24 თავი

295 23 26
                                    

მატარებლებში ავედით, მინდოდა მათზე აღარ მეფიქრა, ამიტომაც მაშინვე გრიფინდორის ვაგონისკენ გადავედი და ვიზლების მოძებნა დავიწყე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მატარებლებში ავედით, მინდოდა მათზე აღარ მეფიქრა, ამიტომაც მაშინვე გრიფინდორის ვაგონისკენ გადავედი და ვიზლების მოძებნა დავიწყე. პირველი ვინც ვიპოვე ჯინი იყო.

"ჰეი ჯინ, რა სახე გაქვს"

"..."

"რამე მოხდა?"

"წამომყევი" ხელი ჩამკიდა და სააბაზანოში შევედით, მაშინვე კარი ჩამიკეტა და შემომიტრიალდა. "ახლა რაღაცას გკითხავ შენ კი გულწრფელად მიპასუხე"

"კარგი?"

"შენ და რიდლები" ოჰ ჯანდაბა. ვიგრძენი ფერი როგორ გადამივიდა სახიდან "რა ხდება თქვენს შორის?"

"არ ვიცი რაზე ლა-"

"კეიტ სიმართლეთქო" ძალიან სერიოზული მიყურებდა, თითქმის გაბრაზებულიც კი, მაგრამ უცებ სიცილი და ხტუნაოტა დაიწყო "წყეული რიდლები ააგდე! თან მარტო ერთი კი არა ორივე!!"

"მოიცა შენ რა... ამასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა ანუ?"

"ეს შენი საქმეა, მე კი სანამ შენ ბედნიერი ხარ პრობლემა არ მაქვს. პლიუს ვხედავ როგორ გექცევიან, ბრმა არ ვარ, ასევე ვიცი რომ თავის დაცვა შეგიძლია... ამიტომაც პრობლემას ვერ ვხედავ"

"მიყვარხარ ჯინ!" ჩავეხუტე

"ახლა კი ყველაფერი მომიყევი მანამ გავაფრინე!"

"აქ არა! სახლში"

"კარგი ჯანდაბას, წამოდი დამარჩენები ვიპოვოთ"

-რამდენიმე საათის შემდეგ-

"ჰეი, კეიტ... გაიღვიძე" ნელნელა თვალები გავახილე, ჯორჯის კალთაში თავი მედო, ფრედის კალთაში
ფეხები, ზეფ კი ფუმფულა საბანი მეფარა "ჩამოვედით საყვარელო" ჯორჯმა მითხრა და ნელნელა წამომაყენა. ყველამ ჩვენი ნივთები ავიღეთ და მატარებლიდან ჩავედით. დაბლა მისტერ ვიზლი დაგვხვდა და სახლში წაგვიყვანა.

"ბავშვებო!" მისის ვიზლი ჩვენსკენ გამოიქცა და ყველას ჩაგვეხუტა "შემოდით, საჭმელი უკვე მზადაა, ჭამეთ, დაისვენეთ და გამიტვირთეთ, დაღლილები იქნებით."

"მადლობა დედა, საუკეთესო ხარ" ჯინიმ თქვა და მაშინვე სუფრას მივუსხედით, თანაც საშინლად გვშიოდა.

შუა ვახშმის დროს კარი იღება და ძლივს, იმ სახეს ვხედავ რომელსაც დიდი ხანია ველოდები.

"მამა!" ავდექი და ჩავეხუტე, შემდეგ კი დანარჩენების გაკვირვებულ სახეებს შევუტრიალდი

"კეიტლინ მიხარია შენი ნახვა. ჰარი..."

"სიროუს" ჰარიც ჩაეხუტა "ამმ... აქ რა ხდება?"

(საყვარლებო ამ წიგნზე რაღაცეები არ მახსოვს და არც ის ჰარიმ იცის თუ არა რო სურიუსი კეიტის მამაა, ამიტომაც ვითომ არ იცის )

სირიუსმა და მე დანარჩენებს ყველაფერი ავუხსენით, შემდეგ კი ბედნიერები საჭმელს მივუბრუნდით

"ბავშვებო უკვე გვიანია არ გეძინებათ?" მისის ვიზლმა იკითხა

"მართალია, თან დავიღალეთ ყველა, მგონი ჯობია დავიძინოთ" რონმა წამოიბუტბუტა და ყველა დაეთანხმა, ამიტომაც ჩვენჩვენს ოთახებში წავედით.

...

გავიდა ერთი, ორი, სამი, ოთხი საათი მაგრამ აზრი არ აქვს, ვერ ვიძინებდი.

ტომი და ტეო აქ არ არიან, რათქმაუნდა ვერ ვიძინებ.

გადავწყვიტე დაბლა ჩავსულიყავი და თბილი რძე დამელია, წესით დამეხმარება ძილში. ტომის დიდი მაიკა მეცვა, სხვა არაფერი, დაბლა ჩავიპარე და რძე გასათბობათ დავდგი, უცებ კი ხმა გავიგე. 

ჯანდაბა! თითქმის შიშველი ვარ, იმედია არავინაა

"აქ ვინ არის?!" უცნობი ხმა გავიგე, შევტრიალდი და უცხო ბიჭი დავინახე

"შენ ვინ ჯანდაბა ხარ?!" მისკენ ჩემი ჯოხი გავიშვირე

"ჰეი, ჰეი! დამშვიდდი, მე ლუმუსის ახლობელი ვარ, შენ ალბათ კეიტლინი ხომ?" კარგად დავაკვირდი და მივხვდი რომ სიმართლეს ამბობდა, ჯოხი დავწიე და ხელი ჩსმოვართვი

"დიახ, ბოდიში გაიგებრობისთვის. კეიტლინ ლინქოლნი"

"არაუშავს, ლუისი...ლუის ლოპეზი"

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
Slytherin Queen (ქართულად)Where stories live. Discover now