S+S (Imagine 4.)

8 0 0
                                    

პარასკევის მშვიდი და წყნარი დილა გათენდა,ისეთი დღე იყო თითქოს სამყაროში ყველაფერი კარგი და ლამაზია და არაფერი მის გარდა

ავდექი,როგორც ყოველთვის მესიჯი დამხვდა მისგან "დილამშვიდობისა პატარავ".
წავიკითხე, გული გამითბა დილის პოზიტივი ასე თუ ისე მივიღე და ტანზე ჩაცმა დავიწყე,მართალია ჩემი ტანი არ მომწონს მაგრამ შავი ტანსაცმელი ამ ყველაფერს ფარავს. ჩავიცვი შავი მაისური როგორც ყოველთვის და შავი შარვალი ამოვიცვი.დილა ისევ ჩვეულებრივ დაიწყო (ეს მე ვეძახი დილას თორე ისე უკვე 3 საათი იყო)... ყავა დავისხი და დავლიე,დღეისთვის პირველი ღერიც მოვწიე და მას მივწერე. რამდენი ხანია უკვე ერთად ვართ ჩემთვის გავიფიქრე,უკვე 7 წელი გასულა. -დღეს რომელზე გამოგიარო? ვკითხე. მან კი მიპასუხა რომ რაც შეიძლება მალე ). ცოტაც ვილაპარაკეთ და სააბაზანოში შევედი

1საათის შემდეგ:

"გამოვდივარ პატარავ 30 წუთში შენთან ვიქნები" მივწერე და სახლის კარები გამოვიკეტე.

45წუთში:

ერთმანეთი დავინახეთ და როგორც ყოველთვის ნაბიჯს ავუსწრაფეთ,სახეზე ღიმილი დაგვეტყო,ის ჩემსკენ მოდიოდა მე კი მისკენ,

ბედნიერი მომენტი იყო.

როგორც იქნა მივეკარით ერთმანეთის სხეულებს და ჩავეხუტეთ.

-მომენატრე პატარავ

-მეც მომენატრე ჩემო ბიჭო

-ჰა აბა,სად მივდივართ?

-აუ არ ვიცი,სადმე-ნერვიული სიცილი თქვა

-კარგი მაააშინ...მოდი კინოში წავიდეთ,დრო 2 გამოვიდა და იმას ვუყუროთ ტკბილო

-HEEEY,okaaaay წავიდეთ.

გახარებული ჩანდა ჩემი იდეით და ჩვენც წავედით.

მივედით თუ არა შენობაში პირბადე გაიკეთა,ჯერ კიდევ ვერ გადაეჩვია 2 წლის წინ დამთავრებულ პანდემიისგან გამოწვეულ წესებს,მშვიდად გავუღიმე და ვუთხარი რომ პირბადე არ იყო საჭირო მაგრამ ჯიუტად მიპასუხა რომ პირბადით თავს იცავდა-მეტიც,ამოიღო მეორე პირბადე და თავისი ხელით გამიკეთა,შემდეგ გამისწორა და გამიღიმა. გავბრაზდი ამაზე მაგრამ იმდენად რომანტიულად და საყვარლად მომეჩვენა მისი ქმედება რომ პასუხად ღიმილი დავუბრუნე და ხმა არ ამომიღია,უბრალოდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და კინოთეატრში შევედით. საკმაოდ საინტერესო ფილმი იყო,უბრალოდ ის მთელი ჩვენების განმავლობაში ვერ ისვენებდა,უფროსწორედ რაღაც არ ასვენებდა. ხან თავს დამადებდა,ხან ხელს ჩამჭიდებდა და მიჭერდა,ხან გადმოიწეოდა და ლოყაზე მკოცნიდა,ხან ჩემივე ხელს აიღებდა და მის ბარძაყზე დებდა.

•ჩანაწერები•Where stories live. Discover now