(ჰარი)

უკვე 2 წელი გავიდა, რაც ის დავტოვე, რაც ლუი დავტოვე. იმის გამო რომ შევუსწარი, როცა მთვრალი ვიღაცას კოცნიდა.
იმას რაც იმ წამს ვიგრძენი, სიტყვით ვერ გამოვხატავ. არ ვიცი რა მოხდა და არც მაინტერესებს. ის სხვა კოცნიდა და მე ამან გამანადგურა.
ბევრჯერ სცადა ჩემთან ლაპარაკი და ყველაფრის ახსნა, მაგრამ მე არცერთ ჯერზე არ ვუსმენდი და სულ ამის არიდებას ვცდილობდი, რადგან ვიცოდი ეს მატკენდა.
ასეც იყო ის წამები ყოველთვის ნემსებივით მესობოდა გულზე და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.

ახლა კი, როცა ნაილი მიყვება, როგორ ცხოვრობს ის მის ახალ შეყვარებულთან ერთად, გული ტკივილით და ბრაზით მევსება. ის არა ჩემი, არამედ სხვისია და მე არ შემიძლია შევეხო ან ვაკოცო მას. ეს მწვავს, როგორც ჯოჯოხეთის ცეცხლი.
მინდა მას შევეხო, შევიგრძნო, მაგრამ ეს აღარ შემიძლია.
იქნებ მაშინ რომ მომესმინა მისთვის, ახლა ასე არ ვყოფილიყავით. მე ლუი ყველაფერზე მეტად მიყვარს, მაგრამ ამას ვერ ვეუბნები, ვერ ვუახლოვდები, ვერ ვეხები და ეს მე დღითიდღე მკლავს.

ხვალ საბოლოოდ ვნახავ მას. ზეინმა მითხრა რომ კლუბში ერთად მივდიოდით. რათქმაუნდა თავიდან უარზე ვიყავი, მაგრამ როცა ნაილიც და ლიამიც ჩაერთნენ საუბარში, უარის თქმას აზრი აღარ ჰქონდა.
ალბათ ვერ მიტანის იმის გამო რაც გავუკეთე, მაგრამ ვიცი რომ მასში კიდევ არის პატარა, სულ პატარა ნაწილი რომელსაც კიდევ ვუყვარვარ. მაგრამ მე მაინც ნაწყენი ვარ მასზე. იმ კოცნის გამო. მას რომ არ ეკოცნა იმ ნაბიჭვრისთვის არაფერი არ მოხდებოდა და მე და ლუი ისევ ერთად ვიქნებოდით. ისევ ერთად.
რაც ის და მე დავშორდით დღიურის წერა დავიწყე. მართალია მას ვერასდროს ვერავინ წაიკითხავს, მაგრამ მაინც მეხმარება. რადგან ამ სიტყვებს სხვას ვერავის ვეტყვი.
ისინი მხოლოდ ლუის ეკუთვნის. ჩემს ლურჯთვალება ანგელოზს, თუმცა ის მათ ვერ გაიგებს. ეს კი ისევ ჩემი ბრალია. მაშინ რომ მომესმინა იქნებ აეხსნა და ახლა ისევ ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ ჩემი ეგო და გაუკონტროლებადი სიბრაზე. აი რამ დამამსხვრია.

Du hast das Ende der veröffentlichten Teile erreicht.

⏰ Letzte Aktualisierung: Mar 01, 2023 ⏰

Füge diese Geschichte zu deiner Bibliothek hinzu, um über neue Kapitel informiert zu werden!

When I Met You, When Green Met BlueWo Geschichten leben. Entdecke jetzt