მე ვარ.

8 1 5
                                    

რეფლექსები,გრნობები იგივე....
ჩემს კუნთებს,თვალებს,ტუჩებსა და კანს ახსოვდა ის, მე კი არა. მხოლოდ ტვინს არ ახსოვდა იგი,არც მისი სახელი,სახე ან სურნელი.
_მმე არაფერი მახსოვს
_არაფერი? გაოცებული შემომხედა,სსაერთოდ არაფერი? მეგონა რაღაც მაინც გაგახსენდებოდა...
_ბოლოს რაც მახსოვს ისაა თუ როგორ გავიღვიძე პალატაში, დანგრეული ვიყავი,დამწვარი...
ძვალი ძვალზე არ მედო,მდგომარეობიდან გამოსასვლელად მთელი ერთი წელი დამჭირდა,ახლაც მახსენებს თავს ტკივილები..
_ხო მაგრამ , არ გახსოვს ეს დაზიანებები როგორ მიიღე?
_არა საერთოდ არაფერი.
_უცნაურია..
_თუ მიცნობდი ადრე..მომიყევი ყველაფერი, ან შენ ვინ ხარ ჩემთვის ,ან მე ვინ,როგორი ვიყავი?
_შენ როგორი იყავი? ჩაიცინა და სკამზე ჩამოჯდა.
შენ იყავი მეხუთე რაზმის დანაყოფის კაპიტანი,რომელიც ებრძოდა იმ ხალხს,ვინც ასე აწამებს გოგონებს. დღესაც იმავეს აკეთებ...თუმცა ადრე მთელი ორგანიზაცია იყო ჩართული.
მე პირველი   დანაყოფის კაპიტანი ვიყავი. წლების მანძილზე ერთად ვმუშაობდით ამ საკითხზე,სანამ აფეთქება არ მოხდა..
_აფეთქება? _ხო დავალება მოვიდა,თქვეს რომ კვალი ნაპოვნია მათი ვინც გოგონებს წამლავს და ასე სასტიკად კლავს. ყველანი წავედით, ბერდიაც ჩვენთან ერთად იყო.
ბოლომდე დაგვეხმარა.
_ბერდია? _შემდეგში მოგიყვები.
_შემდეგ? რა მოხდა? _ ხაფანგი აღმოჩნდა..მთელი ორგანიზაცია ასე სულელურად ამოგვხოცეს,თუმცა როგორც ჩანს გადარჩი და მიხარია.
დარწმუნებული ვიყავი ანდრია არ დამაღალატებდა. _ანდრია? საერთოდ რაამბავია,ან ვინ არიან ჭკუიდან ვიშლები. თავზე ხელები შემოვიწყვე
_დაწყნარდი ამას შემდეგში გეტყვი.
მას შემდეგ აგვაფეთქეს,ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა,მათ შორის ბერდიაც. როგორც ყველას ეგონა მეც,თუმცა გადავრჩი ვიღაცამ წამომიყვანა. 1 წელი მათ დავალებებს ვასრულებდი,არაფერი არ მახსოვდა,მპირდებოდნენ რომ მეხსიერება დამიბეუნდებოდა,მაგრამ ამაოდ.. სანამ შენ არ გამოჩნდი არაფერი არ გამახსენდა..
შენზე მოვიძიე ინფორმაცია,იგივე სახელით ხარ რეგისტრირებული,თუმცა არც ანდრიაა შენთან და არც ლუკა,მას შემდეგ შენთან რა მოხდა არვიცი.
_მერწმუნე არაფერი მახსოვს,არც ბერდია არც ლუკა და არც ანდრია არ ვიცი.
_მესმის მესმის...
იქნებ მოვიძიო ისინი? მკვდრები არიან თუ ცოცხლები. რაც უფრო მეტნი ვიქნებით მით უკეთესად შევძლებთ წინააღმდეგობის გაწევას.
_შენ თუ მათ ენდობი მაშინ მოიძინე რაც მეტი მოკავშირე მით უკეთესი.
_კარგი,ორგანიზაციიდან ყველას მოვძებნი როგორც შემეძლება,რათქმაუნდა ვინც გადარჩნენ მათ.
_მე რა ვქნა ..._შენც იმავე ჯერჯერობით.
გეტყვი სად ეძებო ისინი და ერთად შევუდგეთ საქმეს.
_კარგი.

ჰიგანბანას ყვავილობა ||Where stories live. Discover now