გადაწყვეტილება

31 2 7
                                    

მე და ნესი ჩემს საწოლზე ვწევართ და დაკვირვებით შევყურებთ ჩემს ჭერზე გაკრულ მნათობებს. 

ოთახში დაბუდებული სიჩუმეს , ჩემი არეული სუნთქვა სძენდა პანიკას . 

ჩუმი , უსიტყვო პანიკა . 

თვალებზე ცრემლები გაუაზრებლად ჩამომიცურდა . 

ჯერ არაფერი იყო , არაფერი და ეს ყველაფერი უკვე იმდენად მაშინებდა წამოსახვით საზღვრებში მთელი მონდომებით მაქცევდა . 

- დონატები რატომ არ წამოვიღეთ ? - ღრმა ამოსუნთქვას ამოვაყოლე კითხვა და წამოვჯექი . 

- მადა არ გქონდა .. გინდა ვილაპარაკოთ ? 

- მგონი , მინდა .. - ფეხზე წამომდგარმა ფაარდა გადავწიე . მთვარემ ნაწილობრივ შთანთქა სიბნელე და ნესის სილუეტიც მეტად შესამჩნევი გახდა - ვერ ვხვდები ნესი , ვერ ვხვდები რატომაა რთული .. ამდენად რთული .. 

- გიყვარს .. ის არ არის უბრალო კაცი რომელთანაც გაერთობი .. რეალურად სერიოზული ურთიერთობა შენც არ გინდა , ყველაფერს ახლა იწყებ , ყველაფერი ახალია და მარტივი იქნებოდა მისდამი უბრალოდ ინტერესს რომ გრძნობდე .. ლამაზ მოგონებად დარჩებოდა .. 

- პირდაპირ მითხრა რომ ჩემგან სე*სის გარდა არაფერი უნდა .. ეს ბევრ აზრს მიჩენს .. 

- თავი დაიზღვია , იცის მიახლოებით ალბათ ხვდება კიდეც ... თან ნაცნობი , ადვილად მისაღები და თან უცხო ხილი ხარ .. 

- რა უნდა ვქნა ? 

- რა გინდა რომ ქნა ? რეალურად რა გინდა ლაილა ? 

- მასთან მინდა .. ძალიან , ღმერთო .. - სახეზე ავიფარე ხელები და მისი თვალების გახსენებისას უნებურად გამეღიმა . 

- მაშინ რა გაჩერებს ? 

- ეჭვები , ეჭვები რომელსაც საკუთარი თავი მიჩენს .. ჩვენს შორის სხვაობაც და ის რომ შეიძლება ..

- არ შეიძლება არასაკმარისი იყო ლაილა , ისე არ შემოგთავაზებდა , არ გეტყოდა .. - მაშინვე გააპროტესტა ჩემი დაუსრულებელი წინადადება ნესიმ და მის მხარზე ჩამოდებულ თავში თითები შემიცურა . 

ვნებიანი ქარიშხალიWhere stories live. Discover now