part 5🦋

1.3K 92 20
                                    


გამაჭრუებელი მუსიკის ხმა ალკოჰოლის მძაფრი და გამაბრუებელი სურნელი ტრიალებს მთელს კლუბში. აქ უამრავ ადამიანს მოუყრია თავი ეს ხომ მთელს ქალაქში ყველაზე სახელგანთქმული კლუბი რომელსაც 'COBRA' სახელით არის განთქმული. ეს მაფიოზ კიმ ჯონგინს ეკუთვნის თეჰიონის მამას აქ ხშირად იკრიბებიან მაფიის წევრები და რამოდენიმე სტრიპტიზ ჯოხსაც შენიშნავ. ახალბედასთვის უბრალოდ საშინელებაა თუმცა ვინც ყოველდღიურად სტუმრობს მისთვის სრული ჰარმონიაა და განტვირთვის ადგილი. სწორედ ამ ადგილის წინ დგას 3 ბიჭი და გაკვირვებით შესცქერიან კლუბს.

-ჯიმინ ეს ნამდვილად მამაჩემისაა?_ იკითხა გაკვირვებით ყავისფერთმიანმა და დაბალ სხეულს მიუბრუნდა.

-კი თეჰიონ მისი კლუბია.

-ლაყბობას მორჩით შევიდეთ კლუბში და გავერთოთ რააზრი აქვს ვისია._ წიკვინით თქვა წაბლისფერთმიანმა და კლუბში დაცვის თანხმობის შემდეგ შევიდა მათ კი დაკარგული ლეკვებივით ჯიმინი და თეჰიონი აედევნენ.

შიგნით შესვლისას მაშინვე ცხვირის ნეშტოები ალკოჰოლის მძაფრმა სურნელმა აუწვა. მალე თავისუფალი ადგილი დაიკავეს და მიმტანმა თეჰიონს და მის მეგობრებს განსაკუთრებულად მოემსახურა რადგან უკვე ყველას კარგად გაეგებოდა ვინც იყვნენ.

-თეჰიონ მამაშენმა იცის რომ აქ წამოხვედი?_ იკითხა ჯინმა და სასმელით სავსე ჭიქა ბოლომდე დაცალა.

-იცის თან პატარა არ ვარ ვინმეს თანხმობა მჭირდებოდეს აქ წამოსასვლელად._ ამის შემდეგ ბიჭებმა ბევრი დალიეს და იცინეს ჯინმა მიმტანი გოგონაც კი გაიცნო რომელიც მოსვლის წამიდან ჯინს ეკურკურებოდა.

-ბიჭებო მე საპირფარეშოში გავალ._ განაცხადა თეჰიონმა და ბიჭებს მალევე გაეცალა. კლუბი დიდი იყო შუა ნაწილს როცა გაცდებოდი დერეფნები იწყებოდა იქ კი ბევრი ოთახი იყო მათშორის  ვიაიპ ოთახებიც.

-ჯანდაბა საპირფარეშო საითაა._ ჩაიჩურჩულა თეჰიონმა და დერეფანში გზა განაგრძო უცებ ერთ-ერთ ოდნავ შეღებულ კარიდან ყვირილის ხმა მოესმა ინტერესმა სძლია ამიტომ გადაწყვიტა ენახა რაიყო. კარს მიუახლოვდა და შეღებული კარიდან შეიხედა. სანახაობა ასეთი იყო ჯონგინი მაგიდაზე ხელებდაწყობილი ყვიროდა ეტყობოდა, რომ გაბრაზებული იყო სავარძელზე დაახლოებით 28 წლის ბიჭი იჯდა იქით კი უკვე აღარ ჩანდა.

one stepWhere stories live. Discover now