Lassitude

84 12 30
                                    


სეული, კორეა. 2017 წლის 29 თებერვალი.

გარემო თეთრად შეიღება... თოვლს თხუთმეტი წუთის წინ ახალი და ქათქათა ფენა გადაეფარა.

ოცდახუთი წუთის წინ ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელი ჩანდა. თოვლს ისევე უეცრად გადაეღო, როგორც წამოვიდა...

ბუმბულივით მსუბუქი თოვლის ფანტელები თხელი საბანივით დაეფინა წინა დღის მოყინულ ზედაპირს.

გზაზე მოძრავ ავტომობილში ორი სხეული შეიმჩნეოდა.

მოძრაობდა და ფიფქების ერთობით შექმნილი ზეწარი ბორბლებისაგან უხეშად დატოვებულ კვალს აღქმისთანავე შავ ფერს სძენდა.

საღამოსათვის შესაბამისზე მეტად ჩამობნელებულიყო. ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე ჰაერში მოფარფატე ტოქსინები შეინიშნებოდა...

ბილიკზე ადამიანთა კვალი არ ჩანდა. ჩაბნელებულ ქუჩებს ქარი შემზარავს ხდიდა.

ჰაერში ბგერები ქაოსურად მოძრაობდნენ, მაგრამ კვლავ ყოველივე დუმილს მოეცვა...


ხმაური...

შიში...


დაძაბულობა...

დაუმორჩილებელი ტრანსპორტი...

გაურკვევლობა...

მკვეთრი შუქი...

და ყვირილი...


სწრაფი ტემპით, ხარბად ეწაფებოდა სხეული ჟანგბადს, ფილტვებში კი არასასიამოვნო შეგრძნებებს მეტად ზრდიდა.

ახლა კი, ამ სითეთრეში სულ უფრო და უფრო მკვეთრი ხდებოდა წითელი ფერი. იშლებოდა და ფართოვდებოდა, დათოვლილი გზისკენ მიიწეოდა და მასაც ღებავდა.

წითელი ლაქები თოვლის ფაფუკ ზედაპირს მყარად ჩასჭიდებოდა და გაშვებას არც აპირებდა.

მცირე სხეული გაუნძრევლად თოვლში ჩაფლულიყო.

კარების გაღების ხმას თან მოყვა თოვლის ჭრიალი.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 20, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Lassitude Where stories live. Discover now