ერთად...(1)

12 0 0
                                    

წლები ვნატრობდი მასთან ვყოფილიყავი.
ყოველთვის ვვეჭვიანობდი, როდესაც მას სხვა -უცხო  გოგოებთან ჰქონდა ურთიერთობა, არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ინტიმურს.. როდესაც ის უბრალოდ პასუხს გასცემდა ვინმე მდედრობითს (ვგულისხმობ ჩემს ტოლა გოგონებს), ან როდესაც ის უბრალოდ სითბოს გამოხატავდა მათ მიმართ . ვიცი რომ არასწორი ვარ, სინამდვილეში ის ზედმეტად ჯელტმენია ყველასთვის, სიამოვნებს როდესაც გოგოს კარებს უღებს და მას პირველს  ატარებს, პატივს სცემს მოხუცებს და სამარშრუტო ტაქსში მათ ადგილს უთმობს...ეხმარება მეზობლმელს მძიმე ჩანთები მიატანინოს სახლამდე... ცხოველებზე გიჟდება, ძაღლები და კატები კი ვფიქრობ მისი "სიყვარულები" არიან...იმ ცხოველების  დასახმარებლად რომლებსაც უსახლკარო ეწოდებათ ... ოჰ თქვენ გქონიათ მოსმენილი თუ რამდენი ძაღლი გადაურჩენიათ მას და მის მეგობრებს? - ძალიან ბევრი. ეხმარება ცხოველებს სახლი და თბილი გარემო ჰქონდეთ.თუ ვინმეს არ აცვია ის გაიხდის და მისცემს, ის სიკეთეს აკეთებს და კარგს ცდილობს, ...მე კი, არ უნდა მეეჭვიანა წლების წინ ჩემს არც ერთ ყოფილ მეგობარზე, თუმცა იმდენად არ მიცნობდა ის მაშინ და იმდენად არ იცოდა ჩემი არსებობა მადლობელი უნდა ვიყო რომ ახლა გვერდიგვერდ ვდგავართ.
ვფიქრობ მე ის ძალიან მიყვარს. მიყვარს მისი ყველა მოყოლილი ამბავი , მისი ურთიერთობა მის სამეგობრო წრესთან. ურთიერთობა ოჯახთან, მის ძაღლთან...

და ახლა როდესაც ამის შანსი მომეცა, როდესაც ის ჩემს წინ დგას ხელებჩაჭიდული ,თვალებში მიყურებს და ჩემს პასუხს ელოდება, არ ვიცი რა ვქნა ,რთული ყოფილა ხუთ წუთში გადაწყევტილების მიღება, თან იმ გადაწყვეტილების რომელსაც ჩემი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.. მან მე ერთად ყოფნა შემომთავაზა.გავშრი როდესაც ეს მითხრა...ადგილიდან ვერ ვიძროდი... მისგან არ მოველოდი ,
არა, არა... სინამდვილეში ვიცოდი და ველოდი კიდეც მაგრამ არა ახლა..

იქნები ჩემთან?-მეკითხება ის და გრძელ თითებს  ხელებზე მისმევს, თითქოს ნერვიულობს, ღრმად სუნთქავს.. მე კი თავჩახრილი ვდგავარ და ჩვენს ხელებს ვუყურებ თავს წამში ვწევ და ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება.
კი-ვეუბნები და თვალები თითქოს უბრწყინავს ,სიხარულს გამოხატავს,მისი გულის ცემა მესმის თუ როგორ ხმამაღლა და ჩქარა ცემს... თუმცა ის ამას არ იმჩნევს, მიუხედავად იმისა რომ მან იცის-ის არ უნდა მალავდეს ემოციებს ჩემთან...
მიყვარხარ- მეუბნება,ხელებს წელზე მიცურებს და მკერდზე მიკრავს, მე კი მის მკლავებში ვინაბები.

•ჩანაწერები•Wo Geschichten leben. Entdecke jetzt