1.

233 17 9
                                    

-თეჰიონ!! თეჰიონ!! გთხოვ ეს ის არ არის რაც შენ გგონია.

-რა მგონია ჰანა?? გგონია დებილი ვარ?? დავინახე, ყველაფერი დავინახე. ხმა აღარ ამოიღო!

-გთხოვ თეჰიონ, გთხოვ მომეცი საშვალება აგიხსნა.

-რა უნდა მითხრა?? ის რომ ვიღაც ნაბიჭვართან სიამოვნებაში ხელი შეგიშალე? შენი დანახვა აღარ მინდა, ვერ გიტან! თვალით აღარ დამენახო!

თეჰიონი წავიდა და უკან მომტირალი ჰანა ჩამოიტოვა. გოგონა ხმას ვეღარ იღებდა, იცოდა რომ შეცდომა დაუშვა, თეჰიონს არ გაეკიდა, მისი დანაშაულის გრძნობა ამას არ აკეთებინებდა. თეჰიონს უკვე სძულდა გოგონა, აღარაფერს ჰქონდა აზრი. მან თეს ძალიან ატკინა, ამას თავადაც ხვდებოდა თუმცა მისი ასე დატოვება არ უნდოდა, მისი გულის ტკენა არ უნდოდა, არ უნდოდა მას ასე ცუდად გაეგო.

თე სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა ამოუცნობ გზაზე, თან ცრემლებს ვერ იკავებდა. ჰანამ უღალატა. მისმა ცხოვრების აზრმა უღალატა.

ბიჭს, ყურებში ყურსასმენები გაეკეთებინა და ჰუდის ქუდი მის ლამაზ, ქერა თმას უმალავდა. წვიმდა, თითქოს ამინდიც ხვდებოდა თეჰიონის მწუხარებას და ანუგეშებდა. თავ-ჩაღუნული ბიჭი, გზაზე რამდენიმე ადამიანს შეეჯახა, მაგრამ ყურადღება არავისთვის მიუქცევია.

ტირილისგან თვალები ჩალურჯებული ჰქონდა. ადამიანები აქეთ-იქით იფანტებოდნენ, თეჰიონი კი მათთან ერთად ირეოდა.

თეჰიონი სახლისკენ მიმავალ გზას მიუყვებოდა, სადაც დედა და მისი და დახვდებოდა. არ უნდოდა რომ მათ მისი ნამტირალევი თვალები დაენახათ, არ უნდოდა ოჯახის წევრებიც ენერვიულა. სახლში შესვლამდე თეჰიონმა ცრემლები მისი ჰუდით უხეშად მოიშორა, გაიღიმა და კარი შეაღო. -დედა დავბრუნდი! -არცისე ენერგიულად შეჰყვირა თეჰიონმა. -ოჰ, ძამიკო, დაბრუნდი? დედა საჭმელს აკეთებს, შემოგვიერთდი. -არა სუზი, არმშია, წავალ გამოვიცვლი, წვიმის გამო დავსველდი და ცოტა დასვენებაც მჭირდება. -კარგი?! მაგრამ საჭმელს ოთახში ამოგიტან! -შესძახა კიბეებზე ამავალ თეჰიონს. -კარგი. -უღიმღამოდ უპასუხა თეჰიონმა. ბიჭმა მისი ოთახის კარი შეაღო, შევიდა და კარები გადაკეტა. მაგიდაზე მისი კომპიუტერი, წიგნები, კალმების ჩასადები რომელშიც ბევრი კალამი, უბრალო შავი ფანქარი და ფლომასტერები ედო, კომპიუტერის გვერდით კი დღიური, რომელშიც ყოველ დღე წერდა თავის ყოველდღიურ ამბებს და გრძნობებს. ახლაც, გადაწყვიტა აეღო კალამი და მისი ნატიფი თითებით დაეწერა მის დღევანდელ დღეზე. წვიმისგან დასველებული ჰუდი გაიხადა და შარვალიც თან მიაყოლა. ახალი შავი ჰუდი ჩაიცვა ასევე შავ შარვალთან, სკამზე, მაგიდასთან დაჯდა და კალამი ხელში აიღო. დღიურის ფურცლები გადაშალა, მაგრამ ამ დღიურს უკვე შევსებული ჰქონდა მისი ყველა გვერდი. თემ საკეტიანი უჯრა გააღო, უკვე შევსებული დღიური შიგნით, სხვა, ასევე შევსებულ დღიურებთან ერთად დადო, გასაღებით გადაკეტა და გასაღები კალმების პატარა კოლოფში ჩადო. ახალი დღიური კი საკეტიანი უჯრის დაბლიდან გამოაცურა, მაგიდაზე დადო, ხელი გადაუსვა და გადაშალა. პირველი გვერდიდან წერა არასდროს მოსწონდა, ამიტომ ერთი ფურცელი გადაშალა და წერა მეორე ფურცელზე დაიწყო.

Naabot mo na ang dulo ng mga na-publish na parte.

⏰ Huling update: Jul 04, 2022 ⏰

Idagdag ang kuwentong ito sa iyong Library para ma-notify tungkol sa mga bagong parte!

Happiness Is Love 💓🪐🔞Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon