საბაბი

29 2 1
                                    

სამყარო სრულიად სხვა მიმართულებით ბრუნავს.
ცხოვრება უფრო სასტიკი გახდა. მკვლელობები,გატაცებები,მაფია და უდიდესი ბიზნესმენები,რომლებიც სრულიად არიან ჩართულნი ამ ჯოჯოხეთის შექმნაში.
და ..ქალი?
ქალებს დაორსულების ეშინიათ,რადგან შეიძლება გოგო დაიბადოს. ქალის ფასი ნულზეა დავარდნილი, გოგონების სხეულში შეჰყავთ მიკრობები,რის შედეგადაც მათში სხვადასხვა ყვავილი იღვიძებს, თუ ლამაზია გოგონა იყიდება და საბოლოოდ როცა ყვავილის ყველა კოკორი გაიშლება სიკვდილი გარდაუვალია.

რომელი კლდის ბოლოში ვართ?
რომელ პიკს მივაღწიეთ?
არავინ არ იცის,მხოლოდ შიში და წყვდიადი სუფევს ირგვლივ.

-კაროლინ ადექი. ოდნავ შემანჯღრია ახალგაზრდა ქერა გოგომ
-აჰ მარტა! ამ დილაადრიან ...ნუთუ დავალება?
-ჰო გავდივართ,როგორც ჩანს ჩვენები რაღაც კვალზე გავიდნენ.
სასწრაფოდ მოვემზადე და გუნდს გავყევი.
კარგად შევიარაღდით და ექვსნი წავედით დავალებაზე.
-კაპიტანო ნოვი -გისმენ კაროლინ
-რა კვალს დავადექით?
-გოგონებს..ვისაც ინექციის შემდეგ ყვავილი არ უჩნდებათ,კლავენ და როგორც ჩანს ამისთვის ერთი მკვლელი ჰყავთ მიჩნეული.
-და? -იისფეი ჰიაცინტის კვალს დავადექით.
-ნუთუ..ეგ მკვლელი.

ორი საათი ველოდებოდით მკვლელს თუმცა არაფერი მომხდარა.
-1 2 ..1 2 ისმის კაპიტანო ნოვი?
-ისმის როგორც ჩანს დავაგვიანეთ..- რა ხდება საიმონ?
-გაგვაცურეს,იისფერმა ჰიაცინტმა ახლახანს ქალბატონი მარონა მოკლა და გაიქცა.
-რა ჯანდაბა,კოორდინატები გამოგვიგზავნე.

-მთავარი გამზირისკენ ყველა! არ უნდა დაგვისხლტეს ისევ!
ყველანი გამზირისკენ წავედით თუმცა საეჭვო არაფერი,მსხვერპლის სახლთანაც უკვე პოლიცია  დაგვხვდა.
-ასე სწრაფად აქედან ვერ გაიქცეოდა დაიყავით!
ორ-ორად დავიყავით თუმცა,მე მარტო მომიწია ძებნა.

სასწრაფოდ ქალაქში გავედი,როგორც ჩანს ხალხშია გარეული.
უკნიდან მამაკაცმა მხარი გამკრა და სასწრაფოდ წინ გაიჭრა,ხელიდან სისხლი სდიოდა,რატომ? არვიცი ეს კაცი ვინა მაგრამ ყოველივე საეჭვოს თუ არ დავიჭერ გაგვექცევა.

ჰიგანბანას ყვავილობა ||Where stories live. Discover now