part 6🦋

1.1K 87 10
                                    

მას შემდეგ რაც თეჰიონი კლუბიდან გაცეცხლებული გავარდა ჯონგუკი თვალით არ უნახავს და დიდად არც ეპიტნავებოდა მისი ნახვა. დილით თეჰიონს ჯინის წიკვინის მაგივრად ულამაზესი კოპწია გოგონა აღვიძებს.

-ბატონო კიმ._ თეჰიონი ოდნავ იშმუშნება და თვალებს ცოტათი ახელს. _ მამათქვენმა გადმომცა ქვემოთ მაგიდასთან ველოდებიო._ თქვა და თავის დაკვრით ოთახი დატოვა.

თეჰიონი წამოდგა სააბაზანოში შევიდა და მოწესრიგება დაიწყო მალევე კი გასასვლელ კარში აწ უკვე მოწესრიგებული გაუჩინარდა. კიბეების საფეხურები დინჯად ჩაიარა და სასტუმრო ოთახში უკვე შესულმა ირგვლივ მყოფებს თვალი მოავლო. ნებისმიერი შენიშნავდა იქვე მდგომ შავებში ჩაცმულ საზიზღრული გამომეტყველების ტიპს რომელიც ირონიით უყურებდა ოთახში ახლად შემოსულს. ეს თვალთახედვიდან არც თეჰიონს გამოჰპარვია. მალევე მიიპყრო ყველას მზერა თეჰიონმა.

-ოჰ შვილო მოდი დაჯექი._ მის პირდაპირ სავარძელზე უნიშნა კიმმა. თეჰიონიც დამჯერი ბავშვივით დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი.

-რისთვის შევიკრიბეთ?.

-მინდა ჩემი ბიჭები გაგაცნო უფროსწორად გაგახსენო._ გაიღიმა და განაგრძო._ როგორც იცი მტრები თავზე საყრელად მყავს არმინდა რამე მოგივიდეს ამიტომ შენი ნება სურვილით აირჩიე დაცვა რომელიც გვერდით გეყოლება._ თეჰიონმა ბიჭებს გადახედა და ხანდახან ჯონგუკისკენაც გააპარებდა თვალს მიუხედავად იმისა, რომ ეს არ უნდოდა.

-პატარა ბავშვი არვარ ჩემითაც დამოუკიდებლად შემიძლია ყოფნა.

-ვიცი რომ არ ხარ პატარა მაგრამ ეს თხოვნა არარის ბრძანებაა._ კაცმა დასერიოზულდა რაც თეჰიონს მაინცდამაინც არ მოეწონა._ ყველაზე სანდოები ესენი მყავს ამიტომ შენს თავს ვანდობ ჩემი პრობლემები ბავშვური თამაში არ გეგონოს.

-კარგი..იუნგი._ მზერა ქათქათა ბიჭზე გადაიტანა რომელიც პასუხისგან გაკვირვებული იყო ჯონგუკმა ცალყბად ჩაიღიმა და ჯიმინს გახედა.

one stepWhere stories live. Discover now