წინადადება

30 3 2
                                    

ტუჩებზე მოფენილი ღიმილით ვისწორებ დროდადრო საბანს და ბედნიერი შევყურებ ჩემს ჭერს . 

შემოჭრილი მზის სხივების გამო ჩემი მნათობი ვარსკვლავები უფერულად შემომყურებენ , მაგრამ ჩემს შიგნით დაგროვილი ემოციები მზესაც ეპუებიან სიკაშკაშეში.

გაუაზრებლად ვკბენ ქვედა ტუჩს და ფანჯრისკენ გადაბრუნებულს ისევ ცხადად მეხატება ჩვენი კოცნა . 

მახსენდები მისი კოცნის თავბრუდამხვევი მანერა და ჟრუანტელდავლილ სიამოვნებად მივრცელდება გონებას შემორჩენილი მოგონება სხეულში . 

მისი ძლიერი , მხურვალე ხელები .. 

ქარისგან აწეწილი თმები .. 

მწვანე , მნათობი თვალები .. 

კოცნის ბოლოს , ჩემს ტუჩებზე წარმოთქმული საკუთარი სახელის გახსენებისას , დაგროვილ სიმხურვალეს ვეღარ ვუძლებ და აწითლებული ლოყებით მივდივარ ფანჯარასთან . 

შუადღეა . 

ნესის შეტყობინებას ვპასუხობ და ქუჩის კუთხისკენ ვაპარებ თვალს . 

არ ვიცი რა იქნება , ან სადამდე მიმიყვანს ეს ყველაფერი . 

ჩემმა ერთმა ნაწილმა , იცის რომ კარგს არაფერს მოუტანს , მაგრამ მისით დაბრმავებულს შინაგანი ამოძახილი დიდად არ ადარდებს და მზადაა ყველაფერი დათმოს ამ წუთებისთვის . 

კარზე ზარს ფიქრებიდან გამოვყავარ და შიშველი ტერფებით მივიწევ მისკენ . 

- ნესი - მის დანახვაზე ღიმილი მიფართოვდება და ისიც თვალებმოჭუტული მაკვირდება ჩახუტებამდე . 

- ამჯერად რა სისულელე ჩაიდინე ? - მოგუდუნული ჩურჩულებს და რამდენჯერმე მკოცნის ლოყაზე . 

ოთახში შემოსულს მზერას ვავლებ და მის ლურჯ თმებზე აცეკვებული მზის სხივების შემჩნევისას მეღიმება . 

- ლაილა ! - ამბობს გაბრაზებით , ჩემი გაბნეული აზრების დასალაგებლად მაგრამ სულ ტყუილად . კარზე გაბმული ზარი კვლავ აწყვეტინებს - ვინმეს ელოდები ?

ვნებიანი ქარიშხალიWhere stories live. Discover now