POISON

62 8 8
                                    

პროლოგი

ძნელი არაა უკვე წაკითხული წიგნის დახურვა და გვერდზე გადადება, არც იმ ოთახის კარის გამოხურვა და დატოვება, სადაც უბრალოდ სტუმარი ხარ... და საერთოდაც, არასოდეს არ არის ძნელი უკვე ნანახის და შეცნობილის უკან მოტოვება, წერტილის დასმა, დასრულება, სიცოცხლისაც კი...ბევრჯერ მიფიქრია ნაბიჯებზე, რომელსაც არ იცი რა მოჰყვება, თანაც სენტიმენტალური და უსენტიმენტალურო გაფრენებით რომ არის სავსე...ნათელი ფერები თანდათან იკლებს, ღამე ყველაზე რთულია ჩემნაირი ადამიანებისთვის. ყველა გავლილი მომენტი გახსენდება თავისით და ხასიათზე ტკივილებად აისახება.

ძნელია როდესაც გეკითხებიან "როგორ ხარ" სწორი პასუხი გასცე. ზოგჯერ გგონია რომ ამას უბრალოდ სიტყვებით ვერ ახსნი, ზოგჯერ კი უბრალოდ აზრი არ აქვს ახსნას.
საკუთარ თავზე ნათქვამი ცრუ სიტყვები ზამთრის სუსხიან საღამოებში იკარგება. ის კი,რაც რეალურად ხდება შენს თავს მხოლოდ სიმღერებშია შენახული. ჩემნაირი ადამიანები ჩვეულებრივად არ იწყებენ არსებობას და არც ჩვეულებრივად მთავრდებიან.
ზოგჯერ იმდენად ჩემებური ვარ ვინმეს რომ შევეხო მგონია გავაქრობ.
უკვე რუტინად მექცა, როგორც სახლში მისულს - გათიშვა. მერე გაღვიძება და ყველა ფიქრის ერთად მოზღვავება, რომელიც სიფხიზლის ჟამს უნდა გამომცხადებოდა,ძილი აღარ მეკარება,სასთუმალთან გადადებულ წიგნს ხელით ვებღაუჭები რომ ავიღო,მაგრამ რაღაც აკლია ამ მოქმედებას რომ სრულყოფილი სახე მიიღოს,მინდა დამემორჩოლოს ისე,რომ ჩემს კალთაში გადმოვდო. თქვენი აზრით, რას დავარქმევდი ამას?ფიქრიც კი არ მჭირდება პასუხის გასაცემად,რომ თქვენამდე გადმოვცე ეს საუბარი, რადგან ყველაფერი რასაც ვხედავთ და ვქმნით, უსასრულო მოქმედების ჟამს შერწყმული უმოქმედობაა.
დღეს რომ ეკითხა ვინმეს,თუ რა არის შენთვის სიცოცხლის მნიშვნელოვანი მიზანი ვუპასუხებდი, რომ ნებისმიერი მიზნის ბოლომდე მიყვანაა პრივილეგია ჩემთვის,რადგან ამ სამყაროში იმედის ქონა იმაზე მეტად მტკივნეულია, ვიდრე მთლიანი დღის ისე გატარება, თითქოს ეს უკანასკნელი წუთი და მომენტია შენთვის.ხოო,ასეც ხდება,ბევრი რამ რომ შეცვლილიყო წარსულში,ალბათ დღეს სრულიად სხვა პიროვნებას ნახავდით ჩემი სახით,მაგრამ ამაშიც არის რაღაც ისეთი, რასაც ჩემში მხოლოდ ერთი ადამიანი აფასებს.
რატომ ვირჩევთ ადამიანებს ჩვენი მსგავსების მიხედვით, თუ კი გაცნობის შემდეგ ერთმანეთი გვბეზრდება და უბრალოდ ერთმანეთისგან ისევ, დამოუკიდებლად ვიკიდებთ ფეხს სოციუმში...წარმოიდგინეთ,ისიც რომ უბრალოდ ადამიანზე წარმოდგენა რაღაც მიზეზების გამო შეგეცვალა და მისკენ მეორედ აღარც კი იხედები..ამასაც უხასიათობას დავარქმევდით მოკვდავები?
ისე ხოო...ადამიანები უცნაურები ვართ.შეგვიძლია, ტოქსიკურები ვიყოთ მთელი ჩვენი ცხოვრება, მაგრამ არ ვცდილობთ ამ ტოქსიკურობის მიღმა დავინახოთ მისი ყველაზე უარყოფითი მხარე,რომელსაც მიჯაჭვულობა მოსდევს ხოლმე.გულში გაჩენილი ალიც კი ვეღარ გვაკავებს იმისკენ სწრაფვით გადაკარგულს, რისკენაც არ უნდა მივისწრაფვოდეთ.
კატასტროფულად გასაოცარია ისიც, რომ ემოციების გარეშე შეგვიძლია ადამიანებთან ყოფნა,არ ვფიქრობთ მომავალზე,არც ჩვენს თავზე იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ნამდვილად კარგი ურთიერთობა გვქონდეს მამრთან/მდედრთან,არ ვივიწყებთ ტოქსიკურობას,უსახო სევდა გვაწვება თვალებში და ისევე იდუმალსა და განადგურებულს გვაბრუნებს უკან, რომ საკუთარი თავის ხელახლა შესწავლას დავუთმოთ დრო და ენერგია...
ნუუ,როგორც დაინახეთ არც კანგ დამი არ არის ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი,რადგან ჩემს თავსაც ბევრი შეცდომა დაუშვია.ზედაპირულად ვუდგებოდი ყველას და ყველაფერს,იცით შემდეგ მიკვირდა,თუ რატომ მიცრუვდებოდა იმედები,რატომ ვეჩვეოდი ადამიანს მაშინ, როცა ის უკვე ჩემგან წასვლას აპირებდა...მერე გავიაზრე, რომ პრობლემა სხვებში არც არასდროს ყოფილა,საკუთარი თავისაგან ვიქმნიდი წარმოდგენებს,ოცნებებს და ასე გავლიე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები,მასთან ერთად კი უამრავი რჯულის თუ აზრის ადამიანი გავიცანი.მერე, ნდობა დაკარგული მიჭირდა სხვებთან კომუნიკაცია, მეგონა რომ ხალხშიც კი სრულიად მარტო ვიყავი,ჰო ეს დღემდე მომდევს, მაგრამ არა ყოველთვის.სრულიად მარტო დარჩენილი ვცდილობდი მეპოვა ჯერ საკუთარი თავი,რატომ დავეძებდი მას გულისყურით?
-მჰჰ,როგორც უკვე ავღნიშნე,ალბათ იმიტომ, რომ არ ვიცნობდი მას სათანადოდ,არ ვცდილობდი გამეგო რას ვგრძნობდი რეალურად,რამაც საბოლოოდ ჩემს ფსიქიკასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე საგრძნობლად იმოქმედა.წარსულის ამბებს თუ გავიხსენებ, რაღაც პერიოდით საგიჟეთშიც კი მომიწია ყოფნა.სულ ვგრძნოდი რომ წყვდიადი ჯაჭვივით მეხვეოდა და უმოწყალოდ მბოჭავდა...ყველგან სადაც კი მე ვიყავი, სინათლის ერთი ნაპერწკალიც კი არ იყო,ალბათ ძალიანაც მტკიოდა ამ ყველაფერზე სული.სიკვდილამდე მინდოდა ღრიალი და ემოციებისგან სრულიად განთავისუფლება.
ფიქრებში იყო რაღაც რაც მაკავებდა და არ მიშვებდა იმისკენ რომ თავი საბოლოოდ არ მომეკლა.რამ გამანადგურა ასე?მარტივი მისახვედრია, რომ საკუთარმა თავმა!.
მწვერვალიდან დაცემული ანგელოზივით წამოდგომა ჩემი პროფესია გახდა წლების მანძილზე,იმდენჯერ ვებღაუჭებიდი წარმოსახვით კლდეს რამდენჯერაც მწარედ დავენარცხებოდი ძირს.
მისი დასაწყისი კი იმ ამბიდან დაიწყო როცა პირველი სიყვარულის გრძნობა ვიგემე, ალბათ 16ის ვიყავი.კარგად მახსოვს იმ დღეს, როგორ ვიჯექი ტბასთან და როგორ ვგრძნობდი უცხო, მაგრამ თანაც ძალიან ნაცნობი ნაბიჯების ხმას თუ რა ინტერვალით მიახლოვდებოდა.გვერდით დამიჯდა,დუმილს ვინარჩუნებდი იმ წამამდე ვიდრე თავად არ დამეხმაურა-ასეთი არასდროს მინახიხარ კანგ დამი.
არც გამკვირვებია ეს სიტყვები მისგან,ზუსტად მის შემდეგ დაიწყო ყოველივე რასაც სიკვდილამდე მივყავდი,მისი წყალობით ვიწამე იმედის რაც გაჩენის შემდეგ მალევე ჩამიკლა.გამოგიტყდებით და არასდროს ვიცოდი ვენდობოდი თუ არა ,მისნაირ ადამიანს და მაინც აქაც საკუთარ თავთან მოვყავარ ფიქრებს,გაგიჩნდებოდათ კითხვა იმის ,თუ რატომ ვიყავი მაშინ მასთან ,როცა ის ცდილობდა საბოლოო იარაღის ლულა მოეშვირა შუბლზე. -ზოგჯერ უბრალოდ უსმენ,ზოგჯერ მთელი ემოციით ჰყვები,ზოგჯერ ნირვანა, სენტიმენტები, მელანქოლიები და დეპრესიები ერთმანეთს ერევა და ისეთი ადამიანი ხარ შენც გიკვირს.სიყვარულში ისე ეშვები თავს უკან არც კი აბრუნებ,გგონია რომ სადღაც ზენიტში იმყოფები მაგრამ თან გრძნობ რომ ეს საშიშია.არ აქვს მნიშვნელობა დგახარ, წევხარ თუ ზიხარ, უბრალოდ გიკვირს ეს ახალი და შენთვის ტკბილი გრძნობა.
გაკვირვების შემდეგ იმაზე ფიქრობ ეს ნოტები და მელოდიები რამდენ ისტორიას იტევს, რამდენი რამ იცის. ამაზე ფიქრისას ჩარკვიანის სიმღერიდან მახსენდება სიტყვები : "მე ასეთი დავრჩები, თუ გამიძლებს დრო, იოლად მისაჩვევი - როგორც თამბაქო"... არანაირი ჩაღრმავება არ უნდა ამ სიტყვებს. არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ მსგავსი ადამიანები, რომლებსაც დრო უძლებთ და სამუდამოდ რჩებიან მეხსიერებაში. ასევე ისეთი მარტივი მისაჩვევები არიან - როგორც თამბაქო.ზუსტად მიჩვევა გახდა მიზეზი იმის თუ რატომ არ ვდგამდი ნაბიჯს მისგან განსაშორებლად.
მკითხველო თუ ამას კითხულობ და ვერ ხვდები რა ხდება ჩემს თავს ბედნიერი ხარ, მაგრამ ბოლომდეც ასე ვერ ვიტყოდი...
შენ მე არ მიცნობ.
სენტიმენტალური გაფრენები დიდხანს მსდევდა კუდში,მანამ სანამ ისევ არ სცადა დაახლოება ჩემთან,ზუსტად იმ დღეს როდესაც ტბაზე ჩემთვის შოკოლადები მოიტანა და იმავე ღიმილით დამიწყო მზერა.

𝘿𝙖𝙧𝙡𝙞𝙣𝙜, 𝙁𝙤𝙡𝙡𝙤𝙬 𝙈𝙚\\JK//Where stories live. Discover now