დამამშვიდდა, მაგრამ მაინც მეშინოდა, რომ არ დამიჯეროს?
მე: თუ არ დამიდგება? თუ ბაესავით კომექცევა? თუ მის მსგავსად ზურგს შემაქცევს?
სჰ: არაფერი არ მოხდება დამშვიდდი, გინდა მოუყვე ჯონქუქს?
??: რა უნდა მომიყვე?

ჯონქუქს პოვ:
როდესაც ბეა შევიდა, ცოტახანი გარეთ ჩამოვჯექი და ვფიქრობდი ყველაფერზე, ლისაზე, ბაეზე, ჩემს ცხოვრებაზე, იმაზე თუ რა მოხდებოდა მომავალში, იმაზე ვფიქრობდი, თუ რას მიმალავს ლისა, ან რატომაა დარწმუნებული ბაე, რომ იმის შემდეგ რაც ლისას საიდუმლოს გავიგებ მე ის აღარ მეყვარება...ვერაფერს ვერ ვიგებ, ცოტახანში სახლში შევედი, ისინი კი როგორც ჩანს ქორწილზე ლაპარაკობენ.

ბაეს დედა: მგონი ჯობია, რამდენიმე კვირაში გადაიხადონ ქორწილი.
დედა: მგონი, ჯობია ზაფხულში გადაიხადონ-დედაჩემი რაც შეიძლება უფრო და უფრო წელავს, იცის რომ ამას ვერ  ავცდები.
მამა: საყვარელო, მგონი ჯობია ბავშვებმა გადაწყვიტონ.
ბაე: მე დედას ვეთანხმები-თქვა ისევ თავისი გამაღიზიანებელი ხმით.
მე: საერთოდ ვერ ვხვდები რატომაა საჭირო ეს ქორწილი, მე არ მინდა დაქორწინება, უცნობზე...მითუმეტეს მასზე_ბოლო ორი სიტყვა ყვირილით წარმოვთქვი, ამაზე მამამ სუფრას ხელი დაარტყა და სკამიდან ადგა.
მამა: ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ ამაზე, აღარ გავიმეორებ მეორე, დაქორწინდები, ქორწილი კი ორ კვირაში იქნება.

რაც გამოჩნდი!(დასრულებული)Onde histórias criam vida. Descubra agora