- ისევ?
- ხო რა იყო? წამო გავერთობით!
- ხომ იცი მეზარება.
- წამო თან ჩემი ძმაკაცი უნდა გაგაცნო.
- გთხოვ ჩანგბინ შემეშვი დღეს ძალიან დაღლილი ვარ.
- უბრალოდ რესტორანია სხვა ხო არაფერი არა?
- ჩანგბინ!
- კარგი რა ჩან.... იცოდე მინჰოს ვეტყვი რომ ჰანს....
- კარგი მოვდივარ!
- ესეც ასე გაემზადე მე მანქანასთან გელოდები - მზაკვრულად გაიღიმა და ქვემოთ ჩავიდა.
- აჰჰ.... როგორ დავიღალე!
საწოლზე გავწექი და თვალები დავხუჭე.
ვიცოდი რომ ჩანგბინი არ მომასვენებდა ამიტომ დღესაც უნდა გავყოლოდი რესტორანში. ჩვევა ჰქონდა ყოველ პარასკევს ჩვენს საყვარელ რესტორნში უნდა დამთვრალიყო.- რა ჩავიცვა.....
კარადიდან თეთრი ტოპი და ტანზე მომდგარი შარვალი გამოვიღე და უცებ ჩავიცვი. კიდევ კარგი შხაპის მიღება მოვასწარი თორემ ისევ შამპუნიანი მომიწევდა გარეთ გაგდება.
(ამ ფოტოში ისეთი ლამაზია|როდის არაა ლამაზი| რო ლამის დავდნი😫❤️🔥ანგელოზი გვყავს😭😇)
- ბინ!
მანქანასთან მდგარი ჩანგბინი სწრაფად ჩაჯდა და მანქანა დაქოქა.
- ჩქარა ჩაჯექი ვაგვიანებთ.
ჩავჯექი თუ არა ადგილიდან მოწყდა.
10 წუთში უკვე რესტორანში ვიყავით. მინჰო, ჰანი, ლიქსი, ჰიუნჯინი, აიენი და მის გვერდით ვიღაც ბიჭი დაგვხვდა.