11.

161 10 1
                                    

ჯუნქუქი pov:
კომპანიებისადმი მიძღვნილ წვეულებაზე მივედი.ვინაიდან ხალხში ყველამ იცის რომ მე და მია დანიშნულები ვართ და მალე დავქორწინდებით,წვეულებაზეც ერთად მივედით.
მეგონა ლუსის დავიწყება შევძელი,ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი ხალხში ისე გამომეჩინა თითქოს ლუსი აღარც მაინტერესებდა თუმცა იქ მისულს კვლავ გამიღვივდა წარსულის გრძნობები.

ლუსი გონს მოეგო.ჯუნქუქთან მდგომმა გოგომ რომელსაც ხელი ბიჭისთვის ქონდა ჩაკიდული,ლუსის უფრო მეტად ატკინა გული.ნუთუ ჯუნქუქმა ასე მარტივად დაივიწყა და მისი ადგილი ამ გოგოთი ჩაანაცვლა..
ჰიუნჯინი-ლუსი რა მოხდა?
ლუსი-ა..არაფერი უ..უბრალოდ ცოტა შეუძლოდ გავხდი..ცოტა ხანს ეზოში გავისეირნებ..
ჰიუნჯინი-კარგი ძვირფასო ოღონდ მალე დაბრუნდი..

ლუსი ეზოში გავიდა..მართლაც უჰაერობა დაემართა შიგნით.ეზოში ტერასასთან მივიდა მოაჯირებს დაეყრდნო,დაიწყო ყურება ვარსკვლავების და თანაც ფიქრობდა..უცებ უკან მოახლოვება იგრძნო..თითქოს გულმა უგრძნო ვინც იქნებოდა ამიტომ უკან არ შეტრიალდა..
ჯუნქუქი-რა გასაკვირია არა?
ლუსი ხმას არ იღებდა..
ჯუნქუქი-ამდენი ხნის შემდეგ კვლავ შევხვდით ერთმანეთს..თან როგორ გრძნობ ჰვანგ ლუსი?
თქვა ცინიკური ტონით ბიჭმა..
ლუსი-ჰვანგ?
ჯუნქუქი-დიახ..სწორედ იმ ნ********* გამო არ მიმატოვე?თურმე მუცლით ჩემს შვილს კი არა მის შვილს ატარებდი..თურმე ცდილობდი ის დაგევიწყებინა და მე მიყენებდი... სასაცილოა...
ბიჭის ამ სიტყვებმა ლუსი წყობიდან გამოიყვანა და ჯუნქუქს სახეში სილაც უთავაზა..
ლუსი-და შენც დაიჯერე არა??შენც დაიჯერე რომ ეს ესე იქნებოდა და მაგას მე დავწერდი ხომ? ერთხელ მაინც გაგიფიქრია მე რა მდგომარეობაში ვიყავი?ერთხელ მაინც გაგიფიქრია??? იმ ნ*********** ჩვენი შვილი მოკლა..ყოველ დღე მიყენებდა..ისე ვიქცეოდი როგორც მას სურდა..ყოველ დღე გელოდი,მეგონა მოხვიდოდი და გადამარჩენდი..მაგრრამ შენ შენ როგორ მოიქეცი? დღეს წვეულებაზე ვიღაც ბ***თან ერთად გამომეცხადე და მეუბნები და მეკითხები როგორ ვატარებ დროს ჰიუნჯინთან?? რა სამწუხაროა..დღეიდან ჩემთან ახლოს მოკარებული აღარ დაგინახო....
ჯუნქუქი-ლუსი მოიცა.. გაჩერდი ლუსიი..

უკვე ღრიალებდა გოგო,თან ტიროდა.ერთიანად მიაყარა სათქმელი და ჯუქნქუს მოშორდა.

ჰიუნჯინი pov:
ლუსი უკვე დიდი ხანია გარეთაა.უკვე ავნერვიულდი ამიტომ გარეთ გავედი.დავინახე ლუსი და მასთან მდგომი ჯეონ ჯუნქუქი...დავინახე როგორ ცინიკურად უყურებდა ლუსი,დავინახე როგორ გაარტყა სილა ლუსიმ და თან ტიროდა და ისე უღრიალებდა..საბოლოოდ ლუსი ჩემსკენ წამოვიდა...
ლუსი-ჰიუნჯინ გთხოვ აქედან წავიდეთ..
ჰიუნჯინი-რამე მოხდა?
ლუსი-უბრალოდ აქედან წავიდეთ გთხოვ..
ჯერ კიდევ ნამტირალევი ხმით თქვა გოგომ.
ჰიუნჯინი-კარგი როგორც გინდა..

ვიცი ძაან პატარა თავია მაგრამ არაუშავს.ი ა ქ ტ ი უ რ ე თ !!
ლავიუთ💕💕

The•Moon•LoveWhere stories live. Discover now